მთავარი,სიახლეები

ენმ თავის კვოტას სამეურვეო საბჭოში უთმობს ადამიანს, ვინც ჟურნალისტების ინტერესებს დაიცავს

05.12.2019 • 1654
ენმ თავის კვოტას სამეურვეო საბჭოში უთმობს ადამიანს, ვინც ჟურნალისტების ინტერესებს დაიცავს

დღეს, 5 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ – გია აბულაძემ, ელგუჯა ბაგრატიონმა, ასმათ დიასამიძემ და გია დიასამიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს.

მათი თქმით, შექმნილი კრიზისის გამომწვევი მთავარი მიზეზი, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს არჩევის წესია.

„ბოლო დღეებია გვესმის, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზნით დირექტორი ზეწოლას ახდენს ტელევიზიის ჟურნალისტებზე. გამოსავალი არის კანონმდებლობის შეცვლა და მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევის გამჭვირვალე და ობიექტური სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც გამორიცხავს პარტიული ნიშნით დაკომპლექტებას. კანონპროექტის მოსამზადებლად ვიწვევთ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.

მანამდე, სანამ ახალი წესი შემუშავდება, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი კვოტით ასარჩევი კანდიდატი არ იყოს შერჩეული პოლიტიკური ნიშნით და ეს კვოტა დავუთმოთ ადამიანს, ვინც ბოლომდე დაიცავს იმ ჟურნალისტების ინტერესებს, რომლებიც მოითხოვენ სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას“, – განაცხადეს დეპუტატებმა ბრიფინგზე.

დეპუტატები მოუწოდებენ მათ, ვისაც სურვილი აქვთ იზრუნონ ტელევიზიის მომავალზე, დაიცვან  სარედაქციო დამოუკიდებლობა, ჟურნალისტებისა თუ სხვა დასაქმებული პირების თავისუფლება, მრჩეველთა საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეიტანონ განცხადება.

___

მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ერთი წევრის ასარჩევად კონკურსი უმაღლესმა საბჭომ 6 ნოემბერს გამოაცხადა. საბუთების მიღების ვადა ხვალ, 6 დეკემბრის იწურება.

ამავე თემაზე:

აჭარის მაუწყებლის მე-5 მრჩევლის ასარჩევად უმაღლესმა საბჭომ ხელახალი კონკურსი გამოაცხადა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: