Batumelebi | აშშ-ში ორკვირიანი პროგრამა 15-18 წლის მწერალი მოზარდებისთვის აშშ-ში ორკვირიანი პროგრამა 15-18 წლის მწერალი მოზარდებისთვის – Batumelebi
RU | GE  

აშშ-ში ორკვირიანი პროგრამა 15-18 წლის მწერალი მოზარდებისთვის

აშშ საელჩო საქართველოში 15-18 წლის მოზარდებისთვის ორკვირიან პროგრამაში მონაწილეობაზე კონკურსს აცხადებს. საერთაშორისო პროგრამაში „ხაზებს შორის“, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 30 მწერალი მოზარდი შეიკრიბება იუნესკოს მიერ ლიტერატურულ ქალაქად წოდებულ აიოვა სითიში.

პროფესიონალებთან, მწერლებთან და მასწავლებლებთან მუშაობის პროცესში მოზარდები გაიფართოვებენ თვალსაწიერს ლიტერატურაში, ასევე აიმაღლებენ ცოდნას განსხვავებული კულტურების მიმართ, გაიუმჯობესებენ კომუნიკაციის უნარებს.

პროექტს „ხაზებს შორის“ აფინანსებს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურულ საქმეთა დეპარტამენტი. პროგრამის პარტნიორია აიოვას უნივერსიტეტიც.

საუკეთესო კანდიდატები იქნებიან ის ახალგაზრდები, რომლებიც მომავალშიც აპირებენ მწერლობას ან მედიის სფეროში მუშაობას თავიანთ ქვეყნებში. კანდიდატი უნდა საუბრობდეს და წერდეს ინგლისურ ენაზე სრულყოფილად, რომ შეეძლოს ეფექტური მონაწილეობა პროგრამაში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2020 წლის 20 თებერვალია.

დაინტერესებულ პირებს მადამატებითი დეტალების  გაცნობა შეუძლიათ თბილისში აშშ-ს საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

 

მთავარი ფოტო: თბილისში აშშ-ს საელჩოს ფეისბუქგვერდიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com