Batumelebi | თეონა ყაჭეიშვილს წლის საუკეთესო დირექტორის პრიზი გადასცეს თეონა ყაჭეიშვილს წლის საუკეთესო დირექტორის პრიზი გადასცეს – Batumelebi

თეონა ყაჭეიშვილს წლის საუკეთესო დირექტორის პრიზი გადასცეს

2019 წლის „საუკეთესო დირექტორი“ თეონა ყაჭეიშვილი გახდა. კონკურსი განათლების სამინისტრომ პირველად ჩაატარა.

გამარჯვებული დირექტორს ფულადი პრიზი გადასცეს. დირექტორი ასევე სასწავლო ვიზიტით ციურიხში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) გაემგზავრება.

მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ ზუგდიდის, სოფელ რუხის საჯარო სკოლის დირექტორი გოგი თოდუა და ქუთაისის  30-ე საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ გიორგაძე, რომლებსაც ასევე ფულადი პრიზები გადაეცათ.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში წერია, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, კონკურსის გამარჯვებული დირექტორების სკოლები ფიზიკის ვირტუალური ლაბორატორიით აღიჭურვება.

„მოსწავლეებს ცდების ჩატარება  სპეციალური კომპიუტერული მულტიმედიური პროგრამის საშუალებით შეეძლებათ, რაც ამ საგნის სწავლებას უფრო საინტერესოს გახდის“, – ნათქვამია პრესრელიზში.

 

მთავარი ფოტო: თეონა ყაჭეიშვილი დაჯილდოვების დროს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com