მთავარი,სიახლეები

აჭარაში ფესტივალების ჩასატარებლად სამინისტრო 381 300 ლარს დახარჯავს

07.02.2020
აჭარაში ფესტივალების ჩასატარებლად სამინისტრო 381 300 ლარს დახარჯავს

აჭარის ტერიტორიაზე ფესტივალების ჩასატარებლად კონკურსი გამოაცხადა აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ.

საგრანტო კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი 381 300 ლარია. სამინისტროს ინფორმაციით, ცალკეულ პროექტზე 60 000 ლარი გრანტის გაცემაა შესაძლებელი.

განაცხადების მიღება  უკვე დაწყებულია, ბოლო ვადა 2020 წლის 6 მარტის 15:00 საათამდეა.

კონკურსის პირობებისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ვებგვერდზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: