დეპუტატი: 72 მილიონად კავკასიონის ქედიდანაც კი ჩამოვიყვანდით წყალს

დღეს, 4 მარტს, უმაღლესი საბჭოს წევრმა ენმ-დან, გია აბულაძემ მუნიციპალიტეტებში წყლის სისტემებისთვის დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, 2013-2019 წლებში აჭარის ხუთმა მუნიციპალიტეტმა 72 მილიონზე მეტი  ლარი დახარჯა, თუმცა სოფლებსა და დაბებში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა მაინც არ არის მოგვარებული. „მაგალითად, ხულოს დაბაში საშინელი ხარისხის წყალი მოდის და ისიც გრაფიკით. მაშინ, როცა 6 მილიონზე მეტი …

ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს და მეუღლეებს 1000 ლარს ჩაურიცხავენ

აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით, სამინისტრო 1000 ლარს ჩაურიცხავს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებსა და მეუღლეებს. სამინისტროს ინფორმაციით, ათასლარიან დახმარებას 29 ადამიანი მიიღებს დღეს. აგვისტოს თვეში კი ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მიიღებს 27 მეომრის ოჯახი – თითოეული 3000 ლარის ოდენობით. ოფიციალური ინფორმაციით, ფინანსური დახმარება გაიცემა სამინისტროს …

ბათუმში საკარანტინო ზონისთვის ერთი სასტუმრო მზად არის – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ბათუმში საკარანტინო ზონის მოსაწყობად კერძო სასტუმრო შეარჩიეს. „ერთი 27 საწოლზეა გათვლილი სასტუმრო მზადყოფნაშია. თუ გაჩნდება ეპიდსიტუაცია, სხვა სასტუმროებთანაც გავაფორმებთ ხელშეკრულებას“, – ამბობს ზაალ მიქელაძე. მინისტრის თქმით, მთავრობა მულტისექტორულად მუშაობს კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით. ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ „ყველგან დაცულია ის სტანდარტი, რასაც მოითხოვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და დაავადებათა კონტროლის ცენტრი. …

ბათუმის მერიამ მიკროავტობუსების დეზინფექცია დაიწყო – კორონავირუსის პრევენცია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს, 3 მარტს, მერიამ საქალაქო მიკროავტობუსების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. დეზინფექცია 600 მიკროავტობუსს ჩაუტარდება. „კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქალაქო ტრანსპორტს სპეციალური ხსნარით დღეში ორჯერ დაამუშავებენ. სადეზინფექციო ღონისძიებები კი კვირაში ორჯერ ჩატარდება“. ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, პროცედურა ერთჯერადი არ იქნება და სამუშაოები რეგულარულად ჩატარდება. საქართველოში კორონავირუსის 3 შემთხვევაა დადასტურებული.

ლალი ბერძენიშვილს აჭარის მაუწყებლის საინფორმაციოს უფროსობა შევთავაზე – კოხრეიძე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლალი ბერძენიშვილის კანდიდატურას განიხილავს. „ვმუშაობთ ჯერჯერობით, გვაქვს მოლაპარაკება (ლალი ბერძენიშვილთან), თავს იკავებს ჯერჯერობით, მაგრამ მე ძალიან მინდა. გარკვეული პერიოდი ზედმეტი პასუხისმგებლობის აკიდება არავისზე არ მინდა, ადამიანი არის შიგნიდან, არის ენერგიული, გამოცდილი, აქედან გამომდინარე, მე კომუნიკაციისთვის მზად ვარ ყველაფერი მოწესრიგებისთვის, დალაგებისთვის. მიმაჩნია, …

ავარია ბათუმში – ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

ბათუმში, ბაგრატიონისა და სულაბერიძის ქუჩების გადაკვეთაზე დღეს, 2 მარტს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად დაშავდა ერთი პირი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლით. საქმეში 2 მანქანა ფიგურირებს.

განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ ირინა აბულაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ირინა აბულაძემ პოსტი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. „მეგობრებო, შემიძლია გაგიზიაროთ ახალი ამბავი. მივიღე გადაწყვეტილება, არსებული პოსტი დავტოვო და ცხადია, გავაგრძელო ამ საქმის და გუნდის ერთგულება რეფორმის დანერგვის შემდეგ ეტაპზე. ჩემს გეგმებზე ოდნავ მოგვიანებით… პირველი ოფიციალური შეხვედრა დანიშვნიდან პირველივე შაბათს ფინანსთა სამინისტროში გვქონდა, სადაც ითქვა, რომ …

პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძისა და მისი ოჯახის არადეკლარირებული ქონება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის დეკლარაცია, მისი ოჯახის წევრების ქონება და სამეწარმეო საქმიანობა გამოიკვლია. ანზორ ბოლქვაძე 12 წელია პარლამენტის წევრია. 2008 და 2012 წლების მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი „ნაციონალური მოძრაობიდან” გახდა, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე, ყოფილი მმართველი პარტიის რიგები დატოვა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისევ მაჟორიტარად …

მოძრაობა „გაბედე“ ბათუმში: ოფისში უცხო პირები შემოვიდნენ და პლაკატები ჩამოხიეს 

მოძრაობა „გაბედე“ აცხადებს, რომ მათ ოფისში, რომელიც ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, უცხო პირები შეიჭრნენ. ამ შენობაში ადრე „ლეიბორისტული პარტიის“ ბათუმის ოფისი იყო განთავსებული. როგორც „გაბედეს“ ერთ-ერთი აქტივისტი დიმიტრი ლიპარტელიანი „ბათუმელებთან“ ამბობს, უცნობი პირები გუშინ, 1-ელ მარტს, შევიდნენ ოფისში. „დაახლოებით 17:00 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში არიან შემოსული ოფისში, რადგან ამ მონაკვეთში ვიყავით გასული ოფისიდან. როგორც ჩანს, …

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

დღეს, 2 მარტს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მონაწილეებმა რეგისტრაცია ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge უნდა გაიარონ. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. ცენტრის განმარტებით, რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში …

სამინისტრო: 24 საჯარო სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური ხარვეზები გამოვლინდა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა 28 თებერვალს ქვეყნის მასშტაბით 700 საჯარო სკოლაში შეამოწმეს. 27 თებერვალს კი 1100 საჯარო სკოლაში. დღეს, 28 თებერვალს, შემოწმებისას მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა 9 საჯარო სკოლაში, გუშინ კი 15 საჯარო სკოლაში. სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების ადმინისტრაციებს მიეცათ მითითება, რომ არსებული დარღვევები უმოკლეს დროში აღმოფხვრან. „რაც შეეხება მოსწავლეთა მხრიდან საგაკვეთილო პროცესის გაცდენის მაჩვენებელს, 27-28 …

რა შემთხვევაში მიიღებს 1000-ლარიან სტიპენდიას აჭარაში მცხოვრები სტუდენტი

სამინისტრო 1000-ლარიან ერთჯერად გრანტს აწესებს იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებებს აირჩევენ უმაღლეს სასწავლებელში, – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის განათლების სამინისტროში. გარდა ზემოთ აღნიშნული პირობისა, სტუდენტი ათასლარიან დახმარებას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ მისი ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების ქულა არის  81 პროცენტი და მეტი. პირობის მიხედვით, ასევე სტუდენტი  უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ტერიტორიაზე და სწავლობდეს ავტორიზებულ …

ჭიკაიძემ დიდი ოდენობით ქონება საეჭვო ვითარებაში დააგროვა – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. ორგანიზაცია წერს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ 2017 წლის ბოლოს საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ დიდი ოდენობით უძრავი ქონება საეჭვო გარემოებებში დააგროვა. „იმ პირობებში, როდესაც თანამდებობის დატოვების მომენტისთვის ალექსანდრე ჭიკაიძეს არ ჰქონდა დანაზოგი ან თანხა საბანკო ანგარიშზე და ბანკის სოლიდური ვალი …

როგორ მოვიქცეთ სკოლაში კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში – ახალი რეკომენდაციები

განათლების სამინისტრო სკოლებს კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში დამატებით მითითებებს აძლევს. მაქსიმალურად დაიცვან სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები; დაწესებულებებმა პერიოდულად განახორციელონ შენობების დეზინფექცია; დაავადების სიმპტომების დაწესებულების ტერიტორიაზე გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდეს პირის იზოლაცია, განხორციელდეს შეტყობინება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე, ასევე, ეცნობოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს; დაავადების სიმპტომების დაწესებულების ტერიტორიის გარეთ გამოვლენის/აღმოჩენის შემთხვევაში, …

ბათუმში 15 საჯარო სკოლა შეამოწმეს – კორონავირუსის პრევენცია 

ბათუმის რესურსცენტრის წარმომადგენლებმა დღეს, 27 თებერვალს, ბათუმში 15 საჯარო სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური პირობები შეამოწმეს. როგორც მონიტორინგის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, მიხეილ რიჟვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ ეტაპზე საჯარო სკოლებში კორონავირუსისგან თავის დასაცავად პრევენციული ზომები მიღებულია. „ჩვენ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გავაფრთხილეთ სკოლები, რომ მიეღოთ პრევენციული ზომები კორონავირუსის წინააღმდეგ და შეეძინათ საჭირო სანიტარულ-ჰიგიენური ხსნარები. მცირებიუჯეტიან სკოლებს თუკი შეექმნებათ …

ქობულეთში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

დღეს, 27 თებერვალს, ქობულეთში ერთი ადამიანი დაჭრეს, რომელიც ქობულეთის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მისვლამდე გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, დაჭრილი კაცი გარდაიცვალა. შსს ინფორმაციით, გამოძიება დაჭრის ფაქტზე დაიწყო სსკ-ის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალდებული ჯერ დაკავებული არ არის.

სავალდებულო რეკომენდაციები სკოლებს კორონავირუსისგან დასაცავად

განათლების სამინისტრო სკოლებს კორონავირუსისგან დასაცავად, პრევენციის მიზნით, შემდეგი სახის რეკომენდაციებს სთავაზობს: სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით; საკლასო ოთახების, სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს გაღებული ფანჯრებისა და ფრამუგების მდგომარეობაში; ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს 2-ჯერ; ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით; ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი დასუფთავდეს სადეზინფექციო …

ქობულეთში კაცი დაჭრეს

შს სამინისტრო ქობულეთში ერთი ადამიანი დაჭრის ფაქტს ადასტურებს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც შსს-ს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, შეტყობინება რამდენიმე წუთის წინ შევიდა პოლიციაში. ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, სანადირო თოფით არის დაჭრილი. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაჭრილი ადამიანი ეკიპაჟის მისვლამდე გადაიყვანეს საავამყოფოში. შსს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალდებული ჯერ დაკავებული არ …

განათლების სამინისტრო 50 სოციალურ მუშაკს დაასაქმებს

განათლების სამინისტრომ დაამტკიცა კანონი სოციალური მუშაკის შესახებ. განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის ინფორმაციით, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი სასწავლო წლიდან სისტემაში შევლენ სოციალური მუშაკები, რისი გამოცდილებაც განათლების სისტემას აქამდე არ ჰქონდა. როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ამ ეტაპზე დაზუსტებით სამინისტროშიც არ იციან, რა ფუნქცია ექნება სისტემაში სოციალურ მუშაკს, თუმცა ამბობენ, რომ მისი სისტემაში შესვლა მნიშვნელოვანია. „პირველ …

„არ გვაქვს სასკოლო წიგნები“ – სამინისტროს პასუხი არაქართულენოვანი სკოლების წუხილზე 

„არაქართულენოვან სკოლებს სახელმძღვანელოების დიდი პრობლემა აქვთ. როგორც იცით, ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა შარშანწინ და მაშინვე ამოქმედდა ქართულენოვან სკოლებსა და სექტორებში, ხოლო არაქართულენოვან სკოლებში – 2019-2020 სასწავლო წელს. საქმე იმაშია, რომ სახელმძღვანელოების თარგმნა ძალიან გვიან დაიწყეს, მაისში და ვერ მოასწრეს პირველი სექტემბრისთვის. თქვეს, რომ მეორე სემესტრში მოგვაწვდიდნენ, მაგრამ არც შემდეგ მოუწოდებიათ. სკოლებში თითქმის წიგნების გარეშე სწავლობენ …

„შეცვალე ქალის მჩაგვრელი გამონათქვამები“ – კონკურსი

USAID-PROLoG–ი, საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობით, ატარებს კონკურსს „შეცვალე ქალის მჩაგვრელი გამონათქვამები“. „ქართულ ანდაზებში, ასევე ლიტერატურაში, ან ეპოსში გვხვდება ქალების შესახებ მჩაგვრელი – დამამცირებელი, დამაკნინებელი აფორიზმები და გამონათქვამები, რაც ხელს უწყობს მათ მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. კონკურსის მიზანია, მსგავსი გამონათქვამების და აფორიზმების გამოვლენა და მათი წარმოდგენა ახლებური, თანასწორობაზე დაფუძნებული და გენდერულად მიუკერძოებელი შინაარსით,“ …

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ზაზა ხალვაშის სახელობის კინოსახელოსნო გაიხსნება

27 თებერვალს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროექტის – „DocNomads – TAFU – ბეშუმის საზაფხულო კინოსკოლის“ ფარგლებში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართება და ცნობილი კინორეჟისორის ზაზა ხალვაშის ხსოვნას მიეძღვნება. ფილმების ჩვენების შემდეგ კი ზაზა ხალვაშის სახელობის კინოსახელოსნო გაიხსნება. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ზაზა ხალვაში აქტიურად იყო ჩართული „DocNomads – TAFU – ბეშუმის საზაფხულო კინოსკოლის“ …

როცა მეგობარი გარდამეცვალა, მივხვდი, მისი შვილის განათლებაზე მე უნდა მეზრუნა

„ამ იდეის ინსპირაცია ჩემი მეგობრის შვილი იყო. ჩემი მეგობარი ძალიან ზრუნავდა შვილის განათლებაზე და როცა ის გარდაიცვალა, გადავწყვიტე რომ ამ ბავშვის მეურვე მე ვიქნებოდი. მართალია ბავშვზე მამაც ზრუნავს, მაგრამ მინდოდა დედის დანაკლისი რაიმეთი შემევსო და უცხო ენის სწავლება დავუფინანსე. „გახდი მეურვე“ – სწორედ ნათიას ინიციატივაა, რომელიც დედით ობოლ და სოციალურად დაუცველი ბავშვების განათლების დაფინანსებას ითვალისწინებს. …

2 ათასი ლარი სასკოლო კლუბების დასაფინანსებლად

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებს შესაძლებლობა აქვთ, სასკოლო კლუბებისთვის დაფინანსება მოიპოვონ საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და სპორტული მიმართულების ინიციატივებისთვის. ოფიციალური ინფორმაციით, შესაძლებელია დაფინანსდეს რამდენიმე კლუბის ერთობლივი ინიციატივაც. კერძო სკოლების ინიციატივები კი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფინანსდება, თუ ისინი საჯარო სკოლასთან ერთად წარადგენენ პროექტს. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 2000 ლარია. საჯარო სკოლებს სასკოლო კლუბების ინიციატივების …

სამინისტრო 200 ათას ლარად საჯარო სკოლებისთვის ჯაზბენდის აღჭურვილობას ყიდულობს

200 ათასი ლარი  დაიხარჯება აჭარი განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან საჯარო სკოლებში ჯაზბენდისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად. ამის შესახებ განათლების მინისტრმა სკოლის დირექტორებთან შეხვედრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, მუსიკალურ აღჭურვილობას სკოლებში არაფორმალური განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეიტანენ. სულ შეირჩევა 16 საჯარო სკოლა, მათ შორის მუნიციპალიტეტებშიც. „გვინდა, ახალგაზრდებს ადგილზე ჰქონდეთ შესაძლებლობა, ფოლკლორის გარდა თანამედროვე მუსიკაც შეისწავლონ. ბავშვებს თავიანთი ინტერესების მიხედვით …

ვინ იყო ბათუმის ქალთა გიმნაზიის პირველი დირექტორი

24 თებერვალს ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში ალექსანდრე სტოიანოვის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. სტოიანოვი ბათუმში 1900 წელს დაარსებული ქალთა პირველი გიმნაზიის დირექტორი იყო. გიმნაზია სწორედ ამ სკოლის შენობაში ფუნქციონირებდა. სტოიანოვის შესახებ წიგნის ავტორი ქუთაისის მე-7 სკოლის დირექტორი ენდი ნემსვერიძეა, რომელსაც წიგნში თავმოყრილი აქვს საქართველოსა და უკრაინის არქივებში დაცული ცნობები ალექსანდრე სტოიანოვის შესახებ. ასევე ცნობილი ქართველი მოღვაწეების, …

„ჩემი ყველა უფლება დაირღვა“ – ავტობანის მშენებლობით დაზარალებული ოჯახები

მახვილაურში მცხოვრები მანანა ქადაგიძე ამბობს, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობამ მისი საცხოვრებელი სახლი და სახლთან მისასვლელი გზა მთლიანად დააზიანა. მოქალაქის თქმით, წელიწადნახევარია, რაც შესაბამის სამსახურებში განცხადებებს წერს, თუმცა მისი პრობლემა ამ დრომდე არ მოგვარებულა. დღეს, 24 თებერვალს, მანანა ქადაგიძე და კიდევ ერთი დაზარალებული მისი მეზობელი, საპროტესტო აქციას მართავენ. „მახვილაურში, საჯარო სკოლის ზემოთ, მაქვს სახლი. უფრო …

საბჭოთა ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოფენა ბათუმში

ხვალ, 25 თებერვალს, ბათუმში, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციასთან დაკავშირებული, მუზეუმში დაცული მასალების გამოფენა გაიმართება. მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ ფონდებში დაცული მასალები და ფოტოები, არამედ გაზეთები და ექსპონატები. ჩატარდება ლექციები საბჭოთა ოკუპაციის შესახებ. გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

კორონავირუსის ახალი ეპიდემიოლოგიური მიმოხილვა

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CCDC) 22 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია 397 ახალი შემთხვევა (ჩინეთის ჯანმრთელობის კომისიის გადაწყვეტილებით, ჰუბეის პროვინციაში შემთხვევის განსაზღვრება შეიცვალა, რათა მისადაგებოდა სხვა პროვინციებს. ამ ცვლილების თანახმად, ყველა კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევა (შესაძლო შემთხვევა, რომელიც შეესაბამება პნევმონიის განსაზღვრებას) ახლა უკვე ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებთან ერთად ითვლება დადასტურებად).  22 თებერვლის მონაცემებით სულ დადასტურებულია 76 288 შემთხვევა;  22 …

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში რესურსცენტრებში 23 დამხმარე ჯგუფი შეიქმნება

2020 წლის სექტემბერში, „ახალი სკოლის მოდელში“ 300 საჯარო სკოლა ჩაერთვება. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ ბათუმში, სკოლის დირექტორებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში მუნიციპალურ დონეზე შეიქმნება 23 ჯგუფი, თითოეულ ჯგუფში გაერთიანდება 14 სხვადასხვა საგნის სპეციალისტი, მათ შორის ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და ეს ჯგუფი მუნიციპალურ დონეზე დახმარებას გაუწევს ახალი …

უმაღლესი საბჭოს წევრი: ხელისუფლებამ ტელევიზიის დირექტორის მოადგილეც დანიშნა

დღეს 22 თებერვალს პარტიის ოფისში განცხადება გააკეთა ენმ-ს წარმომადგენელმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ასმათ დიასამიძემ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში გუშინ 21 თებერვალს ტელევიზიის დირექტორის მოადგილის შესარჩევად ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებით. ასმათ დიასამიძის თქმით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „არა მარტო ტელევიზიის დირექტორი, მისი მოადგილეც მათივე ხელდასხმული პირია“. „ტელევიზიის დირექტორის მოადგილის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი იყო ფორმალური და …

„ოცნების ქალაქს“ ორი დღეა წყალი არ მიეწოდება

„ოცნების ქალაქს“ ორი დღეა წყალი არ მიეწოდება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ფეისბუკის მეშვეობით შეგვატყობინეს. როგორც ირკვევა, დასახლებას წყალი 20 თებერვლის შემდეგ აღარ მიეწოდება. „დღის მეორე ნახევარში გაითიშა და მას შემდეგ არ მოსულა“. დასახლებაში 1000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. როგორც „ბათუმის წყალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, წყლის შეწყვეტა დაზიანებამ გამოიწვია. „ავარიული გამორთვა იყო, …

ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის ფაქტზე ბათუმში ერთი პირი დააკავეს

შსს ინფორმაციით, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული კ.ჟ. ბათუმში დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობაში ედება. „სამართალდამცველების მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, კ.ჟ. ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდა ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული …

რა კითხვები დაუსვეს მინისტრის მოადგილეს სკოლის დირექტორებმა ბათუმში შეხვერდაზე

დღეს, 21 თებერვალს, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, ბათუმში საჯარო სკოლის დირექტორებს და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას 200-ზე მეტი სკოლის დირექტორი ესწრებოდა, როგორც ქალაქის, ასევე მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებიდან. შეხვედრაზე იმყოფებოდა აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილიც. შეხვედრა ბათუმის 25-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. შეხვედრაზე ეკა დგებუაძემ „ახალი სკოლის მოდელზეც“ ისაუბრა. მისი თქმით, ახალ მოდელში ამ დროისთვის …

პირველკლასელთა რეგისტრაცია 2020 წლის 2 მარტს დაიწყება

პირველკლასელთა რეგისტრაცია 2020 წლის 2 მარტს დაიწყება და 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები გაივლიან. დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით იმ საჯარო სკოლას უნდა მიმართონ, სადაც შვილის შეყვანა სურთ. „სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ, ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში მინისტრის ბრძანებით …

5 დასახელების რძის პროდუქტი მცენარეულ ცხიმებს შეიცავს, რაც ეტიკეტზე მითითებული არ არის

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ვებგვერდის, momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, არაჟანში „ქობულეთური“ და კიდევ ოთხი დასახელების რძის პროდუქტში, მცენარეული წარმოშობის ცხიმები აღმოჩნდა. პროდუქტები რძის ცხიმის სისუფთავეზე შემოწმდა. პროდუქტები, ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ლაბორატორიულად 2020 წლის 14 თებერვალს შემოწმდა. „პროდუქტი რძის ცხიმის გარდა შეიცავს სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის მცენარეულ ცხიმებს,“ – წერია ლაბორატორიის დასკვნაში. …

Exit mobile version