მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, სპეციალურ სივრცეში ინტენსიურად ჩატარდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან. ჰოსპიტალი შსს-ს საგანგებო მართვის სამსახურმა მოწყო, მათივე ინფორმაციით, შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფები ჩაატარებენ. „მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში …
Author Archives: ლელა დუმბაძე
ბათუმში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა
დღეს, 20 მარტს, ბათუმში კორონავირისით ინფიცირება მეორე ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადება დღეს, 19 საათზე გააკეთა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. „ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ორი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს და ორივე პაციენტის მდგომარეობა არის მსუბუქი. პირდაპირ საბაჟოდან ის გადაყვანილი იქნა საკარანტინო ზონაში და შემდეგ ინფექციურ საავადმყოფოში, ამიტომ …
Continue reading “ბათუმში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა”
როგორ დაეხმარება აჭარის მთავრობა covid19-ის გამო უმუშევრად დარჩენილებს – რიჟვაძის განცხადება
დღეს, 20 მარტს, 10:00 საათზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განცხადება გააკეთა კორონავურისით გამოწვეულ შესაძლო ეკონომიკურ კრიზისზე და აღნიშნა, რომ უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დასახმარებლად მთავრობა მუშაობს გეგმაზე, რომელიც ეტაპობრივად გახდება ცნობილი. „კარგად გვესმის, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არის უამრავი ყოფითი პრობლემა, კარგად გვესმის, რომ მძღოლები, რომლებსაც შევუზღუდეთ მუშაობა, ისინი და მათი …
აჭარაში 16-ზე მეტ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
დღეს, 20 მარტს, აჭარის 4 მუნიციპალიტეტში 16-ზე მეტ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. ხელვაჩაურში ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-17:00 საათამდე შეუწყდება სოფლებს: ქედქედი, ჩიქუნეთი, აჭარის აღმართი და მიმდებარე სოფლებს. ქობულეთში 11:00-16:00 საათამდე სოფლებს: ბუკნარი, საჩინო, შუაღელე, ჩაისუბანი, გორგაძეები და მიმდებარე სოფლები. ასევე, დაბა ჩაქვის ნაწილს. ქედაში, 11:00 -17:00 საათამდე, ელექტროენერგიას ვერ მიიღებენ სოფლები: მერისი, მეძიბნა, გუნდაური და მიმდებარე …
Continue reading “აჭარაში 16-ზე მეტ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება”
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 პირს დაუდასტურდა
დღევანდელი, 20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 43 შემთხვევა გვაქვს. დღეს COVID-19 კიდევ 3 პირს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია მხოლოდ 1 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 1575, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 275 ადამიანი. კორონავურუსის საფრთხის გამო გუშინ, 19 მარტს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ყველა სავაჭრო ობიექტი დაიკეტება, გარდა სასურსათო, სააფთიაქო, საფოსტო, ბენზინგასამართი და …
Continue reading “საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 პირს დაუდასტურდა”
სკოლებს ონლაინსისტემების გამართვაში მოხალისეები დაეხმარებიან – სამინისტრო
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებს ონლაინგაკვეთილების ჩასატარებლად საჭირო ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამართვაში, „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული ტექნოლოგიების ექსპერტები დაეხმარებიან. „მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინრეჟიმში გამოგზავნონ კითხვები და მიიღონ კონსულტაცია კონკრეტულ საკითხებზე. საჯარო სკოლამ, რომელიც სურვილსა და მზაობას გამოთქვამს დახმარება გაეწიოს დისტანციური სწავლების პროგრამის განხორციელებაში, უნდა დაიხმაროს ის თანამშრომლები ან მაღალი კლასის მოსწავლეებიც, რომლებიც კარგად ფლობენ ტექნოლოგიებს და დისტანციურად …
Continue reading “სკოლებს ონლაინსისტემების გამართვაში მოხალისეები დაეხმარებიან – სამინისტრო”
მოსწავლეებს სასწავლო პროგრამები ტელევიზიითაც მიეწოდებათ – სამინისტრო
განათლების სამინისტრო ინფორმაციით, კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროგრამების მიწოდება დაიწყება სატელევიზიო და ონლაინ პლატფორმებით. „პროექტზე რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდნენ და დღეს უკვე პროექტი წარმოებაში ჩაეშვა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამავე წყაროს ცნობით, პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება ყველა მოსწავლისთვის, რისთვისაც გამოყენებული იქნება საქართველოს პირველი არხის ყველა მედიაპლატფორმა – მეორე არხი, …
Continue reading “მოსწავლეებს სასწავლო პროგრამები ტელევიზიითაც მიეწოდებათ – სამინისტრო”
როგორ ცდილობს 3 სოფლის სკოლა ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას
„იყო შემოთავაზება, რომ დავალებები ფურცლებზე ამოგვებეჭდა და ისე გაგვეგზავნა მოსწავლეებისთვის, თუმცა ამასაც ხომ მიმტანი სჭირდება?“ – გვეუბნება სოფელ თაგოს საჯარო სკოლის დირექტორი, ილია ბოლქვაძე. აქ, სამინისტროს ახალი რეკომენდაციით, სასწავლო პროცესის ინლაინსივრცეში გადატანას ცდილობენ, თუმცა სკოლას ჯერ არც გამოცდილება ჰყოფნის და არც ინტერნეტის სიჩქარე უწყობს ხელს. „ბათუმელებმა“ შემთხვევითობის პრინციპით შეარჩია აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან სამი საჯარო სკოლა, …
Continue reading “როგორ ცდილობს 3 სოფლის სკოლა ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას”
რამდენად შესაძლებელია კორონავირუსის პრევენცია მგზავრებით სავსე ავტობუსში?
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დღეიდან საქართველოში მიკროავტობუსების გადაადგილება შეიზღუდა და ქალაქებში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები მოძრაობენ. ჯანმოს რეკომენდაციის მიხედვით, კორონავირუსის პრევენციისთვის მოქალაქეებმა მინიმუმ 1-2 მეტრის დისტანცია უნდა დაიცვან ერთმანეთისგან, თუმცა ბათუმის რამდენიმე მუნიციპალურ ავტობუსში ამ რეკომენდაციის დაცვა შეუძლებელია, რადგან კონკრეტულ მარშრუტებზე ავტობუსები ხალხითაა სავსე. „დღეს შედარებით ბევრი მგზავრი იყო. ყველაზე მეტი დატვირთვა აქვს N12 ავტობუსს, რადგან გრძელ …
Continue reading “რამდენად შესაძლებელია კორონავირუსის პრევენცია მგზავრებით სავსე ავტობუსში?”
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის შესაძლოა სანქციები დაწესდეს
დღეს, 17 მარტს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პარლამენტმა უნდა დაიწყოს ცვლილებებზე მუშაობა, რომელიც კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევისათვის ჯარიმას და პატიმრობას ითვალისწინებს. „მინდა ვთხოვო უმრავლესობის ლიდერს, რომ დაამუშაოს საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ დაჩქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც შეეხება კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას. იქნება ეს ადმინისტრაციული თუ …
Continue reading “კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის შესაძლოა სანქციები დაწესდეს”
როგორ ატარებენ ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები ონლაინგაკვეთილებს
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. განათლების სამინისტრომ სკოლებს სასწავლო პროცესის ონლაინსივრცეში გადატანის რეკომენდაცია მისცა, თუმცა ზოგიერთი პედაგოგი ონლაინგაკვეთილების ჩასატარებლად მზად არ არის. რა გამოწვევების წინაშე არიან სკოლები და ვინ როგორ ატარებს ონლაინგაკვეთილს? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ეროვნული ჯილდოს მფლობელ პედაგოგებს ესაუბრა. მანანა კაპეტივაძე, ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის ინგლისურისა და …
Continue reading “როგორ ატარებენ ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები ონლაინგაკვეთილებს”
საქართველო-თურქეთს შორის ფრენები 21 მარტიდან შეწყდება
თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, საჰაერო მიმოსვლა შეაჩეროს შემდეგ ქვეყნებთან: გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ნორვეგია, დანია, ბელგია, ავსტრია, შვეიცარია, ჰოლანდია, იტალია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ერაყი, ირანი, აზერბაიჯანი. რაც შეეხება საქართველოს, საქართველო-თურქეთს შორის საჰაერო მიმოსვლა დროებით შეჩერდება მიმდინარე წლის 21 მარტიდან. ფრენები განხორციელდება 20 მარტის 24:00 საათამდე. 16 მარტიდან …
Continue reading “საქართველო-თურქეთს შორის ფრენები 21 მარტიდან შეწყდება”
რომელ კლინიკებს უნდა მიმართონ საქართველოს მოქალაქეებმა თურქეთში – კორონავირუსი
საქართველოს საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ სამედიცინო დაწესებულებების სიას ავრცელებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქებს შეუძლიათ იმ შემთხვევაში მიმართონ, თუკი კორონავირუსისთვის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდებათ. იხილეთ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი ქალაქების მიხედვით. ქალაქი ადანა საავადმყოფოს დასახელება: Adana Şehir Hastanesi მისამართი: Kışla Mahallesi Dr. Mithat Özsan Bulvarı No:1. ქალაქი ანკარა 1.საავადმყოფოს დასახელება: Ankara Eğitim ve Araştırma Hastanesi მისამართი: …
Continue reading “რომელ კლინიკებს უნდა მიმართონ საქართველოს მოქალაქეებმა თურქეთში – კორონავირუსი”
ბათუმში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა
გუშინ, 14 მარტს, ბათუმის ინფექციურში გადაყვანილი 3 პირიდან ერთ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ახლახან [19:48, 15 მარტი] გახდა ცნობილი. პაციენტს აქვს ვირუსის მსუბუქი ფორმა და ის ბათუმის ინფექციურში აგრძელებს მკურნალობას. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის თქმით, ეს პირი ქვეყანაში ყველა წესის დაცვით შემოვიდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილი სამივე პირი …
Continue reading “ბათუმში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა “
მოძრაობა სარფის საბაჟოზე 15 მარტის 18:00 საათიდან იზღუდება – თურქეთის საკონსულო
ბათუმში თურქეთის საკონსულოს ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმების საფუძველზე, ორ ქვეყანას შორის არსებული სამი სასაზღვრო-გამტარი პუნქტიდან ერთ-ერთზე – სარფის გამტარ პუნქტზე, ქვეითთა მოძრაობა ორმხრივად იზღუდება, კორონავირუსის ( Covid-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში. საკონსულოს ინფორმაციით, ქვეითებისთვის მოძრაობის შეზღუდვა საზღვარზე, 2020 წლის 15 მარტიდან, თურქეთის დროით 17.00, საქართველოს დროით 18.00 საათზე შევა ძალაში. შეზღუდვა არ …
Continue reading “მოძრაობა სარფის საბაჟოზე 15 მარტის 18:00 საათიდან იზღუდება – თურქეთის საკონსულო”
თვითიზოლაციის დარღვევისთვის 10 ადამიანი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს
შსს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 10 ადამიანი გადაიყვანეს. საკარანტინო ზონებში იძულების წესით სულ 22 ადამიანია გადაყვანილი. იძულებით კარანტინში გადაყვანილი არიან ადამიანები თბილისიდან, ასევე კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის და იმერეთის რეგიონიდან. შსს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტები ბოლო 24 საათშია გამოვლენილი. „შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში …
Continue reading “თვითიზოლაციის დარღვევისთვის 10 ადამიანი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს”
სარფის საბაჟოზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა – საქართველოს მთავრობა
საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს. „აღსანიშნავია, რომ თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები“-ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის გამოქვეყნდა მთავრობის ფეისბუკის გვერდზე, დროებითი შეზღუდვის …
Continue reading “სარფის საბაჟოზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა – საქართველოს მთავრობა”
ბათუმში N12 ავტობუსის მძღოლი კორონავირუსის შიშით მგზავრებს ასასვლელ კარს არ უღებს
დღეს, 14 მარტს, „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მგზავრი დაუკავშირდა, რომელიც ბათუმში მუნიციპალური ავტობუსით გადაადგილდებოდა. მგზავრის ინფორმაციით, N12 ავტობუსის მძღოლი კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ავტობუსის წინა, ასასვლელ კარს მგზავრებს არ უღებს. „თქვენს ვირუსებს ხომ არ ავიკიდებო“ – ეუბნებოდა მგზავრებს. მიუხედავად იმისა, რომ წინა კარის გაღებას ითხოვდნენ ადამიანები, მძღოლი მაინც არ აღებდა და ჩამსვლელებიც და ამომსვლელებიც ერთი კარით სარგებლობდნენ“ – …
Continue reading “ბათუმში N12 ავტობუსის მძღოლი კორონავირუსის შიშით მგზავრებს ასასვლელ კარს არ უღებს”
ბათუმში 3 პირი ინფექციურში გადაიყვანეს – COVID19
ბათუმში, თვითიზოლაციაში მყოფი სამი ადამიანი, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათ არ აღენიშნებათ ტემპერატურა. „ანალიზები აღებულია და ველოდებით პასუხს“-აცხადებენ სამინისტროში. ამავე თემაზე: საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 30-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 30-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ოფიციალური მონაცემებით 30-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერზე stopcov.ge არის გამოქვეყნებული. ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევა იყო დადასტურებული. ბოლო ახალი 5 შემთხვევაც იტალიასთანაა კავშირში. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 418 პაციენტი, 54 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
როგორ ჩავატაროთ საინტერესო ონლაინგაკვეთილი – პედაგოგი საკუთარ გამოცდილებაზე
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მაია ახალაია, „ბათუმელებთან“ პირად და სკოლის გამოცდილებაზე საუბრობს – როგორი უნდა იყოს ონლაინგაკვეთილი და რატომ არის აუცილებელი საკუთარ მოსწავლეებთან თანამშრომლობა. ქალბატონო მაია, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ონლაინგაკვეთილი შედგეს და იყოს საინტერესო მოსწავლისთვის. როგორია თქვენი გამოცდილება ამ მხრივ? ონლაინგაკვეთილი რომ ჩატარდეს, ამისთვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია კომპიუტერი და ინტერნეტი. ჩვენ …
Continue reading “როგორ ჩავატაროთ საინტერესო ონლაინგაკვეთილი – პედაგოგი საკუთარ გამოცდილებაზე”
როგორ უნდა ასწავლონ პედაგოგებმა ონლაინ – პროფესიული განვითარების ცენტრის შეთავაზება
რას სთავაზობს მასწავლებლებს პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, რა გამოცდილება არსებობს და რამდენად რეალურია არსებული პროგრამების ყველა სკოლაში დანერგვა? ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი, მარიკა სიხარულიძე საუბრობს. ქალბატონო მარიკა, COVID-19-ის პანდემიამ გვაჩვენა, რომ საჯარო სკოლებს არ აქვს კრიტიკულ ვითარებაში მუშაობის გამოცდილება. დღეს ბევრი კითხვა არსებობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება …
სანდასუფთავება: ყოველ დღეს გვაქვს გამოძახება დეზინფექციაზე
კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, გაიზარდა მოთხოვნა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაზე როგორც კომერციული, ასევე საჯარო უწყებების მხრიდან. „ყოველდღე გვაქვს გამოძახება, დატვირთულ რეჟიმში ვმუშაობთ“, – გვითხრეს ბათუმის მერიის სანდასუფთავებაში. ბათუმის „სანდასუფთავების“ ფინანსური დირექტორის მოადგილის, ნარგიზ ფალავანდიშვილის თქმით, მომსახურება ფასიანია როგორც საჯარო უწყებებისთვის, ასევე კომერციული ობიექტებისთვის. „1 კვ. მეტრის დეზინფექცია 15 თეთრი ღირს ამ ეტაპზე, შეძენილი პრეპარატების თვითღირებულებიდან გამომდინარე. შემდეგ …
Continue reading “სანდასუფთავება: ყოველ დღეს გვაქვს გამოძახება დეზინფექციაზე”
სკოლის დირექტორი: უნდა ვიფიქროთ დისტანციური სწავლების მოდელზე
სკოლებში სასწავლო პროცესი კორონავირუსის საფრთხის გამო პირველ აპრილამდე შეწყდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლებში იძულებითი არდადეგების ანაზღაურება მოუწევთ. განათლების მინისტრმა დღეს, 11 მარტს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამინისტროს შემუშავებული აქვს კონკრეტული საგანმანათლებლო და აკადემიური გეგმა, რომელიც სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს მიეწოდებათ, თუმცა მას გეგმის დეტალებზე არ უსაუბრია. როგორ აპირებენ სკოლები გაცდენილი დღეების ანაზღაურებას და აპირებენ …
Continue reading “სკოლის დირექტორი: უნდა ვიფიქროთ დისტანციური სწავლების მოდელზე”
სკოლებში სასწავლო პროცესი პირველ აპრილამდე გადაიდო
კორონავირუსთან დაკავშირებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა – ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ასევე, პირველ აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში. საქართველოს მთავრობის ცნობით, საჭირო ღონისძიებებს დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურების საკითხი კი შესაბამისი სახელმწიფო …
Continue reading “სკოლებში სასწავლო პროცესი პირველ აპრილამდე გადაიდო”
ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია უცხოელი მეცნიერებისთვის
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიიის მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პრემია გაიცემა ქართველოლოგიის დარგში, რომელიც მოიცავს ჰუმანიტარული მიმართულების კვლევებს საქართველოს შესახებ: ენებს, ენათმეცნიერებას, ლიტერატურათმცოდნეობას, ისტორიას, არქეოლოგიას, ეთნოგრაფიას, ეთნოლოგიას, კულტურის კვლევებს, ხელოვნებას. ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის ოდენობა 8 000 ლარია. მის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ქართველოლოგიის მიმართულებით საზღვარგარეთ …
Continue reading “ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია უცხოელი მეცნიერებისთვის”
რა ხდება ბათუმის ღამის თავშესაფარსა და მუნიციპალურ სასადილოებში – COVID-19
ბათუმის მერიის სოციალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელის, ასლან გელაძის ინფორმაციით, მუნიციპალური სასადილოები და ღამის თავშესაფარი კორონავირუსის საფრთხის გამო არ დაიხურება. „დეზინფექცია ჩავატარეთ სამი დღის წინ, შეტანილი გვაქვს სპეციალური სითხეები ყველა სასადილოში, ერთია ხელის სპეციალური სითხე და მეორე – ჭურჭლისთვის. ასევე მუშავდება მაგიდები,“, – ამბობს ასლან გელაძე. მისი თქმით, სააგენტოს სანიტარული ექიმიც ჰყავს, რომელიც პროცესს უწევს მონიტორინგს. …
Continue reading “რა ხდება ბათუმის ღამის თავშესაფარსა და მუნიციპალურ სასადილოებში – COVID-19”
ბათუმში მძღოლებს ჭარბი ოდენობით მგზავრთა გადაყვანისთვის დააჯარიმებენ – COVID19
ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლებს მერია გააფრთხილებს მგზავრთა ჭარბი ნაკადის გადაყვანის გამო. მგზავრების ჭარბი ნაკადის გადაყვანა განსაკუთრებით საღამოს და პიკის საათებშია, განსაკუთრებით კი, ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში. ბათუმის მერიის მიერ დადგენილი რეგულაციების მიხედვით, მიკროავტობუსში იმდენი მგზავრი უნდა იყოს, რამდენი სკამიცაა, მძღოლების უმეტესობა კი ამ რეგულაციებს ხშირად არ იცავს. ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიკროავტობუსების მძღოლებს დღეს, 10 …
Continue reading “ბათუმში მძღოლებს ჭარბი ოდენობით მგზავრთა გადაყვანისთვის დააჯარიმებენ – COVID19”
„გვემორჩილებიან“ – გურიაში თვითიზოლაციაში მყოფ პირებს პატრული ამოწმებს
დაავადებათა ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონული სამმართველოს ბოლო მონაცემებით, გურიაში 17 ადამიანი იმყოფება იძულებით თვითიზოლაციაში. ოზურგეთში თვითიზოლაციაში 14 პირი იმყოფება, ჩოხატაურში – 2 და ლანჩხუთში 1 პირი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში არჩილ მჟავია ამბობს „ბათუმელებთან“, გუშინ, 8 მარტს, თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა წესები დაარღვიეს, რის გამოც ცენტრის წარმომადგენელს მათ გასაფრთხილებლად საპატრულო ეკიპაჟების ჩართვა …
Continue reading “„გვემორჩილებიან“ – გურიაში თვითიზოლაციაში მყოფ პირებს პატრული ამოწმებს”
5 დასახელების პროდუქტზე კორონავირუსის მიზეზით ფასები შემცირდა
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაცით, 9 მარტის მონაცემებით, სამომხმარებლო კალათის 5 ძირითად პროდუქტზე – რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი, 4-თვიანი უწყვეტი ციკლის შემდგომ პირველად ფასები 1%-ით შემცირდა და 180 ქულა შეადგინა, რაც 8.1%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. FAO-ს ცნობით, ფასების შემცირების მიზეზი კორონავირუსით გამოწეული მოლოდინი იყო, „რომლის თანახმადაც, ეპიდემიას …
Continue reading “5 დასახელების პროდუქტზე კორონავირუსის მიზეზით ფასები შემცირდა”
ბაკურიძე, მერკვილაძე და ღლონტი მაუწყებლის დირექტორს სასამართლოში უჩივიან – EMC
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, შორენა ღლონტის, უფროსის მოადგილის, მაია მერკვილაძისა და საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, თეონა ბაკურიძის საქმეებზე სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს. როგორც EMC-ი წერს, მთავარი მოთხოვნა თანამშრომლების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწყების, სხვა პოზიციაზე გადაყვანისა და სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და თანამშრომლების დარღვეული შრომითი უფლებების …
Continue reading “ბაკურიძე, მერკვილაძე და ღლონტი მაუწყებლის დირექტორს სასამართლოში უჩივიან – EMC”
საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის დაფინანსების მოპოვების ან გაუმჯობესების მიზნით
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს 9 მარტს, 2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დაიწყო და 26 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ცენტრის ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ სტუდენტს, რომელებსაც სურთ დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება და არ აქვთ შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი. რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge. …
Continue reading “საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის დაფინანსების მოპოვების ან გაუმჯობესების მიზნით”
„აქაურობა ფეკალიებით დაიტბორა, ჩნდება ეპიდემიის საფრთხე“ – აქცია ოცნების ქალაქში
„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა დღეს, 6 მარტს, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი დასახლებულ ტერიტორიაზე ეპიდემიის გავრცელების საფრთხეებზე საუბრობენ. მოქალაქეების თქმით, რადგან დასახლებას არ აქვს საკანალიზაციო სისტემა, ფეკალური მასები მიწის ზედაპირზე ამოედინება, რაც გაუსაძლის პირობებს ქმნის. „ფეკალური მასებით დაიტბორა დასახლების ნაწილი, სადაც ბევრი ბავშვი ცხოვრობს. სასწრაფოდ უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რადგან ეპიდემიის და ვირუსების აფეთქება გარდაუვალი იქნება. კორონავირუსია, …
Continue reading “„აქაურობა ფეკალიებით დაიტბორა, ჩნდება ეპიდემიის საფრთხე“ – აქცია ოცნების ქალაქში”
ბათუმის ახალ მეჩეთში დეზინფექცია ჩაატარეს
ბათუმის ახალი მეჩეთის ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს. როგორც ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, დეზინფექცია მუსლიმების ინიციატივით ჩატარდა. „ჩვენ გამოვიძახეთ სპეციალური სამსახური, თანხა გადავიხადეთ და ჩავატარებინეთ დეზინფექცია. თუ შესაბამისი აუცილებლობა დადგება, იმ შემთხვევაში შევაჩერებთ მსახურებებს, თუმცა, ეს აუცილებლობა არ დგას“ – ამბობს ტარიელ ნაკაიძე. კითხვაზე, რა პერიოდულობით უნდა ჩატარდეს მსგავს …
Continue reading “ბათუმის ახალ მეჩეთში დეზინფექცია ჩაატარეს”
რაში დახარჯავს მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილ $102 მილიონს განათლების სამინისტრო
მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო ახალი პროექტი – „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“. ამ შესახებ განათლების სამინისტრო იტყობინება და მოკლე რელიზის სახით ავრცელებს ინფორმაციას, თუ რაში უნდა დაიხარჯოს 102 მილიონი დოლარი. სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი, სებასტიან მოლინეუსი, რომელიც განათლების მინისტრს შეხვდა, ამბობს, რომ პროექტის მიზანია გააუმჯობესოს განათლების ხარისხი და გაზარდოს პედაგოგთა კვალიფიკაცია. ასევე, პროექტი …
Continue reading “რაში დახარჯავს მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილ $102 მილიონს განათლების სამინისტრო”
ქუთაისის აეროპორტის არც ერთი თანამშრომელი თვითიზოლაციაში არ იმყოფება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და აეროპორტის არც ერთი თანამშრომელი თვითიზოლაციაში არ იმყოფება. „ორი შემთხვევა იყო გასულ კვირას მხოლოდ, როცა საბაჟოს ერთი და ერთიც აეროპორტის თანამშრომელი შეუძლოდ გახდა, მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ და გადაიყვანეს საავადმყოფოში, ახლა ორივე თავს კარგად გრძნობს, მათ ინფექცია არ დაუდასტურდათ. სხვა შემთხვევები არ გამოვლენილა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ …
Continue reading “ქუთაისის აეროპორტის არც ერთი თანამშრომელი თვითიზოლაციაში არ იმყოფება”