განათლება,მთავარი,სიახლეები

1,5-კრედიტქულიანი ტრენინგი ინგლისურის მასწავლებლებისთვის

07.02.2020
1,5-კრედიტქულიანი ტრენინგი ინგლისურის მასწავლებლებისთვის

მიმდინარეობს რეგისტრაცია 1,5-კრედიტქულიან ტრენინგზე, რომელიც გამოცხადებულია ინგლისურის მასწავლებლებისთვის.

ტრენინგი ბრიტანეთის საბჭოს მიერ წარმოდგენილი პროგრამის – „პროექტზე დაფუძნებული სწავლება ინგლისური ენის გაკვეთილზე, მასწავლებლის სახელმძღვანელო წიგნის შექმნა და სატრენინგო პროგრამა“ ფარგლებში ჩატარდება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

ბრიტანეთის საბჭოს ინფორმაციით, ტრენინგის მიზანია დაეხმაროს ინგლისური ენის მასწავლებლებს საკუთარ სასწავლო პრაქტიკაში დანერგონ პროექტზე დაფუძნებული სწავლების პრინციპები. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მასწავლებლები შეძლებენ პროექტების ინტეგრირებას ენის სწავლების პროცესში.

ტრენინგი რეკომენდებულია როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის ინგლისური ენის ყველა მოქმედი მასწავლებლისათვის.

რეგისტრაცია 16 თებერვლამდე გრძელდება, თუმცა ადგილები შეზღუდულია და 125 პედაგოგის დარეგისტრირების შემთხვევაში შესაძლოა, პროგრამაში ვეღარ ჩაერთოთ. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდზე.

________________________

მთავარი ფოტო: ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: