მთავარი,სიახლეები

8 პირი დააკავეს ბიუჯეტისთვის 4 მილიონამდე ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე – საგამოძიებო

26.12.2025
8 პირი დააკავეს ბიუჯეტისთვის 4 მილიონამდე ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბიუჯეტისთვის 3 926 361 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე 8 პირი დააკავა.

გამოძიების ვერსიით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს სქემა – დააფუძნეს ათეულობით კომპანია და სვანეთიდან 102 მლნ ლარის ღირებულების, დაახლოებით 130 000 კუბური მეტრი ხის მასალა გაყიდეს.

„ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი სქემა, რომლის ფარგლებში დააფუძნეს ათეულობით კომპანია, მათ შორის: შპს „ნამორა 2021“, შპს „თბილი კერა“, შპს „ოლიმპუს 1988“, შპს „რამინა 22“, შპს „ნამორა“, შპს „კუბიკი“, შპს „რანდა 2023“, შპს „ზაზა 2022“ და შპს „ევი 2022“.

ასევე დგინდება, რომ დასახელებული კომპანიების მეშვეობით, 2021–2024 წლებში, სვანეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა 102 მილიონი ლარის ღირებულების, დაახლოებით 130 000 კუბური მეტრი ხის მასალის ტრანსპორტირება და შემდგომ რეალიზაცია.
ხის მასალის რეალიზაციისას, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დღგ-ს დეკლარაციებში ყალბი მონაცემების მითითებით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით — 3 926 261 ლარის ზიანი მიაყენეს,“ – აღნიშნულია საგამოძიებოს სამსახურის მიერ დღეს, 26 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205¹ მუხლის მე-3 ნაწილითა და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: