ხელოვნების უნივერსიტეტის შენობაში წყალი ჩამოდის, რის გამოც კედლები რამდენიმე ადგილას დაზიანებულია. ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის ერმილე მესხიას თქმით, წყალი შენობაში 2012 წლიდან ჩამოდის, ანუ მას შემდეგ, რაც შენობის რეაბილიტაცია დასრულდა და იგი სახელმწიფო ბიუჯეტს 6 499 499 ლარი დაუჯდა. „ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას წერილობით, მაგრამ პასუხიც კი არ მიგვიღია. წყალი ყოველთვის ჩამოდის, როცა წვიმს,“ – უთხრა …
Author Archives: ჯაბა ანანიძე
ხელოვნების უნივერსიტეტი მისამართს იცვლის
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი მისამართს იცვლის. უნივერსიტეტი განთავსდება გორგილაძის ქუჩაზე მდებარე პირველი სკოლის ფილიალის შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. პროექტის შესყიდვაზე ხელოვნების უნივერსიტეტი ტენდერის გამოცხადებას მარტის ბოლოსთვის გეგმავს. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 45 ათასი ლარი იქნება. ჯერ უცნობია, მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან. სააგენტოს ხელმძღვანელმა მირანდა ჩარკვიანმა ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. „ჯერ …
აჭარის სოფლებში ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია
დიდთოვლობის გამო აჭარის სოფლებში შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება – ინფორმაციას აჭარის მთავრობის აპარატი ავრცელებს. საგანგებო შტაბი აჭარის მთავრობაში შეიკრიბა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის მიმართულებით გზებს წმენდენ. მძიმე ტექნიკა მუშაობს ქობულეთი-ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ციხისძირის მონაკვეთზე, ასევე მწვანე კონცხის გვირაბთან. უსაფრთხოების მიზნით გზებზე ყრიან ტექნიკურ მარილს. აჭარის მთავრობის ცნობით, აჭარის რეგიონში ელექტროენერგია არ მიეწოდება 6400-მდე აბონენტს. რეგიონის …
Continue reading “აჭარის სოფლებში ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია”
აჭარის სკოლების უმრავლესობაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია
ბათუმში ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. დიდთოვლობის გამო სწავლა ასევე შეწყდა ქობულეთისა და ხელვაჩაურის სკოლებში. აჭარის განათლების სამინისტროს მონაცემებით, ქედის 29 სკოლიდან მხოლოდ 10 მუშაობს, ხოლო სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა ხულოსა და შუახევის არც ერთ სკოლაში.
საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსის სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჭეიშვილის ბრძანებით გათავისუფლებული აპარატის ყოფილი უფროსის – ლიანა დიასამიძის სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ლიანა დიასამიძე გასაუბრების ეტაპს ხელახლა გაივლის. „ჩვენ გასაურების პროცესს აუცილებლად დავაკვირდებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ლიანა დიასამიძესთან მიმართებაში დარღვეული იყო კანონის იმპერატიული მოთხოვნები: არ იყო ნაწარმოები სხდომის ოქმი, არ იყო გამოკვლეული შესაბამისი მტკიცებულებები ლიანა დიაასამიძის კვალიფიკაციასთან …
Continue reading “საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსის სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა”