უკრაინელი რეჟისორი, ალისა კოვალენკო „ნეტგაზეთთან“ იხსენებს, რატომ გადაწყვიტა ომში წასვლა და როგორ აღმოჩნდა რუსულ ტყვეობაში. მან თავად გამოიარა კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობა, არის სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციის – „SEMA უკრაინისა“ და „ომის დროს სექსუალური ძალადობის დასასრულებლად მსხვერპლთა და გადარჩენილთა გლობალური ქსელის“ აქტიური წევრი. ნახეთ ვიდეო:
Author Archives: ეთერ თურაძე
კრემლმა 9 მაისის აღლუმზე უცხოურ მედიას აკრედიტაცია გაუუქმა – Der Spiegel
გერმანული გამოცემა იუწყება, რომ რუსეთის ხელისუფლებამ Der Spiegel-ს და სხვა უცხოური მედიასაშუალებების ჟურნალისტებს გაუუქმა მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე დასწრების მიწვევა. Spiegel-ის ცნობით, ARD-ს, ZDF-ს, Sky-ს, საინფორმაციო სააგენტო AFP-ს, იტალიურ ტელეკომპანია Rai-ს და იაპონურ მაუწყებელ NHK-ს აკრედიტაციის გაცემაზე უარი უთხრეს. „არსებული სიტუაციის გამო აღლუმის გაშუქების ფორმატი შეიცვალა. შესაბამისად, არ დაიშვება უცხოური მედია, რომლებსაც აკრედიტაცია უკვე ჰქონდათ …
Continue reading “კრემლმა 9 მაისის აღლუმზე უცხოურ მედიას აკრედიტაცია გაუუქმა – Der Spiegel”
„აი, რა გაუკეთა ქართულმა ოცნებამ მზიას“ – ნობელიატი მარია რესა მზია ამაღლობელის შესახებ
მარია რესა, ნობელიატი ჟურნალისტი, ავტორი წიგნისა – „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. მარია რესამ მზია ამაღლობელის შესახებ ქალაქ ლონდონში ისაუბრა. ის დიდი ბრიტანეთის დედაქალაში მზიას პატიმრობასთან დაკავშირებით გუშინ გამართულ შეხვედრაზე მომხსენებელი იყო. ___ „მზია [ამაღლობელი] მხოლოდ 2 წლით არ არის ციხეში იმის გამო, რაც მან გააკეთა, არამედ… ახლა აღვწერ, თუ რა არის ეს ყველაფერი იმის მიხედვით, რაც …
სარფის საზღვრიდან 500 მეტრში, თურქულ მხარეს, ფერდობი ჩამოიშალა
თურქული მედიის ინფორმაციით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტიდან დაახლოებით 500 მეტრში, ფერდობიდან უზარმაზარი ლოდები ჩამოცვივდა და მაგისტრალის ერთი ზოლი ჩახერგა. მედიის თანახმად, დიდი ზომის ლოდი დაეჯახა სატვირთო ავტომანქანას, რომელიც დაზიანდა, თუმცა დაშავებულები არ არიან. მედიის ინფორმაციით, რომელსაც თურქეთის სახელმწიფო ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებენ, „ამ ტერიტორიაზე შესაძლოა მეწყრის შემდგომი ჩამოწოლის რისკი კვლავ შენარჩუნდეს“, შესაბამისად, მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. შესაბამისი …
Continue reading “სარფის საზღვრიდან 500 მეტრში, თურქულ მხარეს, ფერდობი ჩამოიშალა”
“ორი უტვინო რუსოფობის დიალოგი” – მედვედევი ფაშინიანი-ზელენსკის შეხვედრაზე
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა საკუთარ Telegram-არხზე ერევანში გამართული ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის ფარგლებში, ნიკოლ ფაშინიანსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართულ შეხვედრას „ორი უტვინო რუსოფობის“ შეხვედრა უწოდა. „დღეს ერევანში შეხვდა ორი უტვინო რუსოფობი, რომლებიც შესანიშნავად საუბრობენ რუსულად, თავიანთი არასრულფასოვნების გამო ცუდი ინგლისურით საუბრობდნენ. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, ეს კამერებისთვის იყო, შემდეგ კი ჩვეულებრივ, …
Continue reading ““ორი უტვინო რუსოფობის დიალოგი” – მედვედევი ფაშინიანი-ზელენსკის შეხვედრაზე”
ზელენსკი ერევანში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანის შემდეგ დღეს, 3 მაისს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა. ამის შესახებ ზელენსკიმ თავად გამოაქვეყნა: „ჩავედი ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში მონაწილეობის მისაღებად. წინ ბევრი შეხვედრა გველის. მთავარია, მეტი უსაფრთხოება და კოორდინაცია ყველა ჩვენგანისთვის. დიდება უკრაინას!“ – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. როგორც სომხური მედია წერს, მას ზვარტნოცის აეროპორტში პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი დახვდა. ხვალ, …
დუდამ გაიხსენა, თუ როგორ აატირა ზელენსკიმ
პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში იმყოფებოდა 2022 წლის 23 თებერვალს და მან კიევი რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. ანდჟეი დუდა ამბობს, რომ მაშინ ცრემლებამდე შეძრა უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამბედაობამ, როდესაც მან უარი თქვა კიევის დატოვებაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღეებში. დუდამ ამის შესახებ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში ისაუბრა. „არასდროს დამავიწყდება, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მითხრა 23 თებერვალს, რუსეთის …
Continue reading “დუდამ გაიხსენა, თუ როგორ აატირა ზელენსკიმ”
მოსამართლე ნინო სახელაშვილი „მზიას სიაშია“ დგებუაძესთან ერთად – დამუშავებულია 280 პირის მონაცემები
დღეს, 27 აპრილს, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში ქართველმა ემიგრანტებმა, „პლატფორმა 2025-მა“ პარლამენტს გადასცეს სასანქციო წინადადებების პაკეტი სახელწოდებით – „მზიას სია“. ამ სიაშია ირაკლი დგებუაძე – პოლიციელი, რომელმაც თქვა, რომ სილის გაწვნის შემდეგ ლოყა ეტკინა და მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ მოძალადე დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო ჟურნალისტის 2 წლით ციხეში გამოკეტვა სამართლიანია. „მზიას სიაში“ ქართველმა ემიგრანტებმა …
ლავროვი აღშფოთებულია ზელენსკის მიერ ევროპის დაცვის შესახებ განცხადების გამო – „კარგად არ დასრულდება“
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაპირებები ევროპის დაცვის შესახებ „არაფერ კარგს არ მოიტანს“, მათ შორის, არც ევროკავშირისთვის. მის კომენტარს რუსული მედია ციტირებს. „ზელენსკი ღიად ამბობს, რომ ჩვენ ყველას დავიცავთო, ჩვენ გვაქვს საამისო ძალა, გამოცდილება და გვყავს ევროპაში ყველაზე დიდი არმია. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს კარგად დასრულდება“, …
მზია ამაღლობელი კობახიძისგან ცრუ ინფორმაციის უარყოფას ითხოვს – რა თქვა კობახიძემ
სასამართლო მსჯელობს, მიიღოს თუ არა წარმოებაში მზია ამაღლობელის სარჩელი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, მისი ცილისმწამებლური განცხადებების, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო. სასამართლოში სიტყვით ისარგებლა „ნეტგაზეთისა” და ,,ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა: „ბედის ირონია მგონია ამ მოცემულობაში ყოფნა და რას ვგულისხმობ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქმის დასაშვებობაზე. მოკლედ ამ დავის საგანი ერთ სიტყვაში …
Continue reading “მზია ამაღლობელი კობახიძისგან ცრუ ინფორმაციის უარყოფას ითხოვს – რა თქვა კობახიძემ”
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა
სასექსის ჰერცოგი, დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი, დღეს დილით, მოულოდნელი ვიზიტით, კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. პრინცი ჰარი კიევში მატარებლით ჩავიდა, ისევე როგორც უკრაინის ყველა უცხოელი სტუმარი. მედია წერს, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის ვიზიტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. წელს პრინცი ჰარი ერთხელ უკვე იმყოფებოდა უკრაინის დედაქალაქში, სადაც ის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა …
Continue reading “პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა”
შოიგუ ბალტიის ქვეყნებსა და ფინეთს ემუქრება, რა არის ევროპის პასუხი
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს თავდაცვის მექანიზმები დრონებით თავდასხმების საპასუხოდ. მისი შეფასებით, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ფინეთი შეიძლება ჩაითვალოს კონფლიქტის მხარეებად, თუ ისინი დრონების ფრენებს თავიანთ საჰაერო სივრცეში დაუშვებენ. ეს განცხადებები რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით ბალტიის ზღვის მახლობლად, დრონებით თავდასხმების სერიის ფონზე გავრცელდა. რუსი ოფიციალური პირის თქმით, თუ ასეთი …
Continue reading “შოიგუ ბალტიის ქვეყნებსა და ფინეთს ემუქრება, რა არის ევროპის პასუხი”
ვალდაის რეზიდენციაში, სადაც კაბაევა და პუტინის ვაჟები დიდ დროს ატარებენ Панцирь-ის 7 ახალი კოშკურა დაამატეს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვალდაის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე Панцирь-С1 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების საერთო რაოდენობამ უკვე 27-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია თანამგზავრულ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას. თანამგზავრული ფოტოების თანახმად, შვიდი ახალი საჰაერო თავდაცვის კოშკურების მშენებლობა ერთ დღეს – 17 მარტს დაიწყო. ზოგიერთი მათგანი კი უკვე აღჭურვილია ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით. ისევე, როგორც მოსკოვის გარშემო განლაგებული …
სასკოლო სახელმძღვანელოების მთავარი რედაქტორი რუსეთში მედვედევი გახდა
დიმიტრი მედვედევი მთავარი რედაქტორი გახდა IX-XI კლასების სასკოლო სახელმძღვანელოების – საზოგადოებათმცოდნეობა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედვედევის მტავარ რედაქტორად მიწვევაზე ინფორმაციას რუსეთის განათლების მინისტრის მოადგილე, ოლგა კოლუდაროვა ავრცელებს. „გასულ წელს ჩვენ დიმიტრი ანატოლიევიჩ მედვედევს მივმართეთ სახელმძღვანელოების სერიის მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე ყოფნის თხოვნით. მან ჩვენს თხოვნას უპასუხა. კომენტარები გვერდებისთვის, წინადადებები, რედაქტირება და ბევრი სხვა – …
Continue reading “სასკოლო სახელმძღვანელოების მთავარი რედაქტორი რუსეთში მედვედევი გახდა”
დადასტურდა ყირიმში რუსი გენერლისა და ჩრდილოეთის ფლოტის ავიაციის მეთაურის დაღუპვა
რუსეთის ოფიციალური წრეები ადასტურებენ რუსი გენერალ-ლეიტენანტის, ჩრდილოეთის ფლოტის ავიაციის მეთაურის, ალექსანდრე ოტროშენკოს დაღუპვას. ამის შესახებ რუსული მედია მურმანსკის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ჩიბისზე დაყრდნობით წერს. ჩიბისმა ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა, რომელიც წუთიერი დუმილით დაიწყო – წერს რუსული მედია. ოტროშენკო ანექსირებულ ყირიმში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავ Ан 26-ის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. Ан 26-ის ბორტზე, რომელიც 31 მარტს ჩამოვარდა, …
Continue reading “დადასტურდა ყირიმში რუსი გენერლისა და ჩრდილოეთის ფლოტის ავიაციის მეთაურის დაღუპვა”
ფარცხალაძის მეგობარია მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელის საქმე განსახილველად არ მიიღო
მამუკა ვასაძე, ანუ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის ერთ-ერთი მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მეგობარია. მამუკა ვასაძემ ამის შესახებ 2019 წელს თავად განაცხადა პარლამენტში, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იყო. ოთარ ფარცხალაძე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2023 წელს დაასანქცირა და ღიად აღნიშნა, რომ ფარცხალაძე რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს. ოთარ …
მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძისგან ცრუ ინფორმაციის უარყოფას ითხოვს – დავა სასამართლოში
ხვალ, 24 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება მზია ამაღლობელის სარჩელი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. ამ სარჩელით მზია ამაღლობელის ადვოკატები ირაკლი კობახიძისგან ითხოვენ მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას საჯაროდ. საქმე ისაა, რომ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ისე, როგორც სხვა უმაღლესი თანამდებობის პირები, მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ მის წინააღმდეგ რეგულარულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს მზია ამაღლობელმა „პოლიციელს …
„არ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ“ – მზია ამაღლობელი მოსამართლე ნინო სახელაშვილს
„გულდამძიმებული ვემშვიდობები ქართველ ხალხს“ – საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი საქართველოს ტოვებს
საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი X-ზე წერს, რომ საქართველოში მისი დიპლომატიური საქმიანობის ვადა ამოიწურა. „მივესალმები საქართველოს. მადლობა საფრანგეთის გუნდს მათი მტკიცე ერთგულებისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის ფრანგულ-ქართული მეგობრობის საქმეში. გულდამძიმებული ვემშვიდობები მათ და ქართველ ხალხს. გაუმარჯოს!“ – წერს დიპლომატი X-ზე. ელჩი შერაზ გასრი საქართველოში დიპლომატიური მისიის შესრულებას 2022 წელს შეუდგა. ის აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოსთვის ევროკავშირის …
რა მოიტყუა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელის შესახებ – ადვოკატის დასკვნითი სიტყვა
„დაზარალებულმა ირაკლი დგებუაძემ იცრუა როგორც გამოძიებისას, ისე სასამართლოში, არაერთი გარემოების ირგვლივ”, – თქვა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას. ადვოკატი მაია მწარიაშვილი 7 საათის განმავლობაში კითხულობდა თავის დასკვნით სიტყვას. მან დეტალურად მოჰყვა ყველა ცრუ მოწმე პოლიციელის შესახებ, თუ რა მოიტყუეს მათ მზია ამაღლობელის საქმეში და როგორ. მზია ამაღლობელის …
Continue reading “რა მოიტყუა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელის შესახებ – ადვოკატის დასკვნითი სიტყვა”
ბათუმელები/ნეტგაზეთმა შემოსავლებს საგადასახადო შეთანხმებისთვის მიმართა
შემოსავლების სამსახურის მიერ 22 ივლისს „ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადების შესახებ გავრცელებული განცხადების თანახმად, „შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა „ბათუმელების“ ანგარიშებს და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, მისცეს საშუალება, რომ დაფაროს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება“. განცხადების გავრცელების ამ ეტაპზე, ანუ 22 ივლისს „ბათუმელები/ნეტგაზეთის დავალიანება იყო 282 ათასი ლარი. მათ შორის ძირი თანხა …
Continue reading “ბათუმელები/ნეტგაზეთმა შემოსავლებს საგადასახადო შეთანხმებისთვის მიმართა”
მკითხველის მხარდაჭერით „ბათუმელები/ნეტგაზეთმა“ დაფარა დავალიანების ძირი თანხა
დღეს, 22 ივლისს, „ბათუმელებმა“ გადაიხადა 47 ათასი ლარი. სწორედ ამ ოდენობის დავალიანება – ძირი თანხა – ჰქონდა ორგანიზაციას ბიუჯეტის წინაშე. „ბათუმელებმა“ ამ დავალიანების დაფარვა მოახერხა მკითხველის მხარდაჭერით. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ამ ეტაპზე „ბათუმელებს“ გადასახდელი დარჩა ძირ თანხაზე დარიცხული საურავი და ჯარიმა: საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი. ინკასო, როგორც ინსტრუმენტი ხელისუფლებამ …
Continue reading “მკითხველის მხარდაჭერით „ბათუმელები/ნეტგაზეთმა“ დაფარა დავალიანების ძირი თანხა”
შემოსავლებმა „ბათუმელებს“ ინკასო დაადო – მორიგი ზეწოლა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ
შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო – ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა, რეალური მიზეზი – სურვილი, რომ მედიაორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტოს. უფრო მეტიც – ეს არის ზეწოლა მზია ამაღლობელზე, რომ ის დანებდეს. რამდენიმე დღეში მოსამართლე ნინო სახელაშვილი შპს „გაზეთ ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს განაჩენს გამოუტანს. რა ხდება? პირველ ივლისს „ბათუმელებს“ შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ „ბათუმელებს“ ვალი …
რა წერია მზია ამაღლობელის მხედველობაზე EU-ს რეზოლუციაში
ევროპარლამენტმა 490 ხმით, 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტი დაეთანხმა ზეპირ შესწორებას „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. „ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მიზანს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის შესახებ. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო …
Continue reading “რა წერია მზია ამაღლობელის მხედველობაზე EU-ს რეზოლუციაში”
რატომ ითხოვს პროკურორი თორნიკე გოგეშვილი მზია ამაღლობელის პატიმრობას – ვიდეო
დღეს, 23 ივნისს, მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარმოადგინა ციხეში ჩატარებული სამედიცინო კვლევის შედეგები – „ფორმა 100“, რის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელმა საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ცალ თვალში საერთოდ დაკარგა მხედველობა, მეორე თვალში კი მხედველობა დაუქვეითდა 10%-მდე. ამის მიუხედავად პროკურორი თორნიკე გოგეშვილი ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელის გათავისუფლება საფრთხის შემცველია და …
Continue reading “რატომ ითხოვს პროკურორი თორნიკე გოგეშვილი მზია ამაღლობელის პატიმრობას – ვიდეო”
გავლენიანი უფლებადამცველებისა და ნობელიატი ჟურნალისტის მხარდაჭერა მზია ამაღლობელს – რა თქვეს ZEG ფესტივალზე
ZEG ფესტივალზე, რომელიც თბილისში 13-15 ივნისს გაიმართა, ერთი სესია მზია ამაღლობელს მიეძღვნა. “ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი უკვე 147 დღეა უკანონო პატიმრობაშია და მის გათავისუფლებას არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია ითხოვს. 15 ივნისს თბილისში იმყოფებოდა ჯოდი გინზბერგი, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ აღმასრულებელი დირექტორი. ჯოდი გინზბერგი მზია ამაღლობელსიადმი მიძღვნილი სესიის მოდერატორი იყო. ჯოდი გინზბერგი იყო ზუსტი თავის შეფასებებში, როდესაც …
„მშენებლობიდან ქვა დამეცა, აქ პატარა ბავშვები გვყავს, გვეშინია“ – რას ითხოვენ ბათუმის პატარა ეზოში
„მშენებლობიდან გადმოვარდა პატარა ქვა, მომხვდა და დავეცი, ფეხი დავიზიანე,“ – ამბობს ბათუმში, არქეოლოგიურ მუზეუმთან მცხოვრები თამარ თეზუაშვილი, რომელიც ძველ იტალიურ ეზოში ცხოვრობს და ვის მეზობლადაც მრავალსართულიანი კორპუსი შენდება. თამარ თეზუაშვილის თქმით, მშენებლობის ზედამხედველმა უთხრა, რომ „მალე გაუვლის“. ჭავჭავაძის 77-ში მდებარე იტალიურ ეზოში, ავარიულ, ბარაკული ტიპის სახლებში ამ დრომდე 18-მდე ოჯახი ცხოვრობს. იტალიურ ეზოში მცხოვრებ ადამიანებს …
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ პროცესს საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან – დაკავება ყალბი ოქმით
დღეს, 13 მარტს, 11 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა დაიწყო. დღევანდელ სასამართლო სხდომას ნორვეგიისა და დანიის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან. თავად მზია ამაღლობელი სასამართლო სხდომას ვერ ესწრება, მას პროცესზე ვიდეოზარით ჩართავენ. მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს. მან დღევანდელ სხდომაზე უნდა თქვას, დაკითხავს თუ არა ბათუმის პოლიციის უფროსს …
ეთერ თურაძის პასუხი ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელს, ირაკლი რუხაძეს
Batumelebi.ge-სა და netgazeti.ge-ს რედაქტორის, ეთერ თურაძის წერილი ტელეკომპანია იმედის მფლობელს, ირაკლი რუხაძეს ბატონო ირაკლი, „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით თქვენ თქვით, რომ არ იცნობთ ამ საქმეს. თუმცა იქვე „პოლიციელზე თავდასხმა“ შეაფასეთ ქმედებად, რომელიც დასჯადია და ჟურნალისტობა ამ საკითხთან არაფერ კავშირშია. ეს ზუსტი ციტირება არ არის, რადგან თქვენი სიტყვების მეორედ მოსმენას არ ვაპირებ. ამ …
Continue reading “ეთერ თურაძის პასუხი ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელს, ირაკლი რუხაძეს”
მზია ამაღლობელი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატიმრობაში დატოვა
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ნეტგაზეთის“/„ბათუმელების“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე სახელაშვილმა თქვა, რომ მომეტებულად აფასებს მზია ამაღლობლის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს. წინასასამართლო სხდომა მოსამართლე სახელაშვილმა 4 მარტს ჩანიშნა. მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსით მას შემდეგ დააკავეს, როცა მან არაერთგზის შეურაცხყოფის შემდეგ სილა გააწნა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს. რა ხდება? „ბათუმელების“ …
Continue reading “მზია ამაღლობელი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატიმრობაში დატოვა”
მზია ამაღლობელი სასამართლოში მიიყვანეს, სადაც მის მხარდასაჭერად აქცია იმართება
დღეს, 14 იანვარს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი იმსჯელებს, დააკმაყოფილოს პროკურატურის მოთხოვნა წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე, თუ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი. ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობლის მხარდასაჭარად აქციას მართავენ. ადგილზე მყოფი ჟურნალისტების თქმით, მანდატურები არ უშვებენ მზია ამაღლობლის მხარდამჭერებს სასამართლოს სხდომათა დარბაზში, მიუხედავად იმისა, …
Continue reading “მზია ამაღლობელი სასამართლოში მიიყვანეს, სადაც მის მხარდასაჭერად აქცია იმართება”
რუსი პროპაგანდისტები საქართველოს “დაბრუნებას” განიხილავენ რუსეთის პირველ არხზე- 2014 წელი
„მტკივნეულია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია“ – ხვიჩა კვარაცხელია
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი საქართველოში პოლიციისა და სპეცრაზმის მიერ მოქალაქეების სასტიკ დარბევას ეხმაურება. კვარაცხელია ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია. ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და …
ამ ძალმომრეობის მიუხედავად, ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების შემდეგ, იქნება ახალი არჩევნები – პრეზიდენტი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეცრაზმისა და პოლიციის მიერ მომიტინგეთა დაშლასა და დარბევას კიდევ ერთხელ ეხმიანება. სალომე ზურაბიშვილი წერს: „ყოვლად მიუღებელია ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, დევნა, დაკავება, დაკავებულების მიმართ სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, მედიაზე მიზანმიმართული თავდასხმები. ამ ძალმომრეობის მიუხედავად, ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების შემდეგ, იქნება ახალი არჩევნები!“ თბილისში და ბათუმში პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს. …
დარბევა საქართველოს პარლამეტთან – ყველა კადრი ერთად | ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს