უკრაინელი მებრძოლის დაღუპვის დღეს მისი შვილიშვილი დაიბადა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 16 იანვარს ბახმუტის მახლობლად ოკუპანტის ტყვიით ქვეყნისათვის მებრძოლი ბენიამინ ხალაპოვი ტრაგიკულად დაიღუპა. ექიმი ხალაპოვი, რომლის საბრძოლო სახელი იყო „რაფა“, უკრაინას 2014 წლიდან იცავდა. ბენიამინმა, რომელიც წარმოშობით ხარკოვიდან იყო, ბრძოლის დროს თავისი მოძმეების სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შეძლო საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა – წერს უკრაინული გამოცემა 24-ე არხი. მედიის ინფორმაციით, „რაფას“ შვილიშვილი სწორედ …

გვჭირდება იარაღი, რომელიც ჩვენს პარტნიორებს საწყობებში ულაგიათ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში დღევანდელ სარაკეტო თავდასხმაზე ისაუბრა.  ზელენსკიმ თქვა, რომ შესაძლებელია „რაშისტების ტერორისტული თავდასხმების შეჩერება“, ოღონდ ამისთვის მათ პარტნიორებმა უნდა მიაწოდონ შესაბამისი იარაღი. „შესაძლებელია თუ არა რუსული ტერორის შეჩერება? დიახ. შესაძლებელია ამის მიღწევა სხვაგან, გარდა უკრაინის ბრძოლის ველისა? სამწუხაროდ, არა. ეს შესაძლებელია და უნდა გაკეთდეს ჩვენს მიწაზე, ჩვენს ცაზე, ჩვენს ზღვაში. …

უკრაინა ყინვის დადგომისთანავე გააგრძელებს კონტრშეტევას – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტების შეფასებით, კრემლის ომი უკრაინის წინააღმდეგ ძირს უთხრის პუტინის გეოპოლიტიკურ კამპანიებს. ISW-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ თავიანთი დანაყოფების ფორმირებას და კონსოლიდაციას უკრაინის კონტრშეტევებისგან თავდასაცავად აღმოსავლეთით – ხარკოვისა და ლუგანსკის რეგიონებში და შეზღუდული შეტევების მხარდაჭერას დონეცკში. ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ „დაჯგუფება ვაგნერის“ მებრძოლები რეგულარული არმიის პირველი და მე-2 დანაყოფების …

ერდოღანმა თქვა, რომ სტამბოლის აფეთქებაში ქალი მონაწილეობდა და ის ტერორიზმს დაუკავშირა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქება ტერორიზმს დაუკავშირა და განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა – 53-მდე. ამის შესახებ ერდოღანმა ინდონეზიაში გაფრენამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება თურქეთის სახელმწიფო სააგენტო ანადოლუ. „ჩვენი ერი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტში დამნაშავეები დაისჯებიან ისე, როგორც ისინი იმსახურებენ. ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები …

ოკუპანტები ხერსონს ქუჩის ბრძოლებისთვის ამზადებენ – უკრაინის თავდაცვა

რუსი დამპყრობლები დროებით ოკუპირებულ ხერსონში ქუჩის ბრძოლისთვის ემზადებიან. ამის შესახებ საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული შეტყობინებაში. უკრაინის არმიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ოკუპანტები ქალაქის მიტოვებულ საცხოვრებლებში გადადიან და სამოქალაქო ტანსაცმელს იცვამენ. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა დატოვა ქალაქი ხერსონი. ქალაქში დარჩენილმა რუსი დამპყრობლები სამოქალაქო ტანსაცმელს იცვამენ და მიტოვებულ შენობაში …

რუსეთი „აზოვსტალის“ მცველების მეთაურების ექსტრადირებაზე ალაპარაკდა

რუსეთს ტყვეობიდან გათავისუფლებული „აზოვსტალის“ დამცველების ექსტრადირება სურს. ამის შესახებ დღეს, 29 სექტემბერს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა ისაუბრა. ვოლოდინის განაცხადებით, აზოვსტალის დამცველებმა, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში იყვნენ და გათავისუფლების შემდეგ თურქეთში იმყოფებიან, პასუხი უნდა აგონ თავიანთ „დანაშაულებზე“. მოლოდინს რუსული მედია ციტირებს. აქამდე არსებული ინფორმაციით, „აზოვსტალის“ დამცველები პუტინის ნათლია, მილიარდერ ვიქტორ მედვედჩუკში გაცვალეს. თუმცა, ვოლოდინი ამტკიცებს, …

რუსეთში უკვე 100 000-ზე მეტი სამხედროა მობილიზებული – უკრაინის გენშტაბი

21 სექტემბრის, ანუ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ, რუსეთის ჯარში უკვე 100 ათასზე მეტი ადამიანია გაწვეული. რუსეთში აქტიურად მიმდინარეობს მობილიზაციის პროცესი. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ ბრიფინგზე ისაუბრა. „რუსეთში, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, აქტიურად გრძელდება სამხედრო გამოცდილების მქონე პირების გაწვევა. ამჟამად გამოცხადებული 300 000 ადამიანიდან 100 000-ზე მეტი უკვე გამოძახებულია. გვესმის, რომ …

მანქანების რიგები ლარსზე – ფოტო თანამგზავრიდან

„2022 წლის 25 სექტემბრის სატელიტური ფოტოებია აჩვენებს გრძელ საცობს მანქანებისას, რომლებიც უკრაინაში ომისთვის პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ტოვებენ რუსეთს და ლარსის გამშვებ პუნქტზე საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ცდილობენ“, – წერს Maxar Technologies ტვიტერში და სატელიტურ ფოტოებს აქვეყნებს. მაქსარი კოსმოსური ტექნოლოგიებისა და დაზვერვის კომპანიაა, რომელიც სატელიტის საშუალებით იღებს თანამგზავრულ სურათებს. #SatelliteImagery from September 25, 2022 shows …

ჩამოვაგდეთ რუსული ბომბდამშენი და მის დასახმარებლად მიმავალი ვერტმფრენი – უკრაინა

დღეს, 25 სექტემბერს, უკრაინის დროით დაახლოებით 17:00 საათზე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს ერთი რუსული გამანადგურებელი სუ-25 და ერთიც ვერტმფრენი. თვითმფრინავი ოდესის საჰაერო სარდლობა „სამხრეთის“ საზენიტო-სარაკეტო დანაყოფმა ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინული მხარის თანახმად, სუ-25 თავს დაესხა უკრაინელ სამხედროებს ხერსონის ოლქში. შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა ბომბდამშენის პილოტის …

რუსეთმა შესაძლოა უკრაინელი სამხედრო ტყვეების მობილიზება მოახდინოს – ISW

„რუსეთმა შესაძლოა უკრაინელი სამხედრო ტყვეების მობილიზება მოახდინოს“ – ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები. ომის შემსწავლელ ინსტიტუტს ამის თქმის საფუძველს აძლევს, გუშინ, 24 სექტემბერს, რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეები, რომლებიც ყოფილ ოლენოვკას კოლონიაში იმყოფებოდნენ, სიტყვიერად „სთხოვენ“ ეგრეთ წოდებულ „დნრ“-ის ხელისუფლებას, რომ იბრძოლებენ „ბოგდან ხმელნიცკის“ სახელობის …

„რუსეთი დაესხა თავს უკრაინას, ჩვენ ბრმები არ ვართ“ – დაღესტნელი ქალები მობილიზაციის წინააღმდეგ

დღეს დაღესტნის ქალაქ მაჰაჩყალას ცენტრალურ ქუჩაზე აქცია გაიმართა მობილიზაციის წინააღმდეგ.  „რუსეთი დაესხა თავს უკრაინას, ჩვენ ბრმები არ ვართ. რუსეთი იმყოფება სხვის ტერიტორიაზე. არა ომს“, – ამ სიტყვებს სკანდირებდნენ დაღესტნელი ქალები დღეს, 24 სექტემბერს, აქციაზე. აქციაზე მობილიზებული იყვნენ ძალოვანი სამსახურების წარმომადგენლები, მათ შორის ავტომატებით შეიარაღებული პირები. პერიოდულად ისმოდა სროლის ხმაც. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მასალების მიხედვით, …

რა უთხრეს ომბუდსმენს „აზოვის“ მეთაურებმა – დრო მჭირდება გავიხსენო, როგორ ხდება ადამიანებთან ურთიერთობა

უკრაინის უმაღლესი რადაში ადამიანის უფლებათა კომისარმა, დმიტრო ლუბინეცმა ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინის დამცველების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მათი განთავსების პირობებზე ისაუბრა. ამის შესახებ მან ტელემარათონის ეთერში დასმულ კითხვებს უპასუხა. დმიტრო ლუბინეცის თქმით, ბევრ გათავისუფლებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. „ბიჭებმა თქვეს, რომ საშინელ პირობებში იმყოფებოდნენ. ძალიან მცირე რაოდენობით აძლევდნენ საკვებს. მათ ერთხელაც არ უნახავთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები. …

„გავანადგურებთ ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე მოდის იარაღით“ – ზალუჟნის პასუხი პუტინს

რუსეთის ხელმძღვანელობის არც ერთი განცხადება არ იმოქმედებს უკრაინელების მზადყოფნაზე იბრძოლონ თავისუფლებისთვის. უკრაინის შეიარაღებული ძალები გაანადგურებს ყველას, ვინც უკრაინაში ჩამოდის იარაღით, მიუხედავად იმისა, ნებაყოფლობით იქნება ისინი აქ თუ მობილიზებით. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ საკუთარ ტელეგრამარხზე დაწერა. ზალუჟნი პუტინის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციაზე. „აგრესორი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის არც ერთი განცხადება არ …

ხარკოვის ოლქის უშიშროების ყოფილი უფროსი ღალატის ბრალდებით დააკავეს – მედია

რომან დუდინი, რომელიც მაისის ბოლომდე ხარკოვის რეგიონში უკრაინის უშიშროების სამსახურის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში დააკავეს. უშიშროების ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ მედია წერს ორ წყაროზე დაყრდნობით, რომლებიც სამართალდამცავ ორგანოებს წარმოადგენენ. წყაროების თქმით, დუდინი ბრალდებულია ორი მუხლით – სამშობლოს ღალატი და სამსახურებრივი ადგილის მიტოვება. სწრაფი რეაგირების სამსახურში ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. თავად დუდინთან დაკავშირება …

უკრაინა ჩაპლინოს სადგურზე რუსეთის თავდასხმას მალე უპასუხებს – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა დნეპროპეტროვსკის ოლქის სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე რუსეთის თავდასხმას უახლოეს დღეებში უპასუხებს. ამის შესახებ მან რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინთან საუბრისას განაცხადა. არესტოვიჩმა გაიხსენა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილება, რომ შესაძლო სარაკეტო თავდასხმის შემთხვევაში იქნება საპასუხო რეაქცია. „პასუხი იქნება – მტკიცე. დასხდნენ და იფიქრონ, დღეს დააფრინდებათ თუ არა თავზე [რაკეტა]. აუცილებლად …

პოდოლიაკი ყირიმში აეროდრომის აფეთქებაზე: „ჩვენ რა შუაში ვართ“

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, გუშინ, 9 აგვისტოს, უკრაინამ 9 თვითმფრინავი გაუნადგურა რუსეთს. გუშინ აფეთქება მოხდა ნოვოფედოროვკას აეროდრომზე, თუმცა უკრაინის გენშტაბი ამ აფეთქების შესახებ დღეს არაფერს წერს. გუშინ მომხდარ აფეთქებაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველს, მიხაილო პოდოლიაკს. მან უკრაინულ მედიას განუცხადა, რომ გუშინ უკრაინა არ მონაწილეობდა ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედოროვკას აეროდრომზე მომხდარ …

პოდოლიაკი აგვისტოს ომს ტვიტერზე ქართულად გამოეხმაურა

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, აგვისტოს ომს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა. მან პოსტი ქართულად დაწერა: „დაუსრულებელი ბოროტება ბრუნდება. 14 წლის წინ  შემოიჭრნენ საქართველოში, დაიპყრეს ქვეყნის გარკვეული ნაწილი და დაამყარეს თავიანთი კრიმინალური მონარქია. მაშინ რუსმა მტაცებლებმა პირველად გაუგეს სისხლს გემო. მსოფლიომ უპასუხა შეშფოთებით, „გადატვირთვით“ და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ით.  შესაბამისად, რუსეთმა დაიწყო უკრაინის ტერორი და აწარმოებს ჰიბრიდულ …

რუსეთი ცარიელ აეროდრომებს ბომბავდა – როგორ გადამალა უკრაინამ თავისი თვითმფრინავები

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეებში რუსები თავს ესხმოდნენ უკრაინის ცარიელ აეროდრომებს, რადგან უკრაინამ თავისი სამხედრო თვითმფრინავების გადამალვა მოახერხა. რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების დროს უკრაინის გენშტაბმა გააანალიზა დასავლური დაზვერვის ყველა მონაცემი და მიიღო ზომები ჩვენი თვითმფრინავების გადასარჩენად. შედეგად, ომის დაწყების პირველ დღეებში ოკუპანტებმა დაბომბეს ცარიელი აეროდრომები – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN-ი სამხედრო ექსპერტზე დაყრდნობით …

რუსი დეპუტატის მუქარა გერმანელებს: „მოვალთ და ყველას დაგხოცავთ“

რუსეთის სათათბიროს დეპუტატი ალექსეი ჟურავლევი გერმანელ ჟურნალისტს და, ზოგადად, გერმანელებს პირდაპირ ეთერში დახოცვით დაემუქრა. მან ამის შესახებ პროპაგანდისტულ არხ Russia 1-ის გადაცემის „60 წუთის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. ალექსეი ჟურავლევმა, რომელიც რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს სახელმწიფო დუმაში, განაცხადა, რომ ეს მისი პირადი პოზიციაა. ჟურავლევის მუქარის შემცველი ჩანაწერი პირდაპირ ეთერში გადაიცა, შემდეგ კი გადაცემის ვებგვერდზე განათავსეს. დეპუტატის …

ირანმა რუსეთს საბრძოლო დრონები – „Shahed 129“ მიჰყიდა I მედია

რუსული პროსამთავრობო ტელეგრამ არხები იუწყებიან, რომ ირანმა, უკვე მიაწოდა რუსეთს ადგილობრივი წარმოების „Shahed 129“ – საბრძოლო-სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები. კასპიის ზღვით რუსეთში ტვირთის პირველი პარტიის გაგზავნაზე წერს რუსული მედიაც. სამხედრო ტვირთის მიტანა უკრაინის საზღვრამდე კი ასტრახანისა და ვოლგოგრადის გავლით იგეგმება. ინფორმაციას Цензор.НЕТ ადასტურებს. მედიის ინფორმაციით, ცნობილია, რომ ირანიდან გაგზავნილი სამხედრო ტვირთი ძირითადად შედგება Shahed 129-ისგან, ანუ …

ესტონეთში პატიმრობა მიუსაჯეს 3 კაცს, რომლებმაც რუსეთის ჯარისთვის დრონები იყიდეს

ესტონეთის სასამართლომ 4 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა 43 წლის ვლადიმერ შილოვს, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფსკოველ მძღოლს, რომელიც ხშირად მუშაობს როგორც გადამზიდავი-მძღოლი. მან რუსული არმიისთვის შემოწირულებებით დრონები იყიდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Delfi იტყობინება. სასამართლომ შილოვს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საიდანაც 4 თვეს ციხეში გაატარებს, დარჩენილი რვა თვეს კი მოიხდის პირობით და ოთხწლიანი გამოსასწორებელი ვადით. შილოვთან …

უკრაინის არმიაზე თვეში 4,4 მილიარდი დოლარი იხარჯება – შმიგალი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს თანხა ცოტათი ჩამორჩება რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების წლიურ ბიუჯეტს. უკრაინა თავისი შეიარაღებული ძალების შენახვაზე ყოველთვიურად 130 მილიარდ გრივნას ხარჯავს (დაახლოებით 4,4 მილიარდი დოლარი) – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა, lb.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა. ეს თანხა ოდნავ ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების წლიურ ბიუჯეტი, ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის …

უკრაინის ჯარი ხერსონთან ახლოსაა, თუმცა ბრძოლა იქნება სასტიკი – The Economist

უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხრეთით მიიწევენ, ანუ დაპყრობილ ხერსონს უახლოვდებიან. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ქალაქისთვის ბრძოლა მძიმე იქნება, რადგან რუსი ოკუპანტებისგან მოსალოდნელია ძლიერი წინააღმდეგობა – შესაძლოა მათ მშვიდობიანი მოსახლეობაც გამოიყენონ, როგორც „ცოცხალი ფარი“. ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, რომ ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალები არ აწარმოებენ ფართომასშტაბიან კონტრშეტევას, მაგრამ მათ უკვე შეუძლიათ თავი მოიწონონ გარკვეული ტაქტიკური მიღწევებით, ვინაიდან უკრაინის ჯარი …

რას ჰყვება აზოვსტალელის ცოლი: „დაბრუნდნენ ხელების, ფეხების გარეშე, უსინათლოები”

ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული თითქმის ყველა „აზოვსტალელი“ უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაშია – ამის შესახებ ტელემარათონის პირდაპირ ეთერში ისაუბრა ნატალია ზარიცკაიამ, რომლის მეუღლეც „აზოვსტალის“ დამცველი იყო და ჯერ კიდევ ტყვეობაში რჩება. „გაცვალეს 144 ადამიანი, მათგან 95 აზოვსტალის დამცველია. მათ მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ: ხელების ამპუტაცია, მხედველობის ნაკლებობა, ჭრილობები ორივე ფეხის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის არეში, მძიმე დამწვრობა… …

რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმის სტრატეგია შეცვალა – უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქების დაბომბვის სტრატეგია გარკვეულწილად შეცვალეს. ახლა ისინი ერთდროულად და სხვადასხვა პოზიციიდან უშვებენ ბევრ რაკეტას. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის შს მინისტრის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ განაცხადა, რომ ახლა რუსული ძალები უკრაინის ქალაქებს მასირებულად უშენენ რაკეტებს და დამპყრობლების რაკეტების ჩამოგდება საკმაოდ რთულია. ადრე ისინი რამდენიმე რაკეტას …

ჩინეთი მზადაა ტაივანი დაიბრუნოს ნებისმიერი, მათ შორის სამხედრო გზით – დიპლომატი

ჩინეთი მზადაა ტაივანისთვის ნებისმიერი საშუალებით იბრძოლოს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კუნძულის დაბრუნებას არც სამხედრო გზით გამორიცხავენ. ამის შესახებ საფრანგეთში ჩინეთის ელჩმა ლუ შაემ Livre Noir-ის YouTube არხზე, პირდაპირ ეთერში განაცხადა. „ჩვენ ტაივანს დავაბრუნებთ ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის სამხედროების მეშვეობით“, – თქვა დიპლომატმა კუნძულის შემდგომი ბედის განხილვისას. შეგახსენებთ, ტაივანი და მისი ხელისუფლება დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, პეკინი კი კუნძულს …

ბუდანოვის პროგნოზი ომის დასრულებაზე: წლის ბოლოსთვის აქტიური საომარი მოქმედებები განულდება

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ მაუწყებლის ეთერში იმის შესახებ ისაუბრა, თუ როდის დადგება გარდამტეხი მომენტი რუსეთ-უკრაინის ომში. ის აცხადებს, რომ გარდამტეხი შემობრუნების მომენტს აგვისტოს დასაწყისში ელის. ხოლო ომი უახლეს მომავალში უკრაინის გამარჯვებით დასრულდება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ უკრაინა არ განიხილავს ომის დასრულების არც …

რუსი გენერალი გადააყენეს მედესანტეებს შორის დიდი დანაკარგის გამო – ISW

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ISW-ის ცნობით, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ახალი მეთაური დონბასის მკვიდრი გახდა. აქამდე საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი იყო. თუმცა კრემლი აგრძელებს უკრაინასთან წარუმატებელ ომის „განტევების ვაცის“ ძიებას. შესაბამისად, გენერალ-პოლკოვნიკი სერდიუკოვი რუსი მედესანტეების რიგებში მასობრივი დანაკარგების გამო გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW). სერდიუკოვი, …

მოსკოველებსა და პეტერბურგელებს წინა ხაზზე არ გზავნიან – იღუპებიან დაღესტანელები და ბურიატები

„მედიაზონას“ ჟურნალისტებმა და მოხალისეებმა შეძლეს 3 798 იმ რუსი ჯარისკაცის მონაცემების დადგენა, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში დაიღუპნენ. მათი აბსოლუტური უმრავლესობა – დაღესტნელები და ბურიატები არიან. რუსი ჟურნალისტების მონაცემების თანახმად, ბურიატიაში თითქმის ყოველდღიურად მარხავენ დაღუპულებს. მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მცხოვრებლები კი, რომლებიც რუსეთის მოსახლეობის 12%-ზე მეტს შეადგენენ, პრაქტიკულად არ არიან მოხსენებებში. სად ჰყავთ რუსებს ყველაზე მეტი მსხვერპლი? …

უკრაინაში მოკლეს მინისტრ შოიგუს ინგუში მოადგილის დის შვილი – მედია

უკრაინაში ლიკვიდირებული იქნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მოადგილის, იუნუს-ბეკ ევკუროვის დის შვილი. ამის შესახებ უკრაინული მედია პორტალ The Magas Times-ზე დაყრდნობით წერს. ევკუროვი მრავალი წლის განმავლობაში იყო კრემლის საიმედო დასაყრდენი ინგუშეთში და ამ კავკასიური რესპუბლიკის ლიდერის პოზიცია უპრეცედენტო საპროტესტო აქციების შედეგად, იძულებით დატოვა. The Magas Times-ის მიხედვით, მოკლული ადამ ხამხოევი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული …

რუსეთის თავდაცვა: აზოვსტალიდან 1730 მებრძოლი „ჩაგვბარდა ტყვედ“  

გასული ღამის განმავლობაში აზოვის ქვედანაყოფის 770-ზე მეტი მებრძოლი ჩაბარდა რუსულ მხარეს. ამის შესახებ რუსულ მედიას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განუცხადა. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია: უკრაინა აზოვსტალის მებრძოლების შესახებ არავითარ ინფორმაციას არ ავრცელებს. მათი მოტივაცია შემდეგი – არ დაზარალდეს პროცესი და საფრთხე არ შეექმნას აზოვის მებრძოლებს. კონაშენკოვის დღეს გაკეთებული განცხადების …

თითს თუ დაუთმობ, ეცდება ხელი მოგაჭამოს – პოდოლიაკი რუსეთის მიმართ დათმობაზე

მიხაილო პოდოლიაკი კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის მიმართ დათმობებს. თუ აგრესორის პირობებს თანხმდები, ის ეცდება თითის ნაცვლად მთელი ხელი მოგაჭამოსო. პოდოლიაკის თქმით, ასეთ შემთხვევაში რუსეთი ბევრ სხვა პრეტენზიას წამოაყენებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა „რადიო ნბ“-თან განაცხადა, იუწყება „24-ე კანალი“. „ნებისმიერი მცირე დათმობა რუსეთს მხოლოდ წაახალისებს სხვა პრეტენზიების წამოყენებაში. თუ თითს დაუთმობთ, შეეცდებიან თქვენი ხელის მოგლეჯას“, – …

წლის ბოლოსთვის შესაძლებელია რუსეთთან ომის დასრულება – პოდოლიაკი

უკრაინა, ისე როგორც მთელი მსოფლიო, არ არის დაინტერესებული რუსეთთან გაჭიანურებული ომის წარმოებით, წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. პოდოლიაკის თქმით, რუსეთთან ომი წლის ბოლოს დასრულება, ოღონდ რამდენიმე პირობით. „უკრაინა, ისე როგორც მთელი მსოფლიო, არ არის დაინტერესებული რუსეთთან გაჭიანურებული ომით. ჩვენ არ შეგვიძლია ომის დასრულება ამ თვეში, მაგრამ შეგვიძლია წლის ბოლოს. გამარჯვების რეცეპტი მარტივია:  რეალური ემბარგო …

ოკუპანტებმა „აზოვსტალს“ ფოსფორის ბომბები დაუშინეს – „ჯოჯოხეთი ჩამოვიდა მიწაზე“

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ალყაში მოქცეულ „აზოვსტალის“ ქარხანაზე იერიშს ყველა არსებული რესურსით. „მარიუპოლი. აზოვსტალი. ისევ – ციდან, ზღვიდან, მიწიდან. გუშინ ოკუპანტებმა პირველად გამოიყენეს აალებადი ან ფოსფორის ბომბები მარიუპოლის მცველების წინააღმდეგ (დასკვნები სპეციალისტებმა გააკეთონ)“, – წერს უკრაინული გამოცემა „უნიანი“ მარიუპოლის მერის მრჩეველ პეტრ ანდრიუშჩენკოვზე დაყრდნობით, რომელიც მტკიცებულების სახით ვიდეოსაც აქვეყნებს. ანდრიუშჩენკოვის თქმით, თავად ოკუპანტები …

„უახლესი BMP-3 და მინები“: ნადავლი უკრაინას – რუსული შეიარაღება ჩრდილოეთ ოსეთიდან

უკრაინული მედიის ცნობით, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, ზაკარპატიეს 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადამ ხელში ჩაიგდო რუსების შეიარაღება ჩრდილოეთ ოსეთიდან: მათ შორის არის უახლესი BMP-3, ყუმბარმტყორცნები, ნაღმები, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადი ნივთები. „რუსები სამარცხვინოდ გაექცნენ თავიანთი პოზიციებიდან ჩვენი ცეცხლის ნაკადს და დატოვეს პრაქტიკულად ხელშეუხებელი უახლესი BMP-3 სრული საბრძოლო მასალებით, დოკუმენტებით, პირადი ნივთებითა და …

აზოვსტალში დაღუპული მებრძოლის მეუღლეს მე-3 შვილი გაუჩნდა, მას ქმრის მეგობრები დახვდნენ

„აზოვის“ პოლკის დაღუპული მებრძოლის ცოლს, ტატიანას ზაპოროჟიეს სამშობიაროდან გამოსვლისას რამდენიმე ადამიანი დახვდა. თავად მამა შვილის დაბადებას ვერ მოესწრო – წერს უკრაინული გამოცემა „უნიანი“. ქალმა მესამე ბავშვზე იმშობიარა და მას სრულიად მარტოს მოუწევს შვილების გაზრდა. უნიანის თქმით, ეს არ არის ამ ქალის ცხოვრებაში ერთადერთი განსაცდელი: მან ომში დაკარგა დედა და ძმა. ახლა ის სრულიად მარტოა სამ …

Exit mobile version