როგორ დასრულდება ომი და რა ფაქტორები აძლიერებს უკრაინის წარმატებას რუსეთთან? – დისკუსია ვაშინგტონში

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ____ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში? ეს კითხვა კონფლიქტს 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, დრონების ომის ეპოქამდე სდევს. სწორედ ამ ფუნდამენტურ საკითხზე მსჯელობდნენ ექსპერტები ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დისკუსიაზე, რომელსაც უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ჰერბსტი უძღვებოდა. უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ანდრიი ზაგოროდნიუკმა აღნიშნა, რომ ყირიმსა და შავ ზღვაში რუსეთის პერსპექტივა „უკიდურესად …

გამოქვეყნდა სტუდენტთა საგრანტო კონკურსის პირველადი შედეგები

„სტუდენტთა საგრანტო კონკურსის პირველადი შედეგები უკვე ცნობილია“, – ამის შესახებ ინფორმაცია გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. >ცენტრის თანახმად, „საკუთარი შედეგის გასაგებად სტუდენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი. იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას, მას შეუძლია მომართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს საპრეტენზიო განაცხადით“. განაცხადების  მიღება დაიწყება 4 …

„გარე რუსეთის“ აღზევება, ანუ დუმილი შინ და კულტურული ბუმი გარეთ

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას ქვეყნიდან ხალხის მასობრივი გადინება მოჰყვა. ვაშინგტონში, „ატლანტიკურ საბჭოში“ გამართული დისკუსიის მოდერატორმა, ჟურნალისტმა და საბჭოში მთავარმა მკვლევარმა, ბრაიან უიტმორმა შეხვედრის გახსნისას აღნიშნა, რომ ამ ომმა რუსული კულტურის სიმძიმის ცენტრი, უბრალოდ, რუსეთის ფედერაციის საზღვრებს გარეთ გადაიტანა“. შეხვედრაზე წარადგინეს ახალი ანგარიში და უცხოეთში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ემიგრირებულ კულტურის …

დააკავეს პირი, რომელმაც ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მოტოციკლეტით მიიყვანა კაცი, მან კი სხვას ესროლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 22 ივლისს მომხდარი დანაშაულში ორი პირი მონაწილეობდა, მათგან ერთი კი არასრულწლოვანი იყო. უწყების განცხადებით, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს, მეორე პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, დაკავებულმა არასრულწლოვანმა მოტოციკლით ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის მიმდებარე …

„ციხე დავითანხმეთ, რომ ლექციები მოეწოდებინათ და საკუთარი უნივერსიტეტი – ვერა“ | ზვიად ცეცხლაძე

“გასაოცარი ფაქტია – ციხე დავითანხმეთ, რომ ლექციები მოეწოდებინათ და საკუთარი უნივერსიტეტი ვერა”, – სინდისის პატიმარი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს აგზავნის და იმ სირთულეების შესახებ წერს, რომელიც სწავლის პროცესში ექმნება. საზოგადოებისადმი ზვიად ცეცხლაძის მიმართვას მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს. მის წერილს უცვლელად გთავაზობთ : „ჩვენი საზოგადოება უაღრესად მძიმე მდგომარეობაშია – ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხა …

კგბ-ს პარანოია – პუტინის კატასტროფული შეცდომის მიზეზი უკრაინაში

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ უცვლელად გადარჩენილი საბჭოთა სისტემა ვაშინგტონის პოლიტიკურ კულუარებში უკრაინაში შეჭრას ხშირად განიხილავენ, როგორც ცივსისხლიან გეოპოლიტიკურ ნაბიჯს. თუმცა, ვაშინგტონში, კენანის ინსტიტუტში ისტორიკოს მაიკლ კიმიჯთან  საუბრისას, ამერიკელმა დიპლომატმა სტივენ სესტანოვიჩმა – „საგარეო ურთიერთობათა საბჭოს“ (CFR) წამყვანმა მკვლევარმა და პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ის ყოფილმა საგანგებო ელჩმა – სრულიად განსხვავებული დიაგნოზი დასვა. ელჩმა სტივენ სესტანოვიჩმა უშიშროების სისტემაზე, ისტორიულ ილუზიებსა და რუსეთის სტრატეგიულ მარცხზე ისაუბრა. …

ბატონი პაპუაშვილი ვახოს ფეისბუქ სტატუსის ეპითეტით გაახსენდებათ – მზია ამაღლობელი სანაიას დაკავებაზე

„როცა ცხოვრობ დიქტატორის განმტკიცების, ფეხის მოკიდების პირობებში, იქ აუცილებლად იქნება თავისუფალ ადამიანებზე ნადირობა და ამას ეროვნული მნიშვნელობის ამოცანადაც გამოგვიცხადებენ. მთავარია, არ შევეგუოთ და სასოწარკვეთას არ მივეცეთ. ვახო სანაიას პოსტი ჩემთვის შესანიშნავი პროტესტი იყო სიტყვისა და აზროვნების წინააღმდეგ დაწყებული შეზღუდვების გამოხატვისთვის. რომელ ტრიბუნასთან და რა სტატუსითაც არ უნდა წარსდგეს ბატონი პაპუაშვილი, ვახოს პატიმრობის განაჩენის შემდეგ, მჯერა, …

თოყაევმა პუტინს შესთავაზა, რომ უკრაინაში ომი გაიყინოს – „ეს უნდა შეჩერდეს.

რუსული მედიის თანახმად, დღეს, 25 ივლისს, პირადად პუტინის თანდასწრებით ისაუბრა ყაზახეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან ომის შეჩერების აუცილებლობაზე. ამის შესახებ ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ომსკში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა, სადაც ყაზახეთის პრეზიდენტი ყაზახეთისა და რუსეთის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის XXII ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. „ეს ყველაფერი უნდა შეჩერდეს. რადგან, ჩემი მტკიცე რწმენით, რაც ახლა ხდება, მხოლოდ ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებსა ემსახურება …

კრასნოდარში დააკავეს ქალი, რომელმაც დრონით თავდასხმის ვიდეო გამოაქვეყნა

რუსული მედიის თანახმად, პოლიციამ დააკავა 19 წლის გოგო, რომელმაც დრონების თავდასხმის შედეგები, ანუ ხანძარი გადაიღო და შემდეგ ეს ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა. მედიის თანახმად, 22 ივლისს, კრასნოდარის მხარეში უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, ადგილობრივ Telegram არხებზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ახალგაზრდა ქალი ხანძრისკენ მიუთითებს და სარკასტულად ამბობს: „მაგარია, დედა უმუშევარი დარჩა“. პოლიციის ცნობით, ცენტრი E-ის თანამშრომლებმა ერთ-ერთი …

ბზარები კრემლის კედლებში: როგორ ანგრევს უკრაინის დარტყმები პუტინის სტაბილურობის ილუზიას

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ როდესაც ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსულ საზოგადოებასთან დადებული უთქმელი პირობა მარტივი იყო: ცხოვრება მსხვილ ქალაქებში, როგორიცაა მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდებოდა. თუმცა, ეს ილუზია სწრაფად იმსხვრევა, რადგან უკრაინა სიღრმისეული დარტყმების კამპანიას აფართოებს და იერიშებს ახორციელებს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, სატრანსპორტო მარშრუტებსა და „ჩრდილოვან ფლოტზე“. ატლანტიკური საბჭოს (ატლანტიკური …

თუ ჯერ კიდევ იბრძვი, უნდა გაიხსენო ოდისევსი

ავტორი: ნათია კაპანაძე, ნიუ იორკი ___ The New York Eye – ნიშნავს თვალს, რომელიც ყველაფერს ამჩნევს და არაფერს იმჩნევს. ეს ნიუიორკული ცხოვრების და უსაფრთხოების ნაწილია. თუმცა შეუძლებელი იყო ბროდვეიზე, ლინკოლნ ცენტრში ხის უზარმაზარი ცხენის, რიგში მდგარი თაყვანისმცემლების არმიის, ასობით დაცვის თანამშრომლის, შავტანსაცმლიანი ფოტოგრაფების და სხვა ანტიკური რეკვიზიტების ყურადღების მიღმა დატოვება. ქრისტეს შობამდე ჰომეროსის მიერ დაწერილი …

„აშშ დაიღალა ტვირთის მარტო ტარებით“ – კონდოლიზა რაისის მკაცრი გაფრთხილება პარტნიორებს

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ ფინანსური ულტიმატუმები და მოკავშირეებისგან მოლოდინები შიდაეკონომიკური გამოწვევებით არსებული შეშფოთების ფონზე, „2026 წლის ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე“ ეროვნული უსაფრთხოების სფეროს ექვსმა წამყვანმა ლიდერმა, ამერიკის საერთაშორისო ვალდებულებებზე იმსჯელა. აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა (ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია) მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნა საერთაშორისო პარტნიორებს: „მოკავშირეებს, რომლებიც ეყრდნობოდნენ აშშ-ის თავდაცვას და ამავდროულად მთელ ყურადღებას მხოლოდ საკუთარი …

რუსეთში თანამდებობის პირმა თავისსავე ორგანიზებულ გათამაშებაში მანქანა მოიგო, ჩიტაში ოჯახის დღე აღნიშნეს 

ჩიტაში კულტურის სამინისტროს თანამდებობის პირმა მის მიერვე ორგანიზებულ გათამაშებაში მანქანა მოიგო. ამის შესახებ რუსული ტელეგრამ არხები წერენ. 8 ივლისს, ჩიტაში ოჯახის, სიყვარულისა და ერთგულების დღე გაუმართიათ, სადაც მონაწილეებს შორის გათამაშდა Lada Granta. ეს გათამაშება იმით დასრულდა, რომ მანქანა კულტურის სამინისტროში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლაი გურულევმა მოიგო. თავდაპირველად, თანამშრომლის მიერ ავტომანქანის მოგების შესახებ ინფორმაცია სამინისტრომაც გაავრცელა. …

„დასანანია“ – ჰერჩინსკის თქმით, საქართველო აღარ არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც EU-ში გაწევრიანების გზაზე წინ მიდიან

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, რომელიც ბათუმში ევროპის დღეების ღონისძიებას მასპინძლობს, სასტუმრო „ჰილტონში“ შეკრებილ არც თუ ისე მცირე აუდიტორიას სიტყვით მიმართა. ელჩმა ჰერჩინსკიმ ქართულად ისაუბრა და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველო აღარაა იმ ქვეყნებს შორს, რომლებიც ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე „წინ და წინ მიიწევენ“. „მოხარული ვარ, რომ ევროპის დღეს ისევ აქ, ბათუმში აღვნიშნავთ… შავი ზღვის …

„ჩვენ მონსტრის შექმნაში წვლილი შევიტანეთ“: ირანთან ომის რეალური ფასი – დისკუსია ვაშინგტონში

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ პრეზიდენტმა ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის განხორციელებული ორმხრივი თავდასხმების შემდეგ, მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია. აღნიშნული ესკალაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის ომის დასრულების შესახებ არსებულ ხელშეკრულებას – ტრამპმა ასევე დასძინა, რომ შესაძლოა ირანზე ახალი დარტყმები დღესვე განხორციელდეს. „ვფიქრობ, ყველაფერი დასრულდა. მათთან საქმის დაიჭერა აღარ მსურს. ისინი არამზადები არიან“, …

„ნორვეგიამ ბრაზილია დაამარცხა, თუმცა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი მზია ამაღლობელის, როგორც პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას კიდევ ერთხელ ითხოვს. ორგანიზაცია მზია ამაღლობელის ფოტოსა და მხარდამჭერ ტექსტს ინსტაგრამის გვერდზე აქვეყნებს. ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი წერს: „ნორვეგიამ ბრაზილია დაამარცხა, თუმცა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში იხდის სასჯელს საქართველოში. ჟურნალისტის და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორის დაკავება …

ომისთვის ადაპტირება – „უკრაინელი ქალები სამზარეულოებში აწყობდნენ დრონებს“

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი __ როგორ შეცვალა უკრაინის ომმა თანამედროვე ბრძოლის მეთოდები? რა სამხედრო გამოცდილება და ტექნოლოგიური ცოდნა გადასცა რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას მათ შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში? დისკუსიის მოდერატორია ვიქტორ ჩა. პოდკასტის „შეუძლებელი სახელმწიფო“ ამ ეპიზოდში მონაწილეობენ კატერინა ბონდარი (CSIS) და ბრიუს კლინგნერი (მენსფილდის ფონდი). ისინი განიხილავენ, თუ როგორ ცვლის უკრაინის ომი სამხედრო სტრატეგიას, რისი …

გარდატეხა უკრაინაში: რატომ აგებს რუსეთი

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი „ატლანტიკური საბჭოს“ ექსპერტები უკრაინის დრონების წარმატებასა და რუსეთის სუსტ წერტილებზე ვაშინგტონში, „ატლანტიკურმა საბჭომ“ (Atlantic Council) 18 ივნისს უმასპინძლა პანელურ დისკუსიას, რომელზეც განიხილეს ომის დინამიკის უკრაინის სასარგებლოდ ცვლილება, რაც დრონების ტექნოლოგიამ და რუსული ნავთობის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულმა ღრმა დარტყმებმა გამოიწვია. მომხსენებლებმა დასავლეთი თვითკმაყოფილების წინააღმდეგ გააფრთხილეს და ხაზი გაუსვეს ხანგრძლივ გეოპოლიტიკურ ბრძოლასა და აშშ-ისა …

რუსეთის მოქალაქეების კომპანია გონიოში 4000 კვ.მეტრზე ვილებს აშენებს

სარფი-გონიოს მთაზე, ისევე როგორც სანაპიროზე, ჰექტრობით მიწის ნაკვეთებს ირეგისტრირებენ „ოცნების“ მხარდამჭერები [შემწირველები] ან დეპუტატები, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები. გონიოში არაერთი მშენებელი უცხოეთის მოქალაქეა, მაგალითად ოკუპანტი რუსეთის, ან უკრაინის თუ ისრაელის. მაგალითად, გონიოში, მომაღლო ადგილზე, აფსაროსის პირველ შესახვევში, საიდანაც ზღვისა და ჭოროხის შესართავის, ასევე ქალაქის ხედები იშლება, 4000 კვ.მეტრზე შპს „ბათუმი ინვესტმენტი“ ვილებს აშენებს. კომპანია 2023 …

როგორ მოუგო საიამ რუსეთს 

ავტორი: ნათია კაპანაძე, ნიუ იორკი ___ 2026 წლის წვიმიანი და ცივი 23 ივნისია ნიუ იორკში. როგორც ყველა ქართველი ემიგრანტი, ჩემი დღე სოციალურ ქსელებში ქართული რეალობის დაზუსტებით იწყება. ნეტავ რა მოხდა ამ დროში – ვისი პროცესი შედგა, ელენე ხოშტარიამ თუ წაიკითხა მზია ამაღლობელის წერილი, ან მარიამ მეყანწიშვილის პატარა შვილი როგორ უმკლავდება დედის კიდევ ერთ სასამართლოს, ექიმებმა …

სანდუს სურს, დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის გაყვანა სამშვიდობო მოლაპარაკების საკითხებს შორის შეიტანოს

დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანა შესაძლოა შევიდეს უკრაინაში ომის დასრულებისა და ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის მიზნით მოსალოდნელ სამშვიდობო მოლაპარაკებების დღის წესრიგში – კიშინიოვი რეგულარულად აყენებს ამ საკითხს ევროკავშირთან პარტნიორების ფარგლებში მოლაპარაკებების დროს. ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ახლახან ეროვნული ტელევიზიის ეთერშიც განაცხადა, რაზე დაყრდნობით ინფორმაციას მოლდვური სააგენტოებიც ავრცელებენ. მედია ამ საკითხის მიმოხილვისას წერს, რომ რუსული …

რას გვწერენ მკითხველები, რომლებმაც 30 ათასი ლარი შემოგვწირეს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მკითხველებმა უკვე იციან, რომ 30 ათასი ლარი შემოგვწირეს და ამ თანხით „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ საბანკო ანგარიშები გათავისუფლდა – ინკასო მოეხსნა. მკითხველმა არაერთი მხარდამჭერი და გამამხნევებელი მესიჯიც მოგვწერა, რამაც კიდევ უფრო გაგვიზარდა მოტივაცია, ვიყოთ თქვენი ხმა. გთავაზობთ ზოგიერთი მკითხველის გამამხნევებელ შეტყობინებას, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობებს ასახავს.   ამავე თემაზე:  „ბათუმელები|ნეტგაზეთის“ ანგარიშებს ინკასო მოეხსნა – …

„იმედის საკონტაქტო არ მქონდა, ამიტომ“… – მზია ამაღლობელის მხარდაჭერა ელენე ხოშტარიას

უკანონო პატიმრობაში მყოფი სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის მხარდაჭერა პოლიტპატიმარ ელენე ხოშტარიას, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებაზე მიმდინარე კვირას ელენე ხოშტარიას ადვოკატებმა ისაუბრეს. „იმედის“ საკონტაქტო არ მქონდა, ამიტომ ბათუმელები/ნეტგაზეთს გეტყვით. მიკერძოებაში არ ჩამითვლიან იმედია. ხუმრობა იქით იყოს და რაღაცნაირი კვირაა, დამძიმებული. ყოველ მომდევნო დღეს კიდევ უფრო სასტიკ რეალობაში შევყავართ. მოულოდნელი ხომ  არაფერია თითქოს, აღარ უნდა ვღელავდე, …

ზელენსკი აფრთხილებს ლუკაშენკოს, რომ გაანადგურებს „ტექნიკას“ საზღვარზე, თუ მას ერთ კვირაში არ გაიყვანენ 

რუსული მედიის თანახმად, ჰონდურასის პრეზიდენტ, ნასრი ასფურასთან შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბელარუს-უკრაინის საზღვართან ახლოს განთავსებულია რეტრანსლატორები, რომლებიც, მისი თქმით, „ცეცხლის კორექტირებას ახდენენ“. ზელენსკის აზრით, ეს ბელარუსს სამხედრო კონფლიქტში ითრევს. უკრაინის პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ ეს „ტექნიკა“ ერთ კვირაში გამოირთოს. „ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისი იქნება ამის გასაკეთებლად. რატომ ვამბობ ერთ კვირას? იმიტომ, რომ …

გაანადგურეთ მოსკოველები, რომლებმაც დრონების იერიში გადაიღეს – რუსი პროპაგანდისტების ინიციატივა

რუსი პროპაგანდისტები ითხოვენ იმ მოსკოველების დასჯას, რომლებმაც მოსკოვის ნავთობის ქარხანაზე უკრაინის დრონებით თავდასხმის ვიდეოები გადაიღეს. კრემლის ფავორიტი პროპაგანდისტი, ვლადიმირ სალავიოვი ამ ადამიანების პირდაპირ განადგურების ინიციატივით გამოდის. „მე კიდევ ერთხელ ვციტირებ გენერალი სინუსის დიდებულ სიტყვებს. აი, რა თქვა 1942 წლის 28 ივლისს იოსებ ბესარიონის ძე სტალინმა, სსრკ-ის თავდაცვის სახალხო კომისარმა: „ჩვენ უნდა დავამყაროთ ჩვენს არმიაში უმკაცრესი …

ტრამპმა შესაძლოა უკრაინის შესახებ პოზიცია შეიცვალოს: ზელენსკის 2 „კოზირი“

დასავლური მედიის თანახმად, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს ტრამპის მხარდაჭერა მოიპოვოს, მაშინ, როდესაც ევროპა მომავალ მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილს ეძებს. „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მუშაობას ფართოდ აშუქებს უკრაინული მედიაც. მედიის მიხედვით, ზელენსკი ცდილობს, აშშ-სგან მოიპოვოს სამომავლო მხარდაჭერა და დაარწმუნოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთთან ომის დასრულებაში უფრო აქტიურად ჩაერთოს.  Sky News-ის ცნობით კი, კიევმა, ფრონტზე …

კობახიძის სპეცბრიფინგი ჩინეთთან კავშირებსა და სტრატეგიულ ურთიერთობაზე სასაუბროდ

„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გაფორმდა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის. ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.მას შემდეგ, რაც 3 წლის წინ ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ძალზე დინამიურად განვითარდა:– მხოლოდ გასული 6 თვის განმავლობაში, ჩინეთში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის …

რუსები ყირიმში ჯავშნებს აუქმებენ – რუსული მედია

რუსული მედიის თანახმად, წელს, მნიშვნელოვნად შემცირდა იმ რუსების რაოდენობა, რომლებიც ყირიმში აპირებენ დასვენებას. ამის მიზეზად კი ანექსირებულ ნახევარკუნძულზე საწვავის კრიზისს ასახელებენ. 2026 წლის 24 მაისიდან 6 ივნისამდე პერიოდში, რუსებმა ყირიმში 31%-ით ნაკლები ბინა დაჯავშნეს, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ასევე გაიზარდა ჯავშნების გაუქმების რაოდენობა. ტელეკომპანია „დოჟდის“ თანახმად, რომელიც მონაცემებს TravelLine-ზე დაყრდნობით ავრცელებს, წელს 24 მაისიდან …

შეზღუდული შესაძლებლობებიდან შესაძლებლობის შეზღუდვამდე – ნათია კაპანაძე

ავტორი: ნათია კაპანაძე ____ ანდერძი ხომ არ გაქვთ ან მემკვიდრეს ხომ არ დაასახელებთ? იცით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს – ასე მითხრეს სამედიცინო კითხვარის შევსებისას. თითქოს ჩვეულებრივ პროტოკოლს ჰგავდა. კოხლეარული იმპლანტის ოპერაციამდე, რისკებში ნერვის დაზიანება, სახის კუნთების მოძრაობის შეზღუდვა და მენინგიტის განვითარება რომ აქვს. ეტიკეტი მოითხოვდა და დავფიქრდი. არაფერიც, ნიუ იორკში თავის, შესაძლებლობების და სმენის გადარჩენას ვცდილობ. …

„რუს ტურისტებს უყვართ ქართული სტუმართმოყვარეობით ტკბობა და საქართველოს ბუნება“ – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რუსულ პროპაგანდისტულ „იზვესტიასთან“ საქართველოზე წარსულ დროზე საუბრისას ახსენა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ხშირი ვიზიტები საქართველოში და თქვა – „სრულიად აშკარა იყო, რომ სურდათ რუსეთისგან მოეგლიჯათ საქართველო…“ დღევანდელობაზე საუბრისას კი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულობას გაუსვა ხაზი, ამავდროულად კი ევროკავშირის „გასაშავებლად“ კი ყალბი ინფორმაციები მოიშველია. „რაც შეეხება საქართველოს ამჟამინდელი …

„ისეთი დაუჯერებელი ამბები ხდება „ბათუმელების“ თავს, რომ ეჭვი შეგეპარება, მთლად ასეც არ იქნება საქმეო

შოთა გუჯაბიძე, რეჟისორი ___ „ისეთი დაუჯერებელი ამბები ხდება „ბათუმელების“ თავს, რომ ეჭვი შეგეპარება, მთლად ასეც არ იქნება საქმეო. არადა ყველაფერი ზედაპირზეა და ძალიანაც კარგად ჩანს, რომ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებში ყველაზე მეტი დარტყმა სწორედ „ბათუმელებმა“ მიიღო. მზია ამაღლობელი კი თავისი ღირსებით და გაუტეხლობით წინააღმდეგობის მოძრაობის სიმბოლო გახდა. „ბათუმელები“ დაარსების დღიდან ამხელდა ყველა ხელისუფლების მანკიერ …

კრემლი 100 000 სომხის ტრანსპორტირებას გეგმავს რუსეთიდან, სომხეთის არჩევნებზე გავლენის მიზნით – მედია

რუსეთის სამთავრობო წრეებში განიხილეს რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები 100 000-მდე სომხის ტრანსპორტირების შესაძლებლობა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მათი მობილიზაციის მიზანია მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ ხმის მიცემა. ამის შესახებ სომხური მედია ინფორმაციას Reuters-ზე დაყრდნობით ავრცელებს. თვის მხრივ ეს ინფორმაცია ეფუძნება ხუთ დასავლელ დაზვერვის ოფიცერთან ინტერვიუებსა და დოკუმენტებს. ხუთი წყაროს ცნობით, რუსი ოფიციალური პირები ბოლო თვეების განმავლობაში …

რუსეთში იმ პირების ქონებას დააყადაღებენ, ვინც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაშია „ბრალდებული“

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა მეორე და მესამე მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რაც რუსეთის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს ადმინისტრაციული წესით დასაჯოს ის პირები, რომლებმაც ქვეყანა უკვე დატოვეს, მაგრამ „რუსეთის ფედერაციის ინტერესების“ საწინააღმდეგო ქმედებაში არიან „ეჭვმიტანილები“. ამის შესახებ რუსული დევნილი მედია წერს. მედიის თანახმად, ერთ-ერთი მუხლი იმ ადამიანების დასჯას ითვალისწინებს, ვინც „ხელისუფლებისა და საზოგადოების უპატივცემულობა“ გამოხატა. კიდევ ერთი მუხლის …

„პუტინი ბუტბუტებს, ურას წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია, მაგრამ რაკეტებით ისევ ანადგურებს სახლებს“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ძალების მიერ უკრაინაში 24 მაისის ღამით განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სულ მცირე 83 ადამიანი დაშავდა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდასხმის დროს 90 რაკეტა, მათ შორის „ორეშნიკი“ და სხვადასხვა ტიპის 600 დრონი გამოიყენეს. „პუტინს სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია – ის ბუტბუტებს, მაგრამ მაინც ანადგურებს საცხოვრებელ …

„დაწერეთ ჩვენზე, ღვთის სახელით გთხოვთ“ – უსახლკარო დედა-შვილი აცხადებს, რომ მშივრები არიან

„აქ არავინ გვიცნობს. გთხოვთ, დაწერეთ ჩვენზე, ღვთის სახელით, გთხოვთ“, – ამ შინაარსის შეტყობინებებს ამიდი დღეში რამდენჯერმე აგზავნის „ბათუმელების“ რედაქციაში. ის 43 წლის კაცია, რომელსაც არც მოქალაქეობა აქვს, არც დოკუმენტები და არც სამუშაო. ის ავადმყოფი დედის და საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვის. ამიდი ფოტოებს გვიგზავნის, რითაც გვიზიარებს დედის დიაგნოზს. ამბობს, რომ ჯანმრთელობის გამო არც მას შეუძლია მუშაობა. …

„მე ამდენი ფული არ მაქვს“ – ერმაკს პატიმრობა შეუფარდა უკრაინის სასამართლომ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, რომელსაც სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 140 მილიონი გრივნას [3 მილიონ დოლარზე მეტი] ოდენობის გირაოს გადახდის უფლებით პატიმრობა შეუფარდა, განაცხადა, რომ ის ასეთი გადაწყვეტილებისთვის მზად არ იყო. ერმაკმა თქვა, რომ მას ასეთი სახსრები არ აქვს, მაგრამ ჰყავს მეგობრები, რომლებსაც მისი დახმარება შეუძლიათ. ამის შესახებ წერს „უკრაინსკა პრავდა“, რომლის კორესპონდენტიც …

Exit mobile version