Author Archives: ეთერ თურაძე
რა გადაწყვიტა 2014 წელს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულ კანონზე – ამონარიდები
რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო აგენტების შესახებ კანონის შეჩერებაზე [რომლის ანალოგიც არის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რუსული კანონი] 2014 წელს მიმართეს რუსეთის მოქალაქეებმა. რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელეების მხოლოდ ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა – ადმინისტრაციული ჯარიმების ნაწილში: სასამართლოს დასაბუთებით, ადმინისტრაციული ჯარიმები არ შეესაბამება კონსტიტუციის მე-17 მუხლს, რამდენადაც – მოქმედი საკანონმდებლო რეგულირება არ იძლევა შესაძლებლობას, კანონით განსაზღვრულ სანქციით დადგენილ ქვედა …
2 წლის ლაზარეს დედა შვილის ოპერაციისთვის დახმარებას ითხოვს
ლაზარე მებონია ორი წლისაა. როგორც ლაზარეს დედა, ნინი ცინცაძე ამბობს, ლაზარე ტერფების გამრუდებით დაიბადა. იგივე დიაგნოზი წერია ბავშვის ფორმა 100-ში, რომელიც იაშვილის კლინიკას გაუცია თბილისში. ქალის თქმით, ლაზარე ორი თვის იყო, როდესაც გაუკეთეს ერთი ოპერაცია, მაგრამ ქირურგიული ჩარევა უშედეგო გამოდგა. „ბავშვს არაფერი ეშველა. ექიმებიც მეუბნებოდნენ, საზღვარგარეთ წაიყვანეო. ცოტა ხნის წინ თურქეთში წავიყვანე, იქ 10 დღე …
Continue reading “2 წლის ლაზარეს დედა შვილის ოპერაციისთვის დახმარებას ითხოვს”
ვიძიებთ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს – სუს
რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს იძიებენ. სუს-მა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც აღნიშნულის შესახებ ბოლო დღეებია „ქართული ოცნების“ წევრები და სახელისუფლებო არხები საუბრობენ. დღეს, 24 ივლისს, სუსი თავის განცხადებაში წერს: „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და …
Continue reading “ვიძიებთ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს – სუს”
ზოგიერთი პარტნიორის თხოვნის მიუხედავად, ირანმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არაერთხელ დაუჭირა მხარი
გუშინ, 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ თავი შეიკავა „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობისგან და, შესაბამისად, მას მხარი არ დაუჭირა. რატომ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა ირანმა? – „ნეტგაზეთმა“ ამ კითხვით მიმართა ირანის საელჩოს საქართვლოში. ირანის საელჩოს პრესსამსახურის წერილობითი …
ჩინეთის მსგავსად არც ირანმა დაუჭირა გაეროში აფხაზეთსა და ცხინვალიდან დევნილებზე რეზოლუციას
ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, სადაც საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი ბოლო ვიზიტით იმყოფებოდა ამ ქვეყნის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე, გაეროში მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალში დევნილების დაბრუნებას ეხება. ირანმაც, ჩინეთის მსგავსად, რომელიც საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორია, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან [სამხრეთ ოსეთი], საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ …
ვწუხვართ, რომ ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის პროექტს უკან ვიწვევთ – ფონდი მერიას
დანიურმა ფონდმა ფეა თრიიზ [Fair Trees] დღეს გაავრცელა განცხადება ონის მუნიციპალიტეტში ერთი კონკრეტული პროექტის შეჩერების შესახებ, რომელიც ბავშვთა ჯანმრთელობას უკავშირდება. „ახალი კანონის თანახმად, მოსალოდნელია, რომ დაგვაკისრონ ჯარიმები და შეგვიქმნან ფინანსური სირთულეები. ამ ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის სივრცე აღარ გვრჩება“ – წერს ფონდი პირად ფეისბუქის გვერდზე. საუბარია სტომატოლოგიურ კლინიკაზე, რომლის სერვისებით რეგიონის ყველა ბავშვი უფასოდ …
გერმანიის საგარეო მინისტრი – ევროპის გულისცემა თბილისის ქუჩებში ისმის
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალინა ბერბოკი თბილისში მიმდინარე უწყვეტ ანტირუსულ პროტესტს ეხმიანება. გერმანელი მინისტრის თქმით, „ახლა მთავრობის პასუხისმგებლობაა, შეისმინოს ხალხის ხმა“.„შეიძლება ახალ ამბებში უკვე ნახეთ. საქართველოში ათობით ათას ადამიანს საქართველოში საპროტესტო გამოსვლები აქვს უკვე კვირებია და საკუთარი ქვეყნის ევროკავშირისკენ გეზს იცავს: სტუდენტები, მათი მშობლები, ბებია-ბაბუები შვილიშვილებთან ერთად გარეთ დგანან. ყველა მათგანი მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს …
Continue reading “გერმანიის საგარეო მინისტრი – ევროპის გულისცემა თბილისის ქუჩებში ისმის”
110 000 დოლარი მაჯის საათში – „ოცნების“ დეპუტატის საათების კოლექცია
დეპუტატ გიორგი ბარვენაშვილს 8 ცალ საათში ზუსტად 439 400 დოლარი აქვს გადახდილი. ამის შესახებ დეპუტატს თავის ქონებრივ დეკლარაციაში უწერია. „ქართული ოცნების“ დეპუტატისთვის ეს პირველი ქონებრივი დეკლარაციაა, გიორგი ბარვენაშვილმა პარლამენტში ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლა. დროის მაჩვენებელ ნივთში ყველაზე ძვირი ფასი დეპუტატ ბარვენაშვილის 2022 წელს გადაუხდია – დეკლარაციაში წერს, რომ Audemars Piguet-ის საათი 110 000 ამერიკულ დოლარად შეიძინა. …
Continue reading “110 000 დოლარი მაჯის საათში – „ოცნების“ დეპუტატის საათების კოლექცია”
ბათუმელი ახალგაზრდები ისევ გამოვიდნენ რუსული კანონი წინააღმდეგ – აქცია უნივერსიტეტთან
უსახლკაროების აქციაზე პოლიციამ შშმ პირი დააკავა
დღეს, 19 აპრილს, ბათუმში უსახლკაროებმა მორიგი აქცია გამართეს, რაც ერთი პირის დაკავებით დასრულდა. აქციის მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარესთან ითხოვდნენ შეხვედრას. მას შემდეგ, რაც მათ ამ შეხვედრაზე უარი უთხრეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა სცადეს. მოქალაქეებს ქუჩის გადაკეტვის საშუალება პოლიციამ არ მისცა, რა დროსაც ერთი ადამიანი დააკავეს – დაკავებულია უსახლკარო შშმ პირი. პოლიციის მეექვსე განყოფილებაში შესვლა სცადა …
Continue reading “უსახლკაროების აქციაზე პოლიციამ შშმ პირი დააკავა”
„თქვენი კანონი აგენტის შესახებ სამარცხვინოა“ – ბუნდესტაგის საგარეოს თავმჯდომარე „ოცნების“ დეპუტატს
გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი x-ის [ყოფილი ტვიტერი] საკუთარ გვერდზე წერს, რომ „უცხოელი აგენტების კანონი“ შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან. როთმა ამ პოსტის ქვემოთ გამოაქვეყნა ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან, ბერბელ ბასსთან მის შეხვედრას ასახავს. „გერმანიის ბუნდესტაგში განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიდი ხნის მეგობრობის გაღრმავების გზები. ჩვენი მუშაობა/ერთგულება საპარლამენტო …
„ახლაც იმავეს გავაკეთებთ, გამოვალთ ქუჩაში“ – ბათუმელი სტუდენტები რუსულ კანონზე | გამოკითხვა
ვის სურს აბაშიძეზე ძეგლის ადგილას კორპუსის აშენება და რას გადაწყვეტს სასამართლო
ხვალ, 7 მარტს, მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელზეც გადაწყდება ბათუმში არსებული კიდევ ერთი ძეგლის ბედი. მომჩივანი მესაკუთრე მემედ აბაშიძის ქუჩაზე არსებული „ფანდეევის სახლის“ ერთი ნაწილისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნას ითხოვს სამშენებლო მიზნებისთვის. აქ მაღლივი კორპუსის ჩადგმის შესაძლებლობას გამორიცხავს ნინო ინაიშვილი – ძეგლების დამცველი აქტივისტი და „ბათომის“ დამფუძნებელი. ნინო ინაიშვილს ვთხოვეთ, შეაფასოს, რა ღირებულებას დაკარგავს ბათუმი, თუ …
Continue reading “ვის სურს აბაშიძეზე ძეგლის ადგილას კორპუსის აშენება და რას გადაწყვეტს სასამართლო”
საგანგებოში დავრეკეთ, მაგრამ ვერ მოდიან – მეწყერში მოყოლილი ოჯახი დახმარებას ითხოვს
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში მცხოვრები ქობულაძეების ოჯახი ამბობს, რომ მათ სახლთან მეწყერი ჩამოწვა. ოჯახში 5 ადამიანი ცხოვრობს და ყველა სახლში იმყოფება. ქობულაძეები ამბობენ, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ. „წვიმაა ძლიერი, გარეთ ვერ გამოვდივართ, სამაშველოზე დარეკილი გვაქვს, ერთი საათის წინ დავრეკეთ, ჯერ ვერ მოვიდნენ, გზა არ არის, ჩამოხეთქილია გზებზე – ბევრ ადგილზეა ჩამოწოლილი მეწყერი. გახსნიან და …
2 წლის სანდროს „ბათუმელების“ მკითხველის დახმარება მეორედაც დასჭირდა
2 წლის სანდროს ძალიან მალე ორი ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება – დედის თქმით, ერთი ოპერაცია თავზე უნდა გაკეთდეს, ხოლო მეორე შარდის ბუშტზე. სანდრო დედასთან ერთად თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ქალი ორ შვილთან ერთად თავს ირჩენს ფეისბუქშემწირველების დახმარებით. ზოგჯერ, როცა სანდრო კარგად არის, დედა დალაგებაზე გასვლასაც ახერხებს. ქალის თქმით, სოციალური დახმარება იმ მოტივით არ დაუნიშნეს, რომ არ …
Continue reading “2 წლის სანდროს „ბათუმელების“ მკითხველის დახმარება მეორედაც დასჭირდა”
„აქ თამაში ძალიან სახიფათოა“ – ბავშვები მოედნის გარეშე
უსინათლოთა ბილიკი მერიის შესასვლელშიც კი არ არის – 62 წლის უსინათლო კაცი ბათუმიდან
რატომ ამონტაჟებენ რუსეთის მოქალაქეები ბულვარში ტრენაჟორებს – ვინ დაუკვეთა მათ სამუშაო?
ბათუმის ბულვარში ახალ ტრენაჟორების დამონტაჟება ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაიწყო და დღეს, 18 იანვარსაც გრძელდება. ადგილზე მისულ „ბათუმელებს“ გასული წლის დეკემბერში და განმეორებით დღესაც დაუდასტურეს, რომ ბულვარში, ერთ-ერთ ობიექტზე სამუშაოებს რუსეთის მოქალაქეები ასრულებენ. ანბანის კოშკის გასწვრივ სამუშაო ობიექტზე მყოფმა მუშებმა რუსულ ენაზე აგვიხსნეს, რომ ისინი „ბათუმის მერიის დაკვეთას ასრულებენ“ და ბულვარში ამას გარდა „კიდევ …
ქართველი ჟურნალისტი ხარკოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმაში მოჰყვა
წუხელ, გვიან ღამით, უკრაინის ქალაქ ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურებულ ერთ-ერთ სასტუმროში ქართველი რეპორტიორი დავით კაჭკაჭიშვილი იმყოფებოდა. დავით კაჭკაჭიშვილი ამ ეტაპზე თურქული სააგენტო „ანადოლუსთვის“ მუშაობს. ჟურნალისტის თქმით, სასტუმროს ორი რაკეტა მოხვდა. დავით კაჭკაჭიშვილი პირდაპირ ჩართვაში გვიან ღამითვე მოუყვა „ანადოლუს“ მაყურებელს იმის შესახებ, რომ ხარკოვში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავდნენ ადამიანები, განადგურდა ერთ-ერთი სასტუმრო და დაიწვა მანქანები, …
Continue reading “ქართველი ჟურნალისტი ხარკოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმაში მოჰყვა”
საპენსიო სესხზე გაზრდილი პროცენტი შეღავათის მოტივით – ომბუდსმენის წინადადება „ლიბერთი ბანკს“
კორონავირუსის პანდემიის დროს „ლიბერთი ბანკმა“, მთავრობის რეკომენდაციით, პენსიონერებს სესხები რამდენიმე თვით ისე გადაუვადა, რომ ხანდაზმული ჯგუფისთვის არაფერი უკითხავთ. შედეგად, პენსიონერებს სესხის ვადა გაუხანგრძლივდათ, რამაც მათზე დარიცხული პროცენტის გაზრდა გამოიწვია. ერთ-ერთი მათგანის, 79 წლის პენსიონერის – შალვა ჩაჩავას შესახებ „ბათუმელები“ გასული წლის ივლისში წერდა. მაშინ შალვა ჩაჩავა ჰყვებოდა, რომ „ლიბერთი ბანკისგან“ ისესხა 4650 ლარი, უნდა დაეფარა …
„ოცნების“ დეპუტატმა ბერაიამ ღირსების შემლახავი ფრაზებით მიმართა ქალ კოლეგას
„უსინდისო, სამარცხვინო, მატყუარა და უღირსი ადამიანი“, – ამ სიტყვებით მოიხსენია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. ირაკლი ბერაის შეურაცხმყოფელ ეპითეტებს არ გამიჯვნია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიას, რომელიც დეპუტატს შეურაცხყოფას აყენებდა, სიტყვით გამოსვლის დრო გაუგრძელა. „მე რომ ქოცების ლიდერშიფში ვიყო, ირაკლი …
Continue reading “„ოცნების“ დეპუტატმა ბერაიამ ღირსების შემლახავი ფრაზებით მიმართა ქალ კოლეგას”
ვინ არის დეპუტატი მაჭარაშვილი, რომელიც პარლამენტში სკანდირებდა – „არა ამერიკის აგენტებს“
დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა დღეს იმით მიიქცია მედიის ყურადღება, რომ პარლამენტის დერეფანში სცადა გადაეფარა ოპოზიციონერი დეპუტატის ხმა, რომელიც იძახდა – „არა რუს ჯაშუშებს“. მედიის თანდასწრებით, მმართველი პარტიის წევრი მაჭარაშვილი მთელი ხმით ცდილობდა ჩაეხშო ოპოზიციონერი ქალის ხმა და დაიწყო სკანდირებდა – „არა ამერიკის აგენტებს“. საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მმართველი პარტიის დეპუტატის, „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ …
შედეგები არასახარბიელოა – გიდები ტურისტულ სეზონს აფასებენ
როგორი ტურისტული სეზონი იყო წელს? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ ამჯერად გიდებს მიმართა – ადამიანებს, რომელთაც ყოველდღიური შეხება აქვთ ტურისტებთან. ყველა მათგანი ამბობს, რომ წელს ცოტა ტურისტი იყო ევროპის ქვეყნებიდან – აქტიურობა იყო ბელარუსიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან. თუმცა რუსულენოვანი გიდიც კი მიიჩნევს, რომ „სეზონი იყო საშუალო“. გიდები ერთხმად აღნიშნავენ, რომ წელს საქართველოში ზაფხულის სეზონზე ფასები იყო …
Continue reading “შედეგები არასახარბიელოა – გიდები ტურისტულ სეზონს აფასებენ”
კაცმა მეგობარი გოგოს შიშველი ფოტოების კოლაჟი ქალის ახლობელს გაუგზავნა – საგამოძიებო
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე უცხო ქვეყნის, კონკრეტულად კი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოში ყოფნის პერიოდში ქართველი გოგო გაიცნო, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანაცხოვრობდა. ისინი ერთმანეთს პერიოდულად სოციალური ქსელებითა და სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციის საშუალებით ეკონტაქტებოდნენ, რა დროსაც ბრალდებული შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს სურათებს ფარულად უღებდა და …
მტკიცებულებად პოლიციელების ჩვენება და არა ვიდეო – მოსამართლე გოგუაძის სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნებისმიერი საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმის განხილვისას უვადო მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე ყოველთვის მის მხარესაა, ვინც სიტყვის თავისუფლებას არად დაგიდევთ და ადამიანების დასჯას ითხოვს – ჯერჯერობით საქართველოში თავისუფალი სიტყვისთვის მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსით სჯიან. ალექსანდრე გოგუაძეს ზოგჯერ იმდენად „მონდომებულია“, რომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოც კი აუქმებს. ასე მოხდა, მაგალითად, ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, …
Continue reading “მტკიცებულებად პოლიციელების ჩვენება და არა ვიდეო – მოსამართლე გოგუაძის სამართალი”
ბექა გრიგორიადისი 3500 ლარით დააჯარიმა მოსამართლემ – აქცია რუსული გემის წინააღმდეგ
რუსული გემის საპროტესტო აქციებზე ბათუმში დაკავებულებს შორის ბექა გრიგორიადისი ყველაზე მეტი – 3500 ლარით დააჯარიმა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ. „პრობლემებს მიქმნიან ფინანსურად, რომ მაქსიმალურად შემბოჭონ. მაშინებენ… წერონ ჯარიმები და იკითხონ“ – ამბობს ბექა გრიგორიადისი. მისი თქმით, ის აქამდეც დააჯარიმეს 800 და 1000 ლარით, ახლა კი – 3 500 ლარით. „მას [მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს] დაჭერილი ჰყავს შვილი …
რუსული გემის შემოსვლის დღეს დაკავებულთა საქმის განხილვა დაიწყო – რას ჰყვებიან პოლიციელები
„ხათუნა ბერიძე და სხვა დაკავებულებიც სხვადასხვა შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. გვეძახდნენ: მონებო, პუტინის მონებო, მილიცია ხართ, პუტინ ხუილო, მოღალატეებო, ბიძინას მონები ხართ, არასამართლიანი პოლიცია“, – ეს ეპითეტები ჩამოთვლეს დღეს, 7 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელებმა სასამართლო პროცესზე, რომელზეც ხათუნა ბერიძის ბრალეულობას განიხილავდა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე, მოწმეები კი პოლიციელები იყვნენ. ხათუნა ბერიძე და კიდევ 22 პირი 31 ივლისს …
რატომ ესხმის თავს ხელისუფლება გელა მთივლიშვილს შოვის სტიქიის გაშუქების გამო
„მთის ამბების“ რედაქტორს, გელა მთივლიშვილს საჯარო მოხელე „წყალში გადაგდებით“ მხოლოდ იმიტომ დაემუქრა, რომ ის შოვის სტიქიას აშუქებს. რომ არა „მთის ამბები“, სტიქიურ უბედურებას ქვეყანა ალბათ რამდენიმე საათის დაგვიანებით შეიტყობდა. გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ აგრესია მათ მიმართ მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც გელა მთივლიშვილს ირაკლი კობახიძემ „არაკაცი“ უწოდა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პოსტის წაშლა მოითხოვა. …
Continue reading “რატომ ესხმის თავს ხელისუფლება გელა მთივლიშვილს შოვის სტიქიის გაშუქების გამო”
დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის – შსს რაჭაში მეწყერზე
შინაგან საქმეთა სამინისტრო რაჭაში, კურორტ შოვში, მჟავე წყლებთან, მეწყრის ჩამოწოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყრის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით. გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება. …
Continue reading “დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის – შსს რაჭაში მეწყერზე”
ხულოში მცხოვრები არც ერთი ქალი არ იმსახურებს მშობიარობდეს ბათუმი-ახალციხის გზაზე – აქცია
აქტივისტები და ახალგაზრდები, რომლებიც ხულოში ცხოვრობენ, უკვე მეორე დღეა ითხოვენ ხულოში „გამართული და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების აღდგენას“. აქცია გაგრძელდება ხვალაც. პროტესტს იწვევს ხულოს დაბაში მოქმედ კლინიკაში არსებული მდგომარეობა და ასევე გინეკოლოგიური განყოფილების გაუქმება. აქციის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“. გასული თვის ბოლოს, სწორედ გინეკოლოგიური განყოფილების გაუქმების შემდეგ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ქალი ხულოდან გადაიყვანეს ბათუმში, …
როგორ „იმუშავა“ ბათუმის აქციაზე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა, დავით მაღრაძემ – ვიდეო
როგორ „იმუშავა“ ბათუმის აქციაზე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა, დავით მაღრაძემ. დავით მაღრაძის უშუალო ჩართულობით, მინიმუმ 4 პირი დააკავეს. რუსეთიდან შემოსული გემის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 23 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი უკრაინის მოქალაქეა.
ბანკიდან 4 650 გამოვიტანე და ახლა 11 285 ლარს მთხოვენ – პენსია სესხად
მერმა ფული გამოგვძალა, პოლიციის უფროსმა კი გვცემა – ხელვაჩაურის მცხოვრებლები | VIDEO
„ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე, არის კორუმპირებული – ამ სიტყვებისთვის ხელვაჩაურის პოლიციის უფროსმა დამაკავა, პოლიციაში გადაყვანის შემდეგ კი, ფეხები მირტყა თავისა და ტანის არეში“, – გვიყვება თორნიკე ქავთარაძე, ხელვაჩაურის მცხოვრები. აქ ამბობენ, რომ კონფლიქტი მოქალაქეებსა და მერიას შორის ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ხელვაჩაურის მერიამ მოქალაქეებს აუწყა, რომ სასმელი წყლის ჭაბურღილებისთვის საჭირო ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადონ …
რუსეთი ბახმუტში უკრაინის არმიის მომარაგების მარშრუტს საფრთხეს უქმნის – ბრიტანეთის დაზვერვა
ბრიტანეთის დაზვერვის ანალიტიკოსები დღევანდელ ანგარიშში აღნიშნავენ, რომ რუსები შესამჩნევად გააქტიურდნენ და ბახმუტის ცენტრისკენ დაიძრნენ. მათ ასევე აიღეს მდინარე ბახმუტკას დასავლეთ სანაპირო. დაზვერვის ინფორმაციით, მსგავსი აქტივობა არ შეინიშნებოდა მარტის ბოლოდან, მაშინ მათ ბახმუტისთვის ბრძოლებში წინსვლა ძირითადად შეჩერებული ჰქონდათ. რუსეთის საოკუპაციო ძალები ბოლო დღეებში გააქტიურდნენ. ბრიტანეთის დაზვერვის ბოლო მიმოხილვაში ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსებმა მიაღწიეს გარკვეულ წინსვლას – …
რუსეთს თავისი ჯარის 97% უკრაინაში ჰყავს – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო
რუსეთმა თავისი არმიის დაახლოებით 97% ჩართო უკრაინის წინააღმდეგ ომში, მაგრამ ესეც კი არ აღმოჩნდა საკმარისი უკრაინის თავდაცვის გასარღვევად. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა BBC Radio 4-ის ეთერში განაცხადა. მინისტრის თქმით, მოსკოვის შეტევითი სტრატეგია ძალების მაქსიმალურ კონცენტრაციას ითვალისწინებდა უკრაინის თავდაცვის „გასარღვევად“. თუმცა მაქსიმუმი, რასაც რუსეთის სარდლობამ მიაღწია – ეს არის ძალიან ნელი წინსვლა. „ის, …
Continue reading “რუსეთს თავისი ჯარის 97% უკრაინაში ჰყავს – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო”