რკინიგზა ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

14 ივნისიდან საქართველოს რკინიგზა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით, დამატებით რეისებს ნიშნავს. გრაფიკი ასე გამოიყურება: 14 ივნისიდან: თბილისი [გასვლა] – 10:25 სთ – ბათუმი [ჩასვლა] 15:38 სთ ბათუმი [გასვლა] – 17:15 სთ – თბილისი [ჩასვლა] 22:23 სთ 16 ივნისიდან: თბილისი [გასვლა] – 00:35 სთ – ბათუმი [ჩასვლა] 05:47 სთ ბათუმი [გასვლა] – 00:45 სთ – …

ოჯახი და პოლიცია ახალგაზრდა კაცს ეძებს, რომელიც 7 ივნისს გაუჩინარდა

ოჯახი და პოლიცია 27 წლის ნიკა ხვედელიძეს ეძებს. ნიკა ჭიათურაში ცხოვრობს. როგორც „ბათუმელებს“ უთხრა მისი ოჯახის წევრმა, იგი ბოლოს 7 ივნისს ნახეს ზესტაფონში, რის შემდეგაც მისი კვალი გაქრა. ოჯახმა მიმართა პოლიციას. იმ შემთხვევაში, თუ იცით ნიკა ხვედელიძის ადგილსამყოფლის შესახებ, დაუკავშირდით ოჯახს აღნიშნულ ნომერზე: 571 753 232.

ბრიტანული დაზვერვა: ირანმა გაზარდა დრონების ექსპორტი რუსეთში

დღეს, 13 ივნისს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ყოველდღიურ, მოკლე ცნობებში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, ტვიტერზე წერს, რომ ირანი, დრონების მიწოდების გაზრდის გარდა, რუსეთს შესაძლოა ეხმარება დრონების წარმოების დაწყებაში. დაზვერვა წერს, რომ ბოლო თვეებში რუსეთმა, დიდი ალბათობით, იმუშავა იმისთვის, რომ უზრუნველყოს უპილოტო საფრენი აპარატების დიდი მოცულობით მიწოდება ირანიდან. რუსეთი, სავარაუდოდ, ირანული დრონების – OWA-UAV-ების საჰაერო გზით მცირე მიწოდებიდან …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 ივნისის 21 საათიდან 14 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – ზოგან, დღის მეორე ნახევრიდან კი უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 22 – …

რომელ ქუჩებზე გაითიშება გაზი ქობულეთში 15-დან 17 ივნისამდე

კომპანია „სოკარის“ ცნობით, მიმდინარე წლის 15 ივნისის 01:00 საათიდან 17 ივნისის 11:00 საათამდე ქობულეთის მუნიციპალიტეტში რუსთაველის ქუჩის, აღმაშენებლის ქუჩის, შახტიორის უბნის, პარკის უბნის და ფიჭვნარის უბნის აბონენტებს გაზმომარაგება შეუწყდება. გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებია. „სოკარი“ აცხადებს, რომ აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული …

შოიგუ იმიჯზე ზრუნავს – ბრიტანული დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 12 ივნისს, ტვიტერზე წერს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ცდილობს შეინარჩუნოს პოზიტიური იმიჯი მზარდი კრიტიკის ფონზე. „შოიგუმ სულ მცირე ორი კომენტარი გააკეთა რუსეთის თავდაცვითი ოპერაციების შესახებ და ასევე, აშკარად გაზვიადებული განცხადება გააკეთა უკრაინის დანაკარგებთან დაკავშირებით. ეს განსხვავდება ომის სხვა მომენტებისგან, როცა შოიგუ ქრებოდა საჯარო სივრცეებიდან“ – წერს დაზვერვა. …

რუსეთი ცდილობს უკრაინის ფრონტზე წარმატება დააკნინოს – ISW

„უკრაინული ძალები აწარმოებენ კონტრშეტევას ფრონტის სულ მცირე სამ ადგილას და მიაღწიეს ტერიტორიულ გამარჯვებას 10 და 11 ივნისს“ – წერს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) 11 ივნისის მიმოხილვაში. ანალიტიკოსები ეყრდნობიან უკრაინულ და რუსულ ღია წყაროებს. კერძოდ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტის რაიონში, ხოლო რუსული წყაროები წერენ, რომ …

უკრაინელებმა დონეცკში სოფელი სტოროჟევოე გაათავისუფლეს ოკუპანტებისგან

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი სტოროჟევოე გაათავისუფლეს, რომელიც 2022 წლის მარტიდან ოკუპირებული იყო რუსეთის მიერ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს დღეს, 12 ივნისს, უკრაინის საზღვაო ქვეითთა ​​კორპუსის 35-ე ბრიგადის კონტრადმირალ მიხაილ ოსტროგრადსკისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალარის განცხადებებზე დაყრდნობით. „ოდესის საზღვაო ქვეითებმა, კონტრშეტევის ფარგლებში, გაათავისუფლეს დონეცკის ოლქის სოფელი სტოროჟევოე, რომელიც ოკუპირებული იყო …

რომელ ქუჩებზე შეწყდება გაზის მიწოდება ბათუმში 13 ივნისს

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 13 ივნისს, 16:00 საათიდან, ბათუმში გაზმომარაგება შეუწყდება ხახულის ქუჩის ნაწილს და ხახულის #2 შესახვევს. კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდება დაიწყება 13 ივნისსავე და სრულად განახლდება დღის ბოლომდე. „სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

რუსი ბიზნესმენების კომპანიამ აჭარაში 5 მლნ-მდე ლარი მიიღო ბიუჯეტიდან – „გამჭვირვალობა“

„რუს ბიზნესმენებთან დაკავშირებული კომპანია „სევერი“ მიუსაფარ  ცხოველთა მოვლასთან და ნაგავსაყრელის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებს აჭარის მუნიციპალიტეტებში. ჯამში, 2013 წლიდან დღემდე „სევერმა“ 4,979,714 ლარი მიიღო, საიდანაც 99%-ზე მეტი თანხა, გამარტივებული შესყიდვების, უკონკურენტო ტენდერების ან სხვა პრეტენდენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე დაერიცხა“ – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. „გამჭვირვალობამ“ დღეს, 9 ივნისს გამოაქვეყნა ინფორმაცია სახელწოდებით – …

ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა

დღეს, 9 ივნისს, ბათუმში, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში, წყლის მილი გასკდა და ასფალტის ნაწილი ჩავარდა. დაზიანდა მსუბუქი ავტომანქანა, ორმოში ჩავარდა მუნიციპალური ავტობუსიც. ირგვლივ მდებარე შენობებზე, საცხოვრებელ და კომერციულ ფართობებზე, ჩამსხვრეულია მინები. ადგილი შემოსაზღვრულია პოლიციის ლენტით. გზის სავალი ნაწილი ამჟამად სავსეა ქვა-ღორღით. პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „ბათუმის წყლის“ ცნობით, დაზიანდა 225 მმ-იანი, ცენტრალური, …

რუსეთში, ვორონეჟში, დრონი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა – არიან დაშავებულები

დღეს, 9 ივნისს, რუსეთში, ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა განაცხადა, რომ ვორონეჟში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა. რუსული მედიის ცნობით, შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, თუმცა მათი ჰოსპიტალიზება საჭირო არ გამხდარა. რუსული გამოცემა „ტასი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სამიზნე იყო საავიაციო ქარხანა, მაგრამ სიგნალი დაახშეს და დრონი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა. ვორონეჟში აფეთქებას …

უკრაინამ ფრონტის 3 მიმართულებაზე კონტრშეტევა განახორციელა – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები 8 ივნისის მიმოხილვაში წერენ, 4 ივნისიდან უკრაინამ ჩაატარა კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის სულ მცირე სამ სექტორში. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს ტაქტიკურ წარმატებას დასავლეთ დონეცკის ოლქში, დონეცკის ოლქის საზღვრის მახლობლად, შეზღუდული ლოკალიზებული კონტრშეტევების დროს 4 ივნისიდან. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინულმა ძალებმა განახორციელეს შეზღუდული, მაგრამ მნიშვნელოვანი შეტევა დასავლეთ ზაპოროჟიეს …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 ივნისის 21 საათიდან 10 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო …

უკრაინას აქვს ინიციატივა ფრონტის უმეტეს მიმართულებაზე – ბრიტანული დაზვერვა

„უაღრესად რთული ოპერატიული სურათის ფონზე, მძიმე ბრძოლები გრძელდება ფრონტის რამდენიმე ადგილას. უმეტეს მიმართულებაზე ინიციატივა უკრაინას აქვს“ – წერს დღეს, 8 ივნისს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა. ბრიტანელი ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსულ ძალებს, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ აქვთ ბრძანება, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ შეტევას. ამავე დროს, დაზვერვის ცნობით, ჩეჩნურ შენაერთებს წარუმატებელი მცდელობა ჰქონდათ დონეცკის მახლობლად მდებარე ქალაქ …

უკრაინელები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ – მალიარი

დღის განმავლობაში უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით 200-დან 1100 მეტრამდე დაწინაურდნენ – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა hromadske წერს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე, ანა მალიარზე დაყრდნობით. მალიარი ამბობს, რომ ბახმუტის მიმართულებით უკრაინის ჯარები თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ, ოკუპანტები კი ცდილობენ თავიანთი პოზიციების შენარჩუნებას. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ბახმუტის მიმართულებით რუსეთის რეგულარული არმია აწარმოებს სამხედრო ოპერაციებს, „ვაგნერი“ კი ფრონტის ზურში …

რომელ ქუჩებზე შეწყდება გაზის მიწოდება დღეს ქობულეთში

კომპანია „სოკარის“ ცნობით, დღეს, 7 ივნისს, 16:00 საათიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ნინოშვილის #1 კორპუსს და აღმაშენებლის ქუჩის #127 გაზმომარაგება შეუწყდება. „სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდება დაიწყება 7 ივნისს 18:00 სთ-დან და სრულად აღდგება 7 ივნისის დღის ბოლომდე. ასევე დღეს, 7 ივნისის 14:00 საათიდან ქობულეთში გაზმომარაგება შეუწყდება რუსთაველის ქუჩის 121 ნომერს. გაზის მიწოდება დაიწყება 7 ივნისს, 16:00 სთ-დან …

კონკურსი აჭარაში პარტნიორი საჯარო სკოლების შესარჩევად

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ამერიკული ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მიერ დაფინანსებული  პროექტის „დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება სამოქალაქო ქსელის მეშვეობით აჭარაში“ ფარგლებში, აცხადებს კონკურსს აჭარის რეგიონში  დამატებით 10 პარტნიორი საჯარო სკოლის შესარჩევად. სკოლები შეირჩევა აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში: ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში.  თითოეული მუნიციპალიტეტიდან 2 საჯარო სკოლა. შერჩეული სკოლის  ბაზაზე შეიქმნება  ან/და  გაძლიერდება  მოქმედი  სამოქალაქო კლუბი, …

ევაკუაციის პარალელურად რუსეთი ხერსონს ბომბავს – უკრაინის შს სამინისტრო

6 ივნისს, გვიან ღამით რუსეთმა უკრაინაში კახოვკის ჰესი ააფეთქა. ხერსონის ადმინისტრაციის თქმით, წყალი კრიტიკულ, მოსახლეობისთვის საშიშ დონეს 5 საათში მიაღწევს. სანამ ხერსონის ოლქის დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს, რუსული საოკუპაციო ჯარები აგრძელებენ ქალაქის დაბომბვას – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით. „სანამ გადარჩენას ვცდილობთ, რუსები ხერსონის დაბომბვას აგრძელებენ… გამოცხადებულია ევაკუაცია, ხალხის გაყვანა …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 ივნისის 21 საათიდან 7 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 …

ბახმუტის მიმართულებით უკრაინის არმია წარმატებას აღწევს და სიმაღლეებს იკავებს – მალიარი

ბახმუტის მიმართულებით უკრაინის არმია ფრონტის გასწვრივ მოძრაობს და წარმატებას აღწევს – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებაზე დაყრდნობით. „ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვას, რომელიც დავიწყეთ 2022 წლის 24 თებერვალს. თავდაცვითი ოპერაცია შეიცავს ყველაფერს, მათ შორის კონტრშეტევასაც, ამიტომ, ზოგიერთ მიმართულებაზე გადავდივართ შეტევაზე. მათ შორის საომარი მოქმედებების ეპიცენტრად რჩება ბახმუტის მიმართულება. …

უკრაინას რუსეთში აგენტების ქსელი აქვს და მათ დრონებს აწვდის – CNN

აშშ-ში მიიჩნევენ, რომ უკრაინამ შექმნა აგენტებისა და მხარდამჭერების ქსელი რუსეთში, რომლის წევრებიც ახორციელებენ დივერსიებს, კიევმა კი დაიწყო მათთვის დრონების მიწოდება თავდასხმებისთვის – ამის შესახებ CNN-ი აქვეყნებს ინფორმაციას აშშ-ს დაზვერვის რამდენიმე წარმომადგენელზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, აშშ-ის დაზვერვის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ რუსეთში პროუკრაინელმა აგენტებმა განახორციელეს კრემლზე დრონის თავდასხმა მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში და უპილოტო საფრენი აპარატები …

უკრაინელები დაწინაურდნენ დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში – ISW

4 ივნისს უკრაინულმა ძალებმა ლოკალური სახმელეთო შეტევებისას მიაღწიეს შეზღუდულ ტაქტიკურ წარმატებას დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში და ზაპოროჟიეს რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში – წერს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ ანგარიშში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 4 ივნისს გავრცელებულ გეოლოკაციის კადრებში ჩანს უკრაინული მექანიზებული ძალები, რომლებიც მიიწევენ რივნოპოლის ჩრდილო-აღმოსავლეთით. რუსი სამხედრო ბლოგერები ირწმუნებიან, რომ უკრაინულმა ძალებმა დაარტყეს პრიუტნოეს (ველიკა …

პროფესიული სასწავლებლების პირველი სტუდენტური ფესტივალი ბათუმში

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრმა, ევროკავშირის მხარდაჭერით, 2023 წლის 4 ივნისს პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ფესტივალი ჩაატარა. ფესტივალში მონაწილეობდა საქართველოს მასშტაბით არსებული სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე, მონაწილეობდნენ ესტონეთის „ვალგას“ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები. ფესტივალზე დასწრება შეეძლოთ როგორც ახალგაზრდებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს. პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებმა სხვადასხვა ინტერაქციულ ფორმატში ფესტივალზე წარმოადგინეს დეტალური ინფორმაცია მათი პროგრამებისა …

„ხელოვნური განაყოფიერების მომავალი“ – ისრაელელი ემბრიოლოგის საჯარო ლექცია ბათუმში

„ხელოვნური განაყოფიერების წარსული და მომავალი“- ამ თემაზე ბათუმში საჯარო ლექციას წაიკითხავს მედიცინის დოქტორი ელენა მილნერი, ემბრიოლოგი ისრაელიდან. საჯარო ლექციაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: გადადებული მშობლობა, კვერცხუჯრედის და ემბრიონის გაყინვის ტენდენციები, რამდენად ხდება ინ-ვიტრო განაყოფიერება როცა საჭიროება არ არსებობს და რა გველოდება მომავალში. პრესრელიზის თანახმად, დოქტორი ელენა მილნერი ინოვაციური სამედიცინო კლინიკა BIRTH-ის მოწვეული ემბრიოლოგია ისრაელიდან, ის …

რუსეთი მაისში 300 დრონით დაესხა თავს უკრაინას – ბრიტანული დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 5 ივნისს, ყოველდღიურ მოკლე მიმოხილვაში წერს, რომ 2023 წლის მაისში რუსეთი უკრაინას 300-ზე მეტი ირანული „შაჰედით“ დაესხა თავს. დაზვერვის ცნობით, ამ იარაღის სისტემის ყველაზე ინტენსიური გამოყენებაა დღემდე. დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი ასეთი ინტენსიური თავდასხმების სერიით ცდილობს უკრაინამ გახარჯოს ძვირადღირებული საჰაერო თავდაცვის რაკეტების მარაგი. ამავე დროს, ბრიტანული დაზვერვა ნაკლებად სავარაუდოდ …

რესტორან „რეტროში“ მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – შსს

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით – უთხრეს „ბათუმელებს“ შს სამინისტროს პრესცენტრში რესტორნის მიმტანის ცემის საქმეზე. გუშინ, 3 ივნისს, ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელმა მიმტანს სცემა. ძალადობის დამადასტურებელი კადრები „რეტროს“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ბათუმელებს“ დღეს მოაწოდა. ის კონფლიქტის თვითმხილველია. ვიდეოში, რომელიც „ბათუმელებს“ რესტორნის თანამშრომელმა მოაწოდა, ჩანს, თუ როგორ კრავს ხელს …

გოდრების 83 წლის ოსტატი სოფელ დანდალოდან

ქედაში გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დამდეგს თუ მოხვდებით, ათასნაირ სურნელით გაბრუებულს, ვარდებით მოქარგული ეზოებიდან გაგიჭირდებათ თავის დაღწევა. ერთ-ერთ ასეთი ეზოდან შეგვიძღვა საკუთარ სახლსა და სახელოსნოში 83 წლის გივი მგელაძე, რომელიც ცოლთან ერთად ცხოვრობს, კალათებს ქსოვს და ბოსტანსაც უვლის. „დავიბადე 1941 წლის 10 იანვარს. დავამთავრე დანდალოს 8-წლიანი და შემდეგ გოგეშვილების საშუალო სკოლა, წარჩინებულად, მხოლოდ ერთი 4-იანი …

„კმარა ღრიალი. თქვი დრო, ადგილი და შევხვდეთ“ – კადიროველები პრიგოჟინის წინააღმდეგ

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ჩეჩნეთიდან, კადიროვის გარემოცვის უახლოესმა წევრმა, ადამ დელიმხანოვმა დაჯგუფება „ვაგნერის“ მფლობელს, ევგენი პრიგოჟინს მოუწოდა შეწყვიტოს „ყვირილი და ყბედობა“ და „დაასახელოს დრო და ადგილი“ შესახვედრად. დელიმხანოვმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა ტელეგრამზე პირველ ივნისს. იგი ვიდეოში ამბობს, რომ ამ მიმართვით პრიგოჟინს ეხმაურება. იგი შენობით მიმართავს „ვაგნერის“ მფლობელს და მას „ბლოგერს“ უწოდებს. „ვნახე ევგენი პრიგოჟინის მიმართვა, რომელშიც …

სად რა ღონისძიება გაიმართება ხვალ ბათუმში – ზაფხულის სეზონი ფესტივალით იხსნება

ხვალ, შაბათს, 3 ივნისს, აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. ტურისტული სეზონის გახსნა 3-4 ივნისს ბათუმში „ზაფხულის ფესტივალით“ აღინიშნება. ფესტივალი უცვლელი სლოგანით – „ზაფხული იწყება აქ“ ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. ხვალ, 3 ივნისს, ფესტივალის პროგრამა ასე გამოიყურება: აქტივობები 12:00, 15:00, 16:00 საათზე – დრამ შოუ 12:00 – 18:00 საათზე – საბავშვო აქტივობები 12:00-20:00 საათზე …

რუსეთი მწვავე დილემის წინაშეა – რას წერს ბრიტანული დაზვერვა

დღეს, 2 ივნისს, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ყოველდღიურ მოკლე ანგარიშში წერს, რომ პირველ ივნისს, დილიდან, პარტიზანული ჯგუფები ბოლო ათი დღის განმავლობაში მეორედ დაესხნენ თავს ბელგოროდის ოლქს რუსეთში. დაზვერვა წერს, რომ რუსეთის სამხედრო და შინაგან საქმეთა ძალებმა, სავარაუდოდ, უფრო სწრაფად და წარმატებულად შეძლეს ამ თავდასხმის შეკავება, ვიდრე წინა ჯერზე. „თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზის მიხედვით, რუსეთმა …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 ივნისის 21 საათიდან 3 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10– 15 გრადუსი სითბო ზღვის …

ბათუმში 27 გრადუსამდე დათბება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი ივნისის 21 საათიდან 2 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10– 15 გრადუსი სითბო ზღვის …

მოსახლეობა ისევ „ორბის“ წინააღმდეგ – აქცია ბათუმში

დღეს, 31 მაისს, ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე აქცია გაიმართა. აქ მცხოვრები მოსახლეობა სამშენებლო კომპანია „ორბის“ წინააღმდეგ გამოვიდა აქციაზე. მოსახლეობის თქმით, „ორბი“ კვლავ პროექტის დარღვევით აგრძელებს მშენებლობას, ითხოვდნენ შეხვედრას კომპანიის წარმომადგენელთან და ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ჩართულობას. ხიმშიაშვილის 15-ში „ორბი“ მრავალფუნქციურ სასტუმრო კომპლექსს აშენებს, რომელიც რამდენიმე კორპუსისგან შედგება. საკუთარი ცათამბჯენების გვერდით, როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ, „ორბი“ გამაერთიანებელ …

ბრაზილიაში ქართველი მეზღვაური მოკლეს – მედია

ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში ქართველი მეზღვაური მოკლეს – ინფორმაციას ბრაზილიური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, გემის ინჟინერი, 31 წლის მამაკაცი, რიო დე ჟანეიროს სასტუროში იპოვეს მოკლული სამშაბათს, 30 მაისს. ეჭვმიტანილი დაკავებულია. მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილს კრიმინალური წარსული აქვს.

რუსეთმა გზა ააფეთქა უკრაინის, რუსეთის და ბელარუსის საზღვარზე

რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის საზღვარზე რუსეთმა გზა ააფეთქა. „სამი დის“ ძეგლთან მომხდარი აფეთქების ვიდეო დღეს, 31 მაისს, რუსულმა პრო-სამხედრო ტელეგრამამ არხებმა გამოაქვეყნეს. რუსი პროსახელისუფლებო ბლოგერები აფეთქების მიზეზად უკრაინის ტანკებისთვის გზის შეზღუდვას ასახელებენ. ინფორმაცია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა, ანდრეი დემჩენკომ დაადასტურა. „უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ კომენტარში მან დააკონკრეტა, რომ გზა ააფეთქეს 30 მაისს. მისი თქმით, რუსეთმა …

Exit mobile version