ბათუმელი მოსწავლეებისთვის ლექციები გაიმართება განახლებადი და სუფთა ენერგიის შესახებ

ხვალ, 22 მაისს, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში და GREDA საქართველოს ენერგოუსაფრთხოების უპირატესობების, ეკონომიკური ზრდისა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის შესახებ ბათუმელი მოსწავლეებისთვის ორ ლექციას გამართავს. როგორც ამ ღონისძიების ორგანიზატორები წერენ, „ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ლექციები მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიისა და გარემოს დაცვის შესახებ მომავალ თაობებში ცოდნის ამაღლებას. მიზნობრივი ინტერვენციები ახალგაზრდებში მდგრადი გადაწყვეტილებებისა და …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო მონაცემებზე ომში – 21 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 203 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +730] ტანკი – 3 783 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 7 398 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 3 258 ერთეული [+29] MLRS – 564 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

„რედისის“ ცოლის თქმით, „აზოვის“ მეთაურებმა უარი თქვეს ახლობლებმა ისინი მოინახულონ თურქეთში

პოლკ „აზოვის“ მეთაურის, დენის პროკოპენკოს [რედისის] მეუღლემ, ეკატერინა პროკოპენკომ, რომელმაც „აზოვსტალის“ მცველების ტყვეობის პერიოდში „აზოვსტალის“ მცველთა ოჯახების ასოციაცია დააფუძნა, განაცხადა, რომ პოლკ „აზოვის“ მეთაურები თურქეთში ცხოვრობენ დახურული ტიპის დაწესებულებაში, მაგრამ აქვთ ინფორმაციაზე წვდომა. მან ამის შესახებ Ukrinform-თან ინტერვიუში ისაუბრა. „ისინი უსაფრთხო ადგილას არიან, ამიტომ, საბედნიეროდ, მიწისძვრა მათ არ შეხებია“, განაცხადა ეკატერინა პროკოპენკომ. რედისის მეუღლის თქმით, …

ევროკავშირის პროექტის წარმატებული სტაჟიორები დააჯილდოვეს

„21 წლის ვარ, აქამდე არსად ვყოფილვარ დასაქმებული. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, გასული წლის პირველი ივლისიდან ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში ანაზღაურებადი სტაჟირება დავიწყე“ – ამბობს დიანა აბულაძე. დიანა, სხვა ახალგაზრდებთან ერთად, „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS) პროექტშია ჩართული, რომლის ერთ-ერთი მიზანია 15-დან 29 წლის ახალგაზრდებს პირველი ანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობა მისცეს. 18 მაისს პროექტის …

ჩვენ არსად წავალთ – დიდი ბრიტანეთის პრემიერის გზავნილი პუტინს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეები ურყევნი არიან თავიანთ გადაწყვეტილებაში, მხარი დაუჭირონ უკრაინას. „ჩვენ არსად წავალთ“ – ასეთია რიში სუნაკის გზავნილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისადმი. ინტერვიუ Sky News-მა G7-ის სამიტზე ჩაწერა, რომელიც იაპონიაში, ჰიროსიმაში მიმდინარეობს დღეს, 19 მაისს. „რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ურყევი ვართ უკრაინის მხარდასაჭერად არა მხოლოდ აქ …

რას წერს ბრიტანული დაზვერვა ყირიმში რკინიგზის აფეთქებაზე

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რკინიგზის აფეთქებამ, რომელიც 18 მაისს მოხდა, შესაძლოა შეაფერხოს შავი ზღვის ფლოტისთვის შეიარაღების, კერძოდ, „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება – წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ყოველდღიურ, მოკლე მიმოხილვაში, დღეს, 19 მაისს. აფეთქება რკინიგზაზე, ოკუპირებულ ყირიმში, სიმფიროპოლის მახლობლად, 18 მაისს  მოხდა. ლიანდაგის დაზიანების შედეგად მატარებელი რელსებიდან გადავიდა და გადაკეტა სევასტოპოლისკენ, რუსეთის ფედერაციის შავი …

ბრიტანული დაზვერვა: რუსეთში ჩინოვნიკებს სურთ გადადგომა, მაგრამ მათ ეს აკრძალული აქვთ

დღეს, 18 მაისს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ყოველდღიურ მოკლე მიმოხილვაში წერს, რომ რუსეთის მთავრობა, სავარაუდოდ, ფაქტობრივად, უკრძალავს მაღალჩინოსნებს თანამდებობიდან გადადგომას მანამ, სანამ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ მიმდინარეობს. დაზვერვის ცნობით, ეს აკრძალვა ვრცელდება მინიმუმ რეგიონულ ლიდერებზე, ძალოვნებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავლენიან წევრებზე. ბევრი თანამდებობის პირი, სავარაუდოდ, ძალიან სკეპტიკურად უყურებს ომს, ასევე, ხშირად განიცდიან სამუშაო სტრესს ომის …

რუსეთის 30 ფრთოსანი რაკეტიდან 29 უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსამსახურის ცნობით, 17 მაისის საღამოდან 18 მაისის დილამდე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სხვადასხვა მიმართულებით სარაკეტო იერიშის რამდენიმე ტალღა განახორციელეს უკრაინაში. უწყების ცნობით, რუსეთის არმიამ გაისროლა 30 საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ფრთოსანი რაკეტა, მათგან 29 უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ცნობით, გასულ ღამეს ჩამოაგდეს რუსეთის ორი „შაჰიდი“ და ორი სადაზვერვო უპილოტო …

ბახმუტში უკრაინელმა მებრძოლებმა ნახევარი კილომეტრით წაიწიეს – მედია

უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერზე, სერხი ჩერევატზე დაყრდნობით, წერს, რომ გასულ 24 საათში უკრაინელმა ჯარისკაცებმა 500 მეტრამდე წინსვლა შეძლეს ბახმუტის ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე. „მტერმა 456-ჯერ ესროლა ჩვენს პოზიციებს სხვადასხვა კალიბრიდან და სხვადასხვა ტიპის არტილერიიდან, რითაც დაადასტურა, რომ სინამდვილეში ჭურვების ნაკლებობა არ აქვს, სამწუხაროდ. ამ მიმართულებაზე 25 შეტაკება და 12 საჰაერო იერიში მოხდა. 107 …

ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტების გამო 4 პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე 4 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. „მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების კომისიის იმჟამინდელ თავმჯდომარეს ქრთამი გადასცეს, რის სანაცვლოდაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში მდებარე 23,4 ჰექტარი ორი მიწის ნაკვეთი თაღლითურად მიისაკუთრეს“ – იუწყება პროკურატურა. ოთხივე პირს …

მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა 8.4 პროცენტით შემცირდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის I კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 8.4 პროცენტით შემცირდა და 929.8 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 448.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.3 პროცენტით ჩამორჩება. საქსტატის ცნობით, ღორის რაოდენობა 159.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 6.3 …

„დაუმარცხებელი კინჟალის“ დაუცველობა სიურპრიზია რუსეთისთვის – ბრიტანული დაზვერვა

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის საზღვარზე საჰაერო ბრძოლები გამწვავდა. მხოლოდ 2023 წლის 13 მაისს ბრიანსკის რაიონში ჩამოაგდეს რუსეთის საჰაერო ძალების ოთხი თვითმფრინავი (ორი საბრძოლო თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი)“ – წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 17 მაისს, ყოველდღიურ ანგარიშში. ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ 3 მაისს უკრაინამ ჩამოაგდო „კინჟალი“, რუსეთის ჰიპერბგერითი რაკეტა, რომელსაც აქამდე რუსეთი „დაუმარცხებელ“ …

მოხალისეობის კულტურის პოპულარიზების მიზნით, ბათუმში რეგიონული ფორუმი გაიმართება

მოხალისეობა  სხვების უანგაროდ დახმარებას გულისხმობს. მოხალისე არის ფიზიკური პირი, რომელიც დროსა და ენერგიას საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის კეთებაში ხარჯავს. თუმცა მოხალისეებისა თუ მათი მიმღები ორგანიზაციების შესახებ მოსახლეობამ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ იცის. სწორედ ამიტომ, 2023  წლის 19  მაისს, „ჰილტონ ბათუმში“ რეგიონული  ფორუმი ,,სამოქალაქო საზოგადოება მოხალისეობის განვითარებისათვის“ გაიმართება, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 მაისის 21 საათიდან 18 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 19 – 24 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 16 – 21 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო …

უკრაინის თავდაცვამ ბახმუტში ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია – ბრიტანული დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 16 მაისს, რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს, რომ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის რაიონში ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს. ბრიტანული დაზვერვის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ „ვაგნერი“ აგრძელებს წინსვლას ბახმუტის ცენტრში, უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს ფლანგების სტაბილიზაცია. უწყების ცნობით, ქალაქიდან სამხრეთით გადაადგილების გარდა, უკრაინის შეტევებმა შეავიწროვა რუსეთის ფრონტის ხაზი ქალაქის …

ოკუპირებულ ლუგანსკში ე.წ. შს მინისტრი ააფეთქეს – ის რეანიმაციაშია

უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში, ე.წ. „ლუგანსკის რესპუბლიკაში“ დღეს, 15 მაისს, აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იგორ კორნეტი, რუსული მედიის ცნობით, იგი რეანიმაციაში იმყოფება. აფეთქება ლუგანსკის ცენტრში, სილამაზის სალონში მოხდა, სადაც ყუმბარა აფეთქდა. რუსული მედია წერს, რომ აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. კორნეტი ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკაში ერთ-ერთი ყველაზე …

ბათუმში გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 მაისის 21 საათიდან 16 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 19 – 24 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო ზღვის …

ბრიტანეთი უკრაინას ასობით დრონს მიაწვდის, რომელთაც 200 კმ-ის დაფარვა შეუძლიათ

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ასობით თავდაცვის რაკეტასა და თავდასხმისთვის განკუთვნილ დრონებს მიაწვდის, რომელთაც 200 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლიათ. „ეს გადამწყვეტი მომენტია უკრაინის წინააღმდეგობისთვის საშინელ, აგრესიულ ომში, რომელიც მას არ აურჩევია და არ დაუწყია“, – ციტირებს „ბიბისი“ დიდი ბრიტანეთის პრემიერის, რიში სუნაკის განცხადებას. გასული კვირის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიაწვდის Storm Shadow-ის რაკეტებს. …

ბახმუტში რუსეთის არმიის 2 პოლკოვნიკი დაიღუპა – რუსული მედია

რუსული მედია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ე.წ. „სპეცოპერაციის ზონაში“, უკრაინაში რუსული არმიის ორი პოლკოვნიკის დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში, „შეტევების მოგერიებისას“ დაიღუპნენ მე-4 მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ვიაჩესლავ მაკაროვი და სამხედრო-პოლიტიკური სამუშაოების სამხედრო კორპუსის მეთაურის მოადგილე, პოლკოვნიკი ევგენი ბროვკო. მეათე თვეა რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ ქალაქის აღებას, თუმცა …

როდის ჩაირთვება წყალი ბათუმის ცალკეულ უბნებში – „ბათუმის წყალი“

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 14 მაისს, 23:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება თამარის, წინსვლის, ჩაისუბნის, ბარცხანის, განთიადის, მახინჯაურის დასახლებებსა და ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მცხოვრებ აბონენტებს. „ბათუმის წყლის“ ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზია სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების შეზღუდვა.  

ბახმუტში უკრაინამ 16,8 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა კონტრშეტევის შედეგად – ISW

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ბოლო მიმოხილვაში წერენ, რომ მათ ხელთ არსებული მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტის რაიონში ბოლო დღეებში განხორციელებული კონტრშეტევების შედეგად 16,85 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. ISW წერს, რომ 13 მაისის მდგომარეობით, უკრაინული ძალები განაგრძობენ ბახმუტში კონტრშეტევას. აქვე აღნიშნულია, რომ ISW-ს არ უნახავს უკრაინელების მიღწევების ვიზუალური დადასტურება. უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ 13 …

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, 14 მაისს, თურქეთის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები თურქეთში საქართველოს დროით 09:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება. წინასწარი შედეგების გამოცხადება ღამით დაიწყება. თურქეთში და მის ფარგლებს გარეთ 64,1 მილიონზე მეტი ამომრჩეველია, მათგან დაახლოებით 4,9 მილიონი ადამიანი ხმას პირველად მისცემს. თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს – სახელმწიფოს მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ …

ოკუპირებულ ლუგანსკში ორი აფეთქება მოხდა

უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ოკუპირებულ ლუგანსკში ქარხანას დაარტყეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა – ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ წერს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით. რუსული მედიის ცნობით, ლუგანსკში დღეს, 12 მაისს, 2 აფეთქება მოხდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ოკუპირებული ლუგანსკი ფრონტის ხაზიდან თითქმის 90 კილომეტრში მდებარეობს. ტელეგრამზე აფეთქების არაერთი კადრი ვრცელდება. ოფიციალურ კიევს აფეთქებების შესახებ …

ბრიტანეთმა დაადასტურა უკრაინისთვის 250 კმ-მდე მოქმედი რაკეტების გადაცემა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა, დაადასტურა უკრაინისთვის ფრთოსანი რაკეტების – Storm Shadow-ის გადაცემა. ეს რაკეტები უკრაინას უფრო შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობას მისცემს – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. უოლესმა ამ ნაბიჯს უწოდა პროპორციული პასუხი რუსეთის ესკალაციაზე. საპასუხოდ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მიიღებს „ადეკვატურ” სამხედრო ზომებს ბრიტანეთის მიერ მიწოდებული Storm Shadow-ის გამოყენების შემთხვევაში. …

პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს ბახმუტში ეპატიჟება

დღეს, 12 მაისს, „ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურის არხზე ტელეგრამში, ოფიციალური წერილი გამოჩნდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუსადმი მიმართვით. „მძიმე ოპერატიული მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე საბრძოლო მოქმედებებში თქვენი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, გთხოვთ, მობრძანდეთ ბახმუტის ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის გასამხედროებული ქვედანაყოფების კონტროლქვეშ იმყოფება და დამოუკიდებლად შეაფასოთ არსებული ვითარება“ – წერია წერილში. პრიგოჟინი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ამჟამად …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 მაისის 21 საათიდან 13 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, ზოგან დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 …

ჩვენ გვჭირდება მეტი დრო – ზელენსკი უკრაინის კონტრშეტევის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან განაცხადა, რომ უკრაინას მეტი დრო სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის დასაწყებად, რადგან უკრაინას სჭირდება დაპირებული დასავლური დახმარება. „იმით [რაც გვაქვს], ჩვენ შეგვიძლია წინ წავიწიოთ და მივაღწიოთ წარმატებას, მაგრამ ჩვენ დავკარგავთ ბევრ ადამიანს. ვფიქრობ, ეს მიუღებელია. …ასე, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ. ჩვენ ჯერ ისევ გვჭირდება ცოტა მეტი დრო“, – თქვა ზელენსკიმ. უკრაინაში …

როდემდე გაგრძელდება წვიამიანი ამინდი ბათუმში | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 მაისის 21 საათიდან 12 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, ზოგან დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი …

ბახმუტის მიმართულებით ვახორციელებთ ეფექტურ კონტრშეტევებს – სირსკი

უკრაინელმა მებრძოლებმა ბახმუტის მიმართულებით ეფექტური კონტრშეტევების განხორციელება შეძლეს, რის შედეგადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზოგიერთ რაიონში 2 კილომეტრამდე უკან დაიხიეს – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, ალექსანდრე სირსკი წერს ტელეგრამზე. „კარგად გააზრებული თავდაცვის შედეგად, ბახმუტის მიმართულებით ჩვენ ვიღებთ ჩვენი ქვედანაყოფების მოქმედების ეფექტურ შედეგებს. მათ შორის, ვახორციელებთ ეფექტურ კონტრშეტევებს. ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთში მტერმა ვერ …

მოსკოვი-თბილისის ფრენები ყოველდღე შესრულდება – რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, რუსულმა ავიაკომპანიებმა რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენისთვის მზადება დაიწყეს – ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ წერს. სააგენტოს ცნობით, რუსული ავიაკომპანიები ყოველკვირეულად შვიდ პირდაპირ რეისს განახორციელებენ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით. „ამჟამად გადამზიდავები ემზადებიან ფრენების აღსადგენად. რუსული ავიახაზები ყოველ კვირას შვიდ პირდაპირ რეისს შეასრულებენ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან. ფრენები განხორციელდება შიდა …

რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები განაახლა

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება დღეს, 10 მაისს გამოქვეყნდა. უვიზო რეჟიმი ძალაში 15 მაისიდან შევა. განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გარეშე შეძლებენ, თუმცა ვიზა კვლავ იქნება საჭირო სამუშაოდ ან 90 დღეზე მეტხანს წასასვლელად. რაც შეეხება რუსეთში უვიზოდ გამგზავრებას, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ რუსეთში უვიზოდ 180 დღიდან 90 …

ბახმუტში 72-ე ბრიგადის ქვედანაყოფები ფაქტობრივად გავანადგურეთ – აზოვის პოლკის დამფუძნებელი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მესამე მოიერიშე ბრიგადამ ბახმუტთან დაამარცხა რუსეთის ფედერაციის 72-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ქვედანაყოფები, გაათავისუფლეს ტერიტორიის ნაწილი და ტყვედ აიყვანეს ოკუპანტების ნაწილი – წერს „უკრაინსკაია პრავდა“  აზოვის პოლკის დამფუძნებლისა და ეროვნული კორპუსის პარტიის ლიდერის, ანდრეი ბილეცკის მიერ  ტელეგრამზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მესამე მოიერიშე ბრიგადა 2023 წლის იანვარში შეიქმნა – ეს ცნობილი აზოვის  …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 მაისის 21 საათიდან 10 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან მცირე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 4 – 9 გრადუსი …

„მე და ევროპა“ – ფილმის ჩვენება ბათუმში

9 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავად, ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართება ფილმის „მე და ევროპა“ კინოჩვენება. დოკუმენტური ფილმი 2022 წელს გადაიღო კინორეჟისორმა გიორგი ქველიძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მჭიდრო თანამშრომლობით. „ფილმი ოთხ სამიზნე რეგიონში: კახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და იმერეთში გადაღებულ ოთხ ამბავს აერთიანებს. ეს ფილმი მოგვითხრობს ჩვენს საერთო ღირებულებებზე – მრავალფეროვნებაზე, თანასწორობაზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე,“ – ნათქვამია ოფიციალურ …

რუსეთში ხანძრის შედეგად დაახლოებით 60 ათასი ჰექტარი ტყე დაიწვა

რუსეთში, ციმბირსა და ურალში, ტყის ხანძარი გაჩნდა. „ბიბისის“ ცნობით, ხანძრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 60 ათასი ჰექტარი ტყე დაიწვა. ხანძარი მოედო დასახლებულ ადგილებსაც. რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ წერს, რომ კურგანის რაიონში 300-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და 3900 შენობა განადგურდა ხანძრის შედეგად. ხანძარი შენობიდან შენობაზე გავრცელდა და დიდი ტერიტორია მოიცვა. მედიის ცნობით, რამდენიმე დღეა …

ბუდანოვი: რუსული ურდო თავისი ჯარისკაცების სისხლში დაიხრჩობა უკრაინაში

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინელმა ხალხმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნაციზმზე გამარჯვებაში 1945 წელს და დაამარცხებს რაშიზმსაც. ტერმინი „რაშიზმი“ უკრაინის რადამ 2 მაისს დააკანონა – ამ ტერმინით უკრაინა უკვე სამართლებრივადაც აღნიშნავს რუსულ ფაშიზმს. „რუსული ურდო დაიხრჩობა თავისი ჯარისკაცების სისხლში უკრაინის მიწაზე! რადგან მსოფლიოში ვერც ერთი არმია ვერ დაამარცხებს ერს, …

Exit mobile version