უკრაინაში, ქალაქ ლვოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, ბოლო ცნობებით, 10-მდე გაიზარდა, დაშავდა 42 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია. რუსულმა ძალებმა ქალაქი ლვოვი 6 ივლისს, ღამით დაბომბეს. სარაკეტო დარტყმის შედეგად ლვოვში დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსი, ხოლო ორ სადარბაზოში დაინგრა მესამე და მეოთხე სართულები. ნანგრევებში მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. უკრაინის პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
Author Archives: ბათუმელები
უკრაინის თავდაცვამ ბახმუტის მიმართულებით კილომეტრზე მეტით წაიწია წინ
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის წარმომადგენლის, სერგეი ჩერევატის განცხადებით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით კილომეტრზე მეტი მანძილით წაიწიეს წინ. „თავდაცვის ძალები იქ [ბახმუტის მიმართულებით] ინარჩუნებენ ინიციატივას, მტერზე ზეწოლას, ახორციელებენ თავდასხმით ოპერაციებს და ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგების გასწვრივ წინსვლას. კერძოდ, გასული 24 საათის განმავლობაში იქ კილომეტრზე მეტია გავლილი“ – განაცხადა ჩერევატიმ ტელემარათონის პირდაპირ …
Continue reading “უკრაინის თავდაცვამ ბახმუტის მიმართულებით კილომეტრზე მეტით წაიწია წინ”
უკრაინამ კონტრშეტევა იმაზე გვიან დაიწყო, ვიდრე ზელენსკის სურდა
უკრაინის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა კონტრიერიშის დაგვიანებაზე და ასევე იმაზე, თუ რას ცვლის უკრაინისთვის იარაღის დაგვიანებით მიწოდება ფრონტის ხაზზე. ვოლოდიმირ ზელენსკისთან ინტერვიუს დეტალებს უკრაინული UNIANI-ი აქვეყნებს. უკრაინამ იწინასწარმეტყველა კონტრშეტევის სირთულეები და მოკავშირეებს სთხოვა, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება ბევრი იარაღი მიეწოდებინათ, რათა რუსებს არ მისცემოდათ დრო თავდაცვის ხაზის გასაძლიერებლად. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ …
Continue reading “უკრაინამ კონტრშეტევა იმაზე გვიან დაიწყო, ვიდრე ზელენსკის სურდა”
რა ქუჩებზე გაითიშება გაზი ბათუმსა და ხელვაჩაურში 7 ივლისს
კომპანია „სოკარის“ ცნობით, 7 ივლისის 12:00 საათიდან 7 ივლისის 14:00 საათამდე ბათუმის მუნიციპალიტეტში, რობაქიძის ქუჩის აბონენტებს გაზმომარაგება შეუწყდება. ასევე, 7 ივლისის 11:00 საათიდან 7 ივლისის 13:00 საათამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაზმომარაგება შეუწყდება შანიძის 2 ჩიხსა და სიონის ქუჩის აბონენტებს, ხოლო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე – შაშიკაშვილისა და ხაბაძის ქუჩების აბონენტებს. „სოკარის“ ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების …
Continue reading “რა ქუჩებზე გაითიშება გაზი ბათუმსა და ხელვაჩაურში 7 ივლისს”
უკრაინის სამხედრო ოპერაციების ტემპი არ მიუთითებს ჩიხზე – ISW
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი [ISW] რუსეთ-უკრაინის 4 ივლისის ანგარიშში წერს, რომ როგორც ჩანს, უკრაინული ძალები ფოკუსირებულნი არიან ფრონტზე რუსული ადამიანური რესურსებისა და აღჭურვილობის შემცირებასა და ძალის გამოცლაზე და, ამავე დროს, უკრაინული ძალები აგრძელებენ სტაბილურ, თანდათანობით წინსვლას. ანგარიშში ამის დასტურად მოყვანილია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსეი დანილოვის 4 ივლისის განცხადება, როცა მან თქვა, …
Continue reading “უკრაინის სამხედრო ოპერაციების ტემპი არ მიუთითებს ჩიხზე – ISW”
გიორგი წიტაიშვილი „დინამო ბათუმში“ ითამაშებს
საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრებისა და კიევის „დინამოს“ ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი „დინამო ბათუმში“ ითამაშებს. „დინამო ბათუმი“ ამ ზაფხულს კონფერენსლიგაში ითამაშებს. კერძოდ, გუნდი ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ „ტირანას“ დაუპირისპირდება, 13 ივლისს – სტუმრად, 20 ივლისს კი – შინ. წარმატების შემთხვევაში „დინამოს“ მეტოქე საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე ეტაპზე თურქული „ბეშიქთაში“ იქნება. გიორგი წიტაიშვილმა საფეხბურთო კარიერა უკრაინაში, კიევის „დინამოში“ …
Continue reading “გიორგი წიტაიშვილი „დინამო ბათუმში“ ითამაშებს”
7 შვილის დედა ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს: „გადავწყვიტე, სტერეოტიპების მსხვრევა“
45 წლის მეგი თათეშვილი სტუდენტობისთვის ემზადება. იგი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს. მის შესახებ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი აქვეყნებს ფეისბუქზე. „45 წლის ვარ – 7 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებია. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვაბარებ. ამ ასაკში მიღებული ჩემი ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის ალბათ უცნაურია… 1995 წელს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ოჯახური პირობების გამო, სამწუხაროდ, მეორე …
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში | ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ივლისის 21 საათიდან 5 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი – 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი შიდამთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 13 – 18 გრადუსი …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში | ამინდის პროგნოზი”
შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია – გარემოს ეროვნული სააგენტო
„შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია“ – იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო დღეს, 4 ივლისს. უწყებაში აცხადებენ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებს. სააგენტოს ცნობით, კვლევების შედეგად ისაზღვრება ზღვის წყლის ქიმიური …
Continue reading “შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია – გარემოს ეროვნული სააგენტო”
რა ტაქტიკას იყენებს რუსეთი უკრაინის კონტრშეტევის შესანელებლად – ბრიტანული დაზვერვა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 4 ივლისს წერს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა პრიორიტეტულად აქცია და დახვეწა ტაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს შეანელოს უკრაინის ჯავშანტექნიკის კონტრშეტევითი ოპერაციები სამხრეთ უკრაინაში. „ამ მიდგომის არსია რუსეთის მიერ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების ინტენსიური გამოყენება. ზოგიერთ რაიონში დანაღმული ველების სიმჭიდროვე მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, იყენებს იმაზე ბევრად მეტ ნაღმს, ვიდრე ეს …
რუსეთის თავდასხმის შედეგად სუმში 3 ადამიანი დაიღუპა – ქალაქში გლოვა გამოცხადდა
უკრაინაში, ქალაქ სუმში, 3 ივლისს საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის დრონების თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, დაშავდა – 21. დღეს, 4 ივლისს, სუმში გლოვის დღე გამოცხადდა. ქალაქ სუმზე რუსეთის თავდასხმას წუხელ გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. „სამწუხაროდ, ჩვენს სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი რაოდენობის, მაღალი ხარისხის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომ დაიცვას მთელი ჩვენი ტერიტორია და ჩამოაგდოს მტრის ყველა …
Continue reading “რუსეთის თავდასხმის შედეგად სუმში 3 ადამიანი დაიღუპა – ქალაქში გლოვა გამოცხადდა”
რუსეთის თავდაცვა კიევს მოსკოვზე 5 დრონით თავდასხმაში ადანაშაულებს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ დღეს, 4 ივლისს, დილით, მოსკოვის რეგიონსა და ახალ მოსკოვში არსებულ ობიექტებზე ხუთი უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა მოხდა. რუსეთი მომხდარში კიევს ადანაშაულებს. „ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე ოთხი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა. კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩახშობილ იქნა და ჩამოვარდა მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონის ტერიტორიაზე. მსხვერპლი და ნგრევა …
Continue reading “რუსეთის თავდაცვა კიევს მოსკოვზე 5 დრონით თავდასხმაში ადანაშაულებს”
პოდოლიაკი აკრიტიკებს ობამას სკანდალურ განცხადებას ყირიმთან დაკავშირებით – მედია
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 2014 წლის მოვლენებზე საუბრისას CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინა 2014 წელს „არ იყო ის უკრაინა, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ“. მან თქვა, რომ 2014 წელს ყირიმში შეიარაღებული შეჭრა არ მომხდარა. „არის მიზეზი იმისა, რომ ყირიმში შეიარაღებული შეჭრა არ მომხდარა. რადგან ყირიმში ბევრი რუსულენოვანი ადამიანი იყო და გარკვეული სიმპათია იყო იმ შეხედულებების მიმართ, …
Continue reading “პოდოლიაკი აკრიტიკებს ობამას სკანდალურ განცხადებას ყირიმთან დაკავშირებით – მედია”
მედვედევი კვლავ ბირთვული ზამთრით იმუქრება და ფინეთს „ლენინის შექმნილს“ უწოდებს
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი კვლავ იმუქრება ბირთვული იარაღით და მესამე მსოფლიო ომით. „რასიისკაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ წერილში მედვედევი წერს, რომ დასავლელი პოლიტიკოსები „ვერ აცნობიერებენ, რას აკეთებენ“. „დაპირისპირება იქნება ძალიან ხანგრძლივი. დაპირისპირება გაგრძელდება ათწლეულების განმავლობაში. მისი გადაჭრის ერთ-ერთი გზა მესამე მსოფლიო ომია. მაგრამ ეს აშკარად ცუდია, რადგან გამარჯვებულებს არ აქვთ გარანტირებული შემდგომი კეთილდღეობა, …
Continue reading “მედვედევი კვლავ ბირთვული ზამთრით იმუქრება და ფინეთს „ლენინის შექმნილს“ უწოდებს”
უკრაინის ძალები აგრძელებენ წინსვლას ბახმუტისკენ – ანა მალიარი
უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით, – ამის შესახებ „ტელეგრამზე“ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი წერს. „აღმოსავლეთით გრძელდება როგორც შეტევითი, ასევე თავდაცვითი ოპერაციები. ჩვენ მივდივართ ბახმუტის მიმართულებით და მტერი განაგრძობს შეტევას ლიმანის, ავდიევკისა და მარინკის მიმართულებით. მტერი ცდილობს, ჩვენი ჯარების განდევნას პოზიციებიდან, მაგრამ იღებს ღირსეულ პასუხს. იქ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს“ …
Continue reading “უკრაინის ძალები აგრძელებენ წინსვლას ბახმუტისკენ – ანა მალიარი”
ესტონეთში 15-ჯერ იზრდება ჯარიმა სკოლებისთვის, სადაც ესტონური ენა არ იციან
ესტონეთში პირველი აგვისტოდან 15-ჯერ იზრდება ჯარიმა იმ სკოლებისთვის, სადაც ესტონური ენა არ იციან. ჯარიმა 10 000-მდე ევრო იქნება. გარდა ამისა, ესტონეთის ენის დეპარტამენტი დაიწყებს შემოწმებას, რამდენად იციან მასწავლებლებმა ესტონური ენა. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონური მედია ავრცელებს. აქამდე ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც ესტონეთის ენის დეპარტამენტს შეეძლო დაეკისრებიან მასწავლებლებისა და სკოლებისთვის, სადაც ენის მოთხოვნები არ იყო დაკმაყოფილებული, …
Continue reading “ესტონეთში 15-ჯერ იზრდება ჯარიმა სკოლებისთვის, სადაც ესტონური ენა არ იციან”
„რუსეთის ხალხი ავადაა რუსიზმით, რაც ფაშიზმზე საშიშია“ – ჯოხარ დუდაევი რუსეთის მომავალზე
1995 წელი. ინტერვიუ ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტ ჯოხარ დუდაევთან. ინტერვიუ გავიდა დამოუკიდებელი რუსული ტელეკომპანია „ვიდ“-ის გადაცემა „ვზგლიადში“ [Взгляд]. ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი 1996 წელს მოკლეს რუსეთის სპეცსამსახურებმა. „რუსეთის ხალხი ავადაა რუსიზმით. ეს არის ადამიანის მოძულე, ყველა იდეოლოგიაზე ძალიან სახიფათო და ქრონიკული დაავადება, უფრო საშიში, ვიდრე ფაშიზმი, ნაციზმი, რასიზმი“, – ამბობს ინტერვიუში ჯოხარ დუდაევი, რომელიც იქვე დასძენს. -„მეც …
ბუჩაში გაიხსნა მემორიალი რუსეთის ოკუპაციის დროს მოკლული 501 მოქალაქის პატივსაცემად
პირველ ივლისს უკრაინაში, ქალაქ ბუჩაში, გაიხსნა ინსტალაცია – მემორიალი ქალაქის იმ მცხოვრებთა პატივსაცემად, რომლებიც რუსმა სამხედროებმა ოკუპაციის დროს მოკლეს. მემორიალი ბუჩას ქალაქის პარკის შესასვლელთან დადგეს. მემორიალზე გამოფენილია ბუჩაში მოკლული, 501 იდენტიფიცირებული ადამიანის სახელი და გვარი და დაბადების და დაღუპვის წლები. 2022 წელს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ქალაქი ბუჩა რამდენიმე კვირის მანძილზე რუსი სამხედროების მიერ იყო …
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ღამით 8 „შაჰიდი“ და 3 „კალიბრი“ ჩამოაგდო
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, 2 ივლისის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალები თავს დაესხნენ უკრაინას რვა ირანული „შაჰიდითა“ და „კალიბრის“ ტიპის 3 ფრთოსანი რაკეტით. „შაჰიდების“ გაშვება მოხდა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, ხოლო „კალიბრის“ – შავი ზღვიდან. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა სამიზნე ჩამოაგდო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის თავდაცვის …
Continue reading “უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ღამით 8 „შაჰიდი“ და 3 „კალიბრი“ ჩამოაგდო”
მწერალთა სახლი „სულაკაურის გამომცემლობას“ სოლიდარობას უცხადებს
მწერალთა სახლი ეხმიანება და დაუშვებლად მიიჩნევს „სულაკაურის“ გამომცემლობის წინააღმდეგ აგორებულ ძალადობრივ კამპანიას. „ხელისუფლების მიერ გამომცემლობის ლგბტ პროპაგანდაში დადანაშაულება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია; ეს მხოლოდ აძლიერებს აგრესიას კონკრეტული ადამიანების მიმართ და აჩენს ცენზურის ნიშნებს სახელმწიფოში, სადაც გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციითაა დაცული. მწერალთა სახლი სოლიდარობას უცხადებს თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთ პირველ გამომცემლობას და პროფესიონალთა გუნდს, რომელთა დამსახურებითაც უკვე 24 წელია …
Continue reading “მწერალთა სახლი „სულაკაურის გამომცემლობას“ სოლიდარობას უცხადებს”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 ივლისის 21 საათიდან 3 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი – 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში: დღისით: 24 – 29 გრადუსი სითბო ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო მთაში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: …
გზაზე მეწყერი ჩამოწვა, ყველა რეისი გაუქმდა – რკინიგზა
საქართველოს რკინიგზის ცნობით, სადგურ მარელისში ჩამოწოლილმა მეწყერმა, რაც უხვ ნალექს მოჰყვა, მნიშვნელოვნად დააზიანა საკონტაქო ქსელი და ლიანდაგები. ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა დღეს, პირველ ივლისს, ფეისბუქზე წერს. რკინიგზის ცნობით, ბრიგადები მუშაობენ მოძრაობის აღდგენაზე, თუმცა მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო უცნობია, ამასთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობის აღდგენის მოუხედავად, მიზანშეწონილი არა არის მგზავრთა გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე. შესაბამისად, სტიქიის …
Continue reading “გზაზე მეწყერი ჩამოწვა, ყველა რეისი გაუქმდა – რკინიგზა”
2022 წელს სიმსივნეებით გარდაცვლილთა რიცხვმა იკლო წინა წელთან შედარებით – სტატისტიკა
2022 წელს საქართველოში 149 118 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 10 788 ერთეულით (18.0%) ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე – ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის ცნობით, გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები [35.9%] და სიმსივნეები [9.2 პროცენტი]. სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, იკლო სიმსივნეებით გარდაცვლილთა რიცხვმა. 2021 წელს სიმსივნით საქართველოში 7 641 ადამიანი …
რუსეთის არმიაში მყოფმა 50-მდე დაღესტნელმა უარი თქვა ბრძოლაზე – უკრაინის გენშტაბი
ზაპოროჟიეს ოლქში, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მყოფმა 50-მდე ეთნიკურმა დაღესტნელმა უარი თქვა ბრძოლაზე და იარაღი მწყობრიდან გამოიყვანა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „უკრაინის თავდაცვის ძალების წარმატებული საბრძოლო ოპერაციების ფონზე და მტრის ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, იზრდება რუსული საოკუპაციო ძალების დანაყოფებში დეზერტირების შემთხვევები. ცნობილია, რომ 50-მდე ეთნიკურმა დაღესტნელმა სამხედრო მოსამსახურემ, ზაპოროჟიეს …
Continue reading “რუსეთის არმიაში მყოფმა 50-მდე დაღესტნელმა უარი თქვა ბრძოლაზე – უკრაინის გენშტაბი”
უკრაინის ძალები ცდილობენ დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე გამაგრებას – ბრიტანული დაზვევრვა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, პირველ ივლისს, ყოველდღიურ მოკლე ცნობებში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, წერს, რომ დაახლოებით 23 ივნისიდან უკრაინულმა ძალებმა, სავარაუდოდ, განაახლეს სამხედრო პერსონალის განლაგება დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ხერსონის ოლქში, ანტონოვსკის ხიდის მახლობლად. დაზვერვა წერს, რომ აღმოსავლეთ სანაპიროზე ბრძოლები 27 ივნისიდან უფრო ინტენსიური გახდა. „ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთის სარდლობამ, დიდი ალბათობით, „დნეპრის“ სამხედრო დაჯგუფების …
„ბევრია ისეთი ოჯახი, რომელსაც ღამე დაძინების ეშინია“ – ეკომიგრანტი კაპრეშუმიდან
ხელვაჩაურის სოფელ კაპრეშუმში, სოციალურ სახლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. სოციალური სახლები აქ 2016 და 2021 წლებში აშენდა. მარინა ქოქოლაძე კაპრეშუმის სოციალურ სახლში უკვე ორი წელია ცხოვრობს. მისი ოჯახი აქ მაჭახლის ხეობიდან გადმოვიდა. სახლით კმაყოფილია, განცხადების დაწერიდან მალევე დააკმაყოფილეს საცხოვრებლით, მასთან ერთად აქ მისი სოფლიდან კიდევ ათზე მეტი ოჯახი გადმოვიდა საცხოვრებლად. …
Continue reading “„ბევრია ისეთი ოჯახი, რომელსაც ღამე დაძინების ეშინია“ – ეკომიგრანტი კაპრეშუმიდან”
თავსაფარი, როგორც ბარიერი – მუსლიმი ქალების დასაქმება
„როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ამ დრესკოდით მუშაობას?“, „ექნება ხალხს თქვენი მიმღებლობა?“, „თუ თავსაფარს მოიხდით, მაშინ აგიყვანთ“ – ეს ფრაზები ჯერ კიდევ ესმით სამსახურის მაძიებელ თავსაფრიან მუსლიმ ქალებს საქართველოში დამსაქმებლებისგან. მუსლიმი ქალები გვიყვებიან თავიანთ გამოცდილებაზე და მიიჩნევენ, რომ დასაქმებისას თავსაფარი აღარ უნდა წარმოადგენდეს გაურკვეველი შიშისა და განსხვავებული ადამიანის მიუღებლობის საფუძველს. ციცი დავლაძე 22 წლისაა. სტუდენტობის პერიოდში არაერთხელ …
Continue reading “თავსაფარი, როგორც ბარიერი – მუსლიმი ქალების დასაქმება”
მზია მასწავლებლის ფერების სამყარო წონიარისის სკოლაში
მზია ხალვაში ხელოვნების მასწავლებელია ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი წონიარისიდან. იგი სოფლის საჯარო სკოლაში ასწავლის ხელოვნებას, და, ასევე ჩართული სხვადასხვა აქტივობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით. მზია მასწავლებლის საკლასო ოთახი კალეიდოსკოპს ჰგავს და იქ შესული ბავშვებიც სხვადასხვა იდეის ირგვლივ ერთიანდებიან – ხან აჭარულ სახლს აშენებენ, ხან ქვებისგან აწყობენ პეიზაჟებს, ხანაც ქსოვენ ან კენჭებისგან ხიდებს აგებენ. მოკლედ, გამოგვყევით და ერთად ვნახოთ, …
Continue reading “მზია მასწავლებლის ფერების სამყარო წონიარისის სკოლაში”
„ეს არ არის შოუ, ყოველი მეტრისთვის სისხლი იღვრება“ – ზალუჟნი უკრაინის კონტრშეტევაზე
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯარისკაცები სისხლს ღვრიან უკრაინის მიწის ყოველი მეტრის დეოკუპაციისთვის, ამიტომ მას აღიზიანებს კომენტარები, რომ უკრაინის კონტრშეტევა მოსალოდნელზე ნელია. „ეს არ არის შოუ, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს და ფსონს დებს. ყოველ დღე ყოველი მეტრი სისხლით არის მოპოვებული“ – თქვა ზალუჟნიმ გამოცემასთან. მისი თქმით, უკრაინის ჯარები …
„რუსეთის ФСБ-მ მიიღო პრიგოჟინის მოკვლის დავალება“ – ბუდანოვი
რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურს [ФСБ] დაევალა „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განადგურება აჯანყების მცდელობის შემდეგ – აცხადებს უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი The War zone-სთან ინტერვიუში. „ჩვენ ვიცით, რომ პრიგოჟინის მოკვლა ФСБ-ს დაევალა. იქნებიან ისინი ამაში წარმატებულები? დრო გვიჩვენებს. ასეა თუ ისე, ყველა პოტენციური მკვლელობის მცდელობა არ იქნება სწრაფი. მათ გარკვეული დრო დასჭირდებათ, რომ შეიმუშაონ …
Continue reading “„რუსეთის ФСБ-მ მიიღო პრიგოჟინის მოკვლის დავალება“ – ბუდანოვი”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ივნისის 21 საათიდან პირველი ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ღამით – წვიმა და ზოგან ჭექა-ქუხილი, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი დღისით – 8-13 მეტრი წამში, ღამით – 17-22 მეტრი წამში. დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
რუსებმა დაიწყეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დატოვება – უკრაინის დაზვერვა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის განცხადებით, ბოლო ცნობების თანახმად, რუსმა ოკუპანტებმა თანდათან დაიწყეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დატოვება. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვა ტელეგრამზე წერს. დაზვერვის ცნობით, ერთ-ერთმა პირველებმა სადგური დატოვეს „როსატომის“ თანამშრომლებმა, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ რუსეთის კონტინგენტს სადგურზე. ასევე, ევაკუაციის რეკომენდაცია მიიღეს უკრაინელმა თანამშრომლებმა, რომლებსაც კონტრაქტი აქვთ „როსატომთან“. მითითების თანახმად, მათ 5 ივლისამდე უნდა დატოვონ სადგური. დაზვერვა …
Continue reading “რუსებმა დაიწყეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დატოვება – უკრაინის დაზვერვა”
უკრაინა ამბობს, რომ რუსეთს წაართვა სტრატეგიული ინიციატივა – რა ხდება ბახმუტის ფრონტზე
ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის საოკუპაციო ძალებს წაართვეს სტრატეგიული ინიციატივა – ისინი ახორციელებენ შეტევას ფართო ფრონტზე – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესმდივანმა ანდრეი კოვალევმა „ტელემარეთონის“ ეთერში განაცხადა – წერს უკრაინული მედია. კოვალევმა განაცხადა, რომ ქალაქ ბახმუტის ფლანგებზე უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ზეწოლას მტერზე, ატოვებინებენ მიტაცებულ ხაზებს და მაგრდებიან ადგილზე. მისივე თქმით, მძიმე …
ხვალ გაავდრდება, ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი – გაფრთხილება ამინდის შესახებ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალიდან, 29 ივნისიდან პირველი ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ჭექა-ქუხილი, აღმოსავლეთ საქართველოში – ზოგან სეტყვა. 30 ივნისს და პირველ ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი. „მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“ – …
Continue reading “ხვალ გაავდრდება, ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი – გაფრთხილება ამინდის შესახებ”
რა სჭირდებათ მოსწავლეებს ახალშენის სკოლაში
„ინტერნეტბიბლიოთეკა, შეკრების ადგილი ახალგაზრდებისთვის, უცხო ენების გაძლიერებული სწავლება. არის რაღაცები, რაც განსაკუთრებით გვჭირდება,“ – ასე უპასუხა მეათეკლასელმა ნინი დევაძემ კითხვას, რა სჭირდებათ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში სკოლის მოსწავლეებს. სოფელში კულტურის სახლი დგას, თუმცა დაკეტილია და სარემონტო. ბავშვებს არ აქვთ სივრცე, სადაც სკოლის შემდეგ აქტივობებისთვის შეიკრიბებიან. ლარისა ქოქოლაძე ახალშენის პირველი საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელია. ის ერთ-ერთი …
Continue reading “რა სჭირდებათ მოსწავლეებს ახალშენის სკოლაში”
რუსეთის დარტყმა კრემატორსკზე – დაიღუპა 8 ადამიანი, მათ შორის 3 მოზარდია
27 ივნისს, ღამით, კრამატორსკზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია. 60 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახური და გენერალური პროკურატურა ავრცელებენ. პროკურატურის ცნობით, დაღუპულთა შორის სამი არასრულწლოვანი გოგონაა – ერთი 17 წლის და ორი – 14 წლის დები. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ დანგრეული შენობის …
Continue reading “რუსეთის დარტყმა კრემატორსკზე – დაიღუპა 8 ადამიანი, მათ შორის 3 მოზარდია”