რუსეთი სულ უფრო მეტად თმობს ინიციატივას – ბრიტანეთის დაზვერვა

2023 წლის მაისის დასაწყისიდან რუსეთი სულ უფრო მეტად თმობს ინიციატივას და უმეტესად რეაგირებს უკრაინის ქმედებებზე, საკუთარი სამხედრო მიზნებისკენ სვლის ნაცვლად – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა წერს დღეს, 31 მაისს, ყოველდღიურ მოკლე მიმოხილვაში. ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ რუსი მეთაურები, სავარაუდოდ, ცდილობენ შექმნან სარეზერვო ძალები და განათავსონ ისინი იქ, სადაც, მათი აზრით, უკრაინის კონტრშეტევა …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 მაისის 21 საათიდან 31 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით – უმეტესად უნალექოდ, ხვალ, დღისით კი – ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 18 …

ვინ დააჯილდოვეს ვენაში ფესტივალზე, სადაც „ბათუმელებიც“ იყო წარდგენილი

25-26 მაისს ვენაში გაიმართა „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტისა“ (IPI) 2023 წლის მსოფლიო კონგრესი და მედიაინოვაციის ფესტივალი. ღონისძიების ძირითადი თემა იყო – „ახალი საზღვრები: პრესის თავისუფლება და მედია ინოვაცია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“. კონგრესსა და ფესტივალს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ესწრებოდნენ რედაქტორები, ჟურნალისტები, მედია ექსპერტები და მედიის სფეროში მომუშავე დონორი თუ საკონსულტაციო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ორი დღის განმავლობაში 30 სესია, …

„ზაფხული იწყება აქ“ – 3 ივნისს ბათუმში ტურისტული სეზონი იხსნება

შაბათს, 3 ივნისს, აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. ტურისტული სეზონის გახსნა 3-4 ივნისს ბათუმში „ზაფხულის ფესტივალით“ აღინიშნება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ფესტივალი უცვლელი სლოგანით – „ზაფხული იწყება აქ“ ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. „ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე, რომელიც ანბანის კოშკთან საღამოს 4 საათის შემდეგ დაიწყება, ქართველი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ. მათ შორის …

„რუსეთმა შეცვალა ტაქტიკა“ – დღისით თავდასხმა კიევზე

კიევის სამხედრო ადმინისტრაცია წერს, რომ რუსეთმა შეცვალა უკრაინაზე თავდასხმის ტაქტიკა და ახლა უკვე დღისითაც ახორციელებს სარაკეტო შეტევებს. „ღამის თავდასხმიდან სულ რაღაც 6 საათის შემდეგ აგრესორმა ქვეყანამ კვლავ განახორციელა სარაკეტო შეტევა კიევზე. ადრე მტერი იყენებდა ბალისტიკურ იარაღს. თვის დასაწყისიდან ეს უკვე მე-16 თავდასხმა იყო დედაქალაქზე. მტერმა ტაქტიკა შეცვალა – ხანგრძლივი ღამის თავდასხმების შემდეგ, დღისით მშვიდ ქალაქს …

„ევამიანი“ – სასკოლო დასის სპექტაკლი ქალთა ძალადობაზე ბათუმის თეატრის მცირე სცენაზე

ბათუმში, დრამატული თეატრის მცირე სცენაზე, 30 და 31 მაისს, 18:40 საათზე, ბათუმის პირველი საჯარო სკოლის თეატრალური დასი „სარკე“ საქველმოქმედო სპექტაკლს წარმოადგენს. სპექტაკლი, სახელწოდებით -„ევამიანი“ ასახავს ქალთა ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. „სპექტაკლის საშუალებით დამსწრე საზოგადოებას ეძლევა საშუალება, გაანალიზოს ის სიტუაციები, რომლებშიც ძალადობის მსხვერპლნი ხვდებიან და აღიქვან ის შესაძლებლობები, რომლებიც სიტუაციას გამოასწორებს. პროექტი კონცენტრირებულია ქალთა ძალის წარმოჩენაზე, 5 …

ბახმუტში „ვაგნერი“ ერთგვარ ხაფანგშია – სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარებისა და აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტიდან „ვაგნერის“ გაყვანა და მათი ჩანაცვლება რუსული არმიის ნაწილებით ჭიანურდება. „სიტუაცია საკმაოდ ბუნდოვანია. მოწინააღმდე, „ვაგნერი“ ბახმუტშია, მაგრამ ის რეალურად არის ერთგვარ თაგვის ხაფანგში. ახლა პრიგოჟინი ცდილობს, თავისი შენაერთების გაყვანას და ჯარის ნაწილების განთავსებას. ეს პროცესი იწელება. ის სხვადასხვა განცხადებას აკეთებს. …

31 მაისს ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე გაზის მიწოდება შეწყდება

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 31 მაისის 02:00 საათიდან ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე გაზის მიწოდება რამდენიმე საათით შეწყდება. გაზი გაითიშება შემდეგ ქუჩებზე: სარფი, ა. პირველწოდებულის გზატკეცილი, აფსაროსის გზატკეცილი, მატათა მოციქულის, სვიმონ კანანელის, პეტრე იბერის, იოანე ლაზის, კახაბრის, ნუცუბიძის, შარაშიძის, ჩოხელის, ნაჭყებიას, კვინიტაძის, ფრ. ხალვაშის 42-დან 180-მდე. გაზის მიწოდება დაიწყება 31 მაისს 10:00 სთ-დან და სრულად აღდგება 31 მაისის …

ბათუმში პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ფესტივალი გაიმართება

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრი, ევროკავშირის მხარდაჭერით, 2023 წლის 4 ივნისს პროფესიული სასწავლებლების სტუდენტურ ფესტივალს გამართავს. ადგილმდებარეობა: ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია; ბათუმი, რუსთაველის ქუჩა 53. დრო: 11:00 – 18:00 ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე, ესტონეთის „ვალგას“ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები. ფესტივალზე დასწრება შეუძლიათ როგორც ახალგაზრდებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს. „ფესტივალი …

შშმ პირთათვის საჭირო სერვისების გამოფენა ბათუმში

დღეს, 28 მაისს, ბათუმში „მხარდამჭერი მომსახურებების ინტერაქციული გამოფენა“ გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ყველა ის სერვისი, რომელიც აჭარის რეგიონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდასაჭერად ხორციელდება. გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ „მაკ ჯორჯია“ და „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“. ელენე ბერაძემ, ღონისძიების ორგანიზატორმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ დაბალია ცნობიერება, თუ რა სერვისები არსებობს ქვეყანაში შშმ პირებისთვის. „ჩვენი ორგანიზაცია …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 მაისის 21 საათიდან 29 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: …

ბათუმში ავტომანქანა ქვეითს, 15 წლამდე ბავშვს დაეჯახა

დღეს, 27 მაისს, ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ავტოავარია მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტომანქანა 15 წლამდე ბავშვს დაეჯახა. ინფორმაცია სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაგვიდასტურეს. აქ გვითხრეს, რომ მოზარდი ტრავმული დაზიანებებით გადაიყვანეს იაშვილის კლინიკაში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გადაყვანისას ბავშვი კონტაქტური იყო.  

რუსეთს ბახმუტში „ვაგნერის“ გარეშე შესაძლოა გაუჭირდეს – ანალიტიკოსები

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 27 მაისს, რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მოკლე მიმოხილვაში წერს, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ძალებმა, სავარაუდოდ, ბახმუტის გარშემო მდებარე ზოგიერთი პოზიციიდან გასვლა დაიწყეს. 25 მაისს „ვაგნერის“ მფლობელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ბახმუტიდან ძალების გაყვანა დაიწყო და პოზიციების გადაცემა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის 1 ივნისამდე გაგრძელდება. ბრიტანული დაზვერვა და, ასევე, ომის შესწავლის …

„ყველაფრის დაბრუნების დროა“ – ზალუჟნი პატრიოტულ ვიდეორგოლს აქვეყნებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ გაავრცელა ვიდეო უკრაინელ სამხედროებთან, რომლებიც ითხოვენ „გადამწყვეტი შეტევის დალოცვას“. „მოვიდა საკუთარის უკან დაბრუნების დრო“ – ამ წარწერით გამოაქვეყნა აღნიშნული ვიდეორგოლი ზალუჟნიმ ტელეგრამზე. ვიდეოს აღწერაში აღნიშნულია, რომ ავტორები შთაგონებული იყვნენ უკრაინელი ნაციონალისტის ლოცვით, რომელიც ოსიპ მაშჩაკმა 1920-იან წლებში დაწერა, მაგრამ ტექსტი განსხვავებულია. „დაე, ჩემი ხელი მტკიცე იყოს, მტრების მოსაკლავად! დაე, …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 მაისის 21 საათიდან 28 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 16 – 21 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო …

ნაღმის ნამსხვრევი გულთან მომხვდა: ბუდანოვმა მძიმედ დაჭრაზე პირველად ისაუბრა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა პირველად ისაუბრა დონბასში მიყენებულ მძიმე ჭრილობაზე. სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დონბასში მძიმედ დაიჭრა, მაგრამ „ცხოვრება შეიძლება“. როგორც კირილ ბუდანოვმა NV-ის ჟურნალისტებს განუცხადა, მან სამი ჭრილობა მიიღო დონბასში სპეცოპერაციის დროს. ერთ-ერთი მძიმე იყო – ნაღმის ნამსხვრევი გულთან ახლოს მოხვდა. „მისი სხეულიდან ამოღება არ შეიძლება, საშიშია. ასევე დაზიანებული …

კობახიძე 26 მაისის ღონისძიებას სპორტდარბაზში ყოფნის გამო არ ესწრება – „ფორმულა“

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელ ღონისძიებას არ ესწრება, იგი სპორტდარბაზში ვარჯიშობს – ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ მოკლე ვიდეოს ტელეკომპანია „ფორმულა“ აქვეყნებს. „ბატონო ირაკლი, მთავრობის ღონისძიებას რატომ არ ესწრებით? არ გსურთ დასწრება?“ – ისმის ვიდეოჩანაწერში ჟურნალისტის შეკითხვა, რასაც კობახიძე ხელის აქნევით პასუხობს. გუშინ, 25 მაისს, ირაკლი კობახიძემ …

„გვავიწყდება ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთში, ცხინვალში, ვინ იტაცებს?“ – პრეზიდენტი

დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქვეყნის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა რუსეთის ფაქტორსა და ხელისუფლების საგარეო კურსს. „ჩვენი ისტორიის მქონე ერმა, როგორ უნდა დაიჯეროს, რომ რუსეთის პოლიტიკა შეიძლება ვინმეს კარგ ან ცუდ საქციელზე, ან რომელიმე განცხადებაზე იყოს დამოკიდებული, ყველაფერზე, გარდა საკუთარი ინტერესისა? რა იყო უკრაინაზე დამოკიდებული, როცა რუსეთმა ომი დაიწყო? …

ხანძარი ბათუმში, მაღალსართულიანი კორპუსის ბინაში

25 მაისს, ღამით, ხანძარი გაჩნდა ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიანი კორპუსის ბინაში, თვითმხილველების თქმით, მე-16 სართულზე. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამჟამად [12:00 სთ] ხანძრის კერა მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს, თუმცა სართულები დაკვამლიანებულია. პირველადი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ადგილზე ამბობენ, ბინა უცხოელ სტუდენტებს აქვთ ნაქირავები, რომლებიც სახლში არ იმყოფებოდნენ. კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ამ დროისთვის [12:23 …

იუსუფელთან მდებარე ჭელის ქართული ეკლესია წყლით დაფარვამდე | ფოტო

თურქეთში, ართვინის პროვინციაში, პატარა ქალაქი იუსუფელი და ირგვლივ მდებარე სოფლები, რომლებიც ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქრება – დასახლება წყლით იფარება. მიზეზი თურქეთის უდიდეს კაშხალი, „იუსუფელია“. წყლის ქვეშ ექცევა აქ მდებარე ძეგლების ნაწილიც, ისტორიული ქართული სოფლები და ორი ქართული, მცირე დარბაზული ეკლესია. წყლით იფარება ჭელის ეკლესია, რომელშიც ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ძველი მოხატულობის კვალი. ეს ფოტოები …

პრიგოჟინი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ „ვაგნერი“ ტოვებს ბახმუტს

რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერი“ ბახმუტიდან გადის. ამის შესახებ პრიგოჟინის პრესსამსახური ტელეგრამზე წერს. „ბახმუტიდან გაგვყავს შენაერთები… 1-ელ ივნისამდე ძირითადი ნაწილი უკანა მხარეს, ზურგში გადაინაცვლებს. სამხედროებს გადავცემთ პოზიციებს: საბრძოლო მასალას, პოზიციებს – ყველაფერს, მათ შორის, მშრალ რაციონს“, – აცხადებს პრიგოჟინი და დასძენს, რომ თუ რუს სამხედროებს გაუჭირდებათ, მაშინ „ვაგნერი“ აქ დატოვებს …

უკრაინის კონტრშეტევა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, იტალიურ ტელეარხ Rai-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა უკვე დაიწყო რამდენიმე დღის წინ. „კონტრშეტევა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება, ეს ინტენსიური ომია 1500 კილომეტრზე საზღვრის გასწვრივ, მაგრამ მოქმედებები უკვე დაწყებულია. ჩვენ არ გვინდა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, ჩვენ გამოვიყენებთ იმ იარაღს, რომელიც თქვენ მოგვაწოდეთ, რათა გავანადგუროთ რუსული პოზიციები მოსკოვის მიერ …

ხელვაჩაურში დღეს წყლის მიწოდება შეწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 25 მაისს, 00:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება ხელვაჩაურის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს. „ბათუმის წყლის“ ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.

რა სჭირდება მოხალისეობის ხელშეწყობას – ფორუმი ბათუმში

19 მაისს ბათუმში მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართა. სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები სხვადასხვა ორგანიზაციის საქმიანობას გაეცნენ და მათთვის სასურველი პროგრამის პოვნას შეეცადნენ. 16 ორგანიზაციას ფორუმზე საკუთარი სტენდი ჰქონდა, სადაც მისულ ახალგაზრდებს მოხალისეობის პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აცნობდნენ. ფორუმის მიზანი იყო მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, ფორმალური და მოხალისეობრივი პროგრამების განვითარება, სახელმწიფო დონეზე მოხალისეობის აღიარება და აღრიცხვა, სახელმწიფოს მხრიდან …

ბათუმში დანგრეული სახლის ადგილას ახალი კორპუსის მშენებლობა დაიწყო

აჭარის მთავრობის ცნობით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც 2021 წლის 8 ოქტომბერს სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო. ბათუმში რამდენიმე მისამართზე ავარიული სახლების დემონტაჟსა და ახალი კორპუსების მშენებლობაზე მერიამ ხელშეკრულება შპს „ანაგთან“ 2023 წლის 16 თებერვალს გააფორმა. ამ ხელშეკრულების ფარგლებში „ანაგი“ ახალ, 8-სართულიან კორპუსს 26 მაისის ქუჩაზეც ააშენებს. საცხოვრებელი სახლის …

იუსუფელის კაშხალში წყლის დონემ 145 მეტრს მიაღწია

თურქეთის უდიდეს კაშხალში, „იუსუფელში“, წყლის დონემ 145,30 მეტრს მიაღწია. ახლა კაშხალში 610 მილიონი კუბური მეტრი წყალია. მსოფლიოში სიდიდით მეხუთე კაშხლის შევსების პროცესი გასული წლის 22 ნოემბერს დაიწყო. თურქეთის წყლის რესურსების სამსახურის ცნობით, ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყება, როცა წყალსაცავში წყლის დონე 166,50 მეტრს მიაღწევს. თურქეთში, ქალაქ ართვინიდან 70 კმ-ში მდებარე ხელოვნური წყალსაცავის მშენებლობა 2012 წლიდან მიმდინარეობს. კაშხლის …

რას წერენ ბახმუტზე უკრაინის გენშტაბი და ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 24 მაისის ანგარიშში წერს, რომ ბახმუტი და მარინკა რჩება საომარი მოქმედებების ეპიცენტრში. უკრაინის გენშტაბის განცხადებამდე გამოქვეყნდა ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] 23 მაისის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ 2022 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად, უკრაინის გენერალურ შტაბს ყოველდღიურ მიმოხილვაში ომის შესახებ არ უხსენებია ბახმუტში მიმდინარე ბრძოლები. ანალიტიკოსები ამას „ვაგნერელთა“ შესაძლო წინსვლით ხსნიან …

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 მაისის 21 საათიდან 25 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან მცირე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო …

ასტანასა და ბათუმს შორის პირდაპირი ფრენები იწყება – სამინისტრო

ყაზახეთის რესპუბლიკის 8 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. 10 ივნისიდან, მთელი სეზონის განმავლობაში, კვირაში 2-ჯერ ასტანა-ბათუმის ფრენებს ავიაკომპანია SCAT-ი შეასრულებს. ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ავიაკომპანიის მიმართულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანდრეი ბიბერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს შეხვდა, რომელმაც SCAT-ის წარმომადგენელს აჭარაში „ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკა, ვიზიტორთა ზრდის სტატისტიკა და …

რას წერს ბრიტანეთის დაზვერვა ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებზე

[three_fourth last=”no”]Content[/three_fourth] დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 23 მაისს, ყოველდღიურ, მოკლე ანგარიშში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ეხმიანება რუსეთში, ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებს. ბრიტანელი ანალიტიკოსები წერენ, რომ 2023 წლის 19-დან 22 მაისამდე, რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, სულ მცირე სამ ადგილას, რუსეთის ძალებსა და პარტიზანებს შორის შეტაკება მოხდა. დაზვერვა აღნიშნავს, რომ ამ მოვლენებზე პასუხისმგებლობა რუსულმა დაჯგუფებებმა აიღეს, რომლებიც პუტინის …

უკრაინა პირდაპირ კავშირში არ არის ბელგოროდის ოლქის მოვლენებთან – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს, რომ უკრაინა პირდაპირ კავშირში არ არის რუსეთში, ბელგოროდის ოლქში 22 მაისს განვითარებულ მოვლენებთან. „ერთადერთი მამოძრავებელი პოლიტიკური ძალა მარწუხებში მოქცეულ ტოტალიტარულ ქვეყანაში ყოველთვის გარდაუვალად ხდება პარტიზანული მოძრაობა იარაღით ხელში. უკრაინა ინტერესით ადევნებს თვალს რუსეთში, ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებს და სწავლობს სიტუაციას, ამავე დროს ამ მოვლენებთან არ არის პირდაპირ დაკავშირებული. …

ბათუმში ქართველი და უკრაინელი მოჭადრაკეების სოლიდარობის მატჩი გაიმართება

ჭადრაკის საერთაშორისო ორგანიზაციისა [„ფიდე“] და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ბათუმში  უკრაინელი და ქართველი ცნობილი მოჭადრაკეების შეხვედრა გაიმართება. „ფიდეს“ ცნობით, 5-11 ივნისს სასტუმრო „ლეგენდაში“, ბათუმში სოლიდარობის მატჩს გამართავენ მარია და ანა მუზიჩუკები [უკრაინა] და ნინო ბაციაშვილი და მერი არაბიძე [საქართველო]. დები ანა და მარია მუზიჩუკები  ლვოვის ოლქში მდებარე სოფლიდან არიან. სწორედ იქ დაიწყო საჭადრაკო კარიერა უფროსმა …

უკრაინელი პილოტების F-16-ისთვის მომზადება დაწყებულია – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების, F-16-ების მიწოდება მალე დაიწყება – წერს უკრაინული მედია. „ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „პილოტების მომზადება უკვე დაწყებულია და იმედი მაქვს, რომ მალე ჩვენ შევძლებთ უკრაინას ეს იარაღი [F-16] მივაწოდოთ“, – ციტირებს უკრაინული მედია ბორელის. F-16 თანამედროვე …

„მინდა გავხსნა ხილის საწარმო“ – შშმ ქალების გეგმები და გამოწვევები  

44 წლის ზეინაბ თურმანიძემ ქედაში, სოფელ მერისში, სილამაზის სალონი გახსნა. ზეინაბი შილაკის სპეციალისტია. თავის სალონში სტილისტიც დაასაქმა. ახლა უნდა, რომ საქმიანობა გააფართოოს, ამისთვის კი ფინანსები სჭირდება. სწორედ ამ მიზნით გაიარა მან სპეციალური ტრენინგკურსი, სადაც პროექტის წერა ისწავლა. „ამ ტრენინგებმა მომცა იმის შანსი, რომ კიდევ ერთხელ დავინახო ჩემი შესაძლებლობები. ჩემი სურვილი და ოცნება ავისრულო და კიდევ …

რუსეთი ქმნის ახალ ჯგუფს უკრაინაზე საჰაერო თავდასხმებისთვის – ბრიტანული დაზვერვა

„რუსეთი, დიდი ალბათობით, ქმნის ახალ „ელიტარულ“ საავიაციო თავდასხმის ჯგუფს, სახელწოდებით „შტორმი“, უკრაინის თავზე ოპერირების მიზნით. ქვედანაყოფი, სავარაუდოდ, შედგენილი იქნება Су-24-ების, Су-34-ისა და თავდასხმითი შვეულმფრენების ესკადრილიისგან“ – დაწერა დღეს, 22 მაისს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მოკლე მიმოხილვაში. უწყება წერს, რომ მსგავსი შემადგენლობის ჯგუფს სავარაუდოდ ექნება მთავარი როლი უკრაინაზე საჰაერო თავდასხმისას. რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობების …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 მაისის 21 საათიდან 23 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო …

Exit mobile version