მთავარი,სიახლეები

ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა

09.06.2023 •
ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა

დღეს, 9 ივნისს, ბათუმში, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში, წყლის მილი გასკდა და ასფალტის ნაწილი ჩავარდა. დაზიანდა მსუბუქი ავტომანქანა, ორმოში ჩავარდა მუნიციპალური ავტობუსიც. ირგვლივ მდებარე შენობებზე, საცხოვრებელ და კომერციულ ფართობებზე, ჩამსხვრეულია მინები.

ადგილი შემოსაზღვრულია პოლიციის ლენტით. გზის სავალი ნაწილი ამჟამად სავსეა ქვა-ღორღით.

პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ბათუმის წყლის“ ცნობით, დაზიანდა 225 მმ-იანი, ცენტრალური, სასმელი წყლის მილი.

ამჟამად შემთხვევის ადგილზე მოვიდა მძიმე ტექნიკა და  დაიწყებენ სამუშაოებს.

მოსახლეობა ამბობს, რომ დღეს ამ ქუჩაზე სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა ბათუმის მერიის ადგილზე მოსული წარმომადგენლის თქმით, „ბათუმის წყალი“ აღნიშნულ ადგილას სამუშაოებს არ აწარმოებდა.

__________

ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა გორგილაძის ქუჩიდან:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: