ტრავმატოლოგ–ორთოპედი ბათუმში სამედიცინო ცენტრ „მედინას“ მოწვევით იმყოფება და ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორი გოროხოვი უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს ქედის, შუახევის, ხულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.
კონსულტაციები ჩატარდება შემდეგი განრიგით:
I. 2014 წლის 13 თებერვალი, ხუთშაბათი, ქედა, მახუნცეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, 10:30-დან 14:00-საათამდე.
II. 2014 წლის 14 თებერვალი, პარასკევი, შუახევი, ზამლეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, 10:30-დან 14:00-საათამდე.
III. 2014 წლის 19 თებერვალი, ოთხშაბათი, ხულო, მუნიციპალიტეტის ცენტრში არსებული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება, 10:30-დან 14:00-საათამდე
IV. 2014 წლის 20 თებერვალი, ხუთშაბათი, ქობულეთი, ჩაისუბნის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, 10:30-დან 14:00-საათამდე.
პროგრამით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.