მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეები თამთა კვარაცხელიას დირექტორის თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვენ.
ამ მოთხოვნით, მოსწავლეები ხვალ, 12 თებერვალს, 14:30-ზე მე-16 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე შეიკრიბებიან, საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით.
გასულ კვირას გაირკვა, რომ თამთა კვარაცხელია განათლების სამინისტროს საკონკურსო კომისიამ „გასაუბრების გზით ჩაჭრა“.
მანამდე თამთა კვარაცხელიას გავლილი ჰქონდა ტესტირება, სადაც დაწესებული 70 ქულის ნაცვლად 79 ქულა მიიღო. ანალოგიური შედეგი საქართველოს მასშტაბით კიდევ ხუთ დირექტორობის კანდიდატს ჰქონდა.