ნეტგაზეთი • RU

როდის შეწყდება ანსამბლის წევრების აქცია

 

სამხატვრო ხელმძღვანელად თემურ ქორიძის დაბრუნების მოთხოვნით აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა კიდევ ერთი აქცია გამართა. 

 

ანსაბლის 60 წევრი ამ მოთხოვნით ბათუმის დრამატულ თეატრთან შეიკრიბა. მათი თქმით, პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, სანამ ანსამბლის დირექტორი თანამდებობაზე თემურ ქორიძეს არ დააბრუნებს.

 

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში 75 წევრია. მათგან მხოლოდ 15 ადამიანი არ იღებს აქციაში მონაწილეობას.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი