მთიანი აჭარა

აჭარაში მაღალი ძაბვის ქვესადგური აშენდება

11.02.2014
აჭარაში მაღალი ძაბვის ქვესადგური აშენდება

 

მალე აჭარაში მაღალი ძაბვის ქვესადგურის მშენებლობა დაიწყება და საქართველოს ენერგო რესურსების საექსპორტო პოტეციალის გაზრდა დაიწყება. კომპანია „ენერგო–პრო ჯორჯია“ ხელვაჩაურში 220/154 კვ ძაბვის, 350 მეგავატი სიმძლავრის ქვესადგურს ააშენებს.

ქვესადგურიდან გამომავალი ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი სოფელ კირნათს საქართველო–თურქეთის საზღვართან გადაკვეთს და თურქეთის მხარეს გადავა, სადაც მურათლი ჰესის გამანაწილებელ მოწყობილობას დაუკავშირდება.

 

შესაბამისად,   ენერგო–პრო ჯორჯია 154 კვ მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის გადამცემ ხაზ „ბათუმი–მურათლის“ ააშენებს. 

„აჭარის მთავრობა ამ პროექტის განხორციელებაში თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული. თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადგილობრივების განსახლების  საკითხი იქნება შესწავლილი და გათვალისწინებული.  უკვე შექმნილია სამთავრობო ჯგუფი და დაწყებულია ადგილობრივი ოჯახების შესწავლა. გამოიყოფა კატეგორიები და მათი განსახლების პირობები. პროექტის ღირებულება 60 მილიონი ლარია და ეს სტრატეგიული ობიექტია რეგიონისთვის და ქვეყნისთვის“, – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

ილია ელოშვილის თქმით, “ესაა კერძო კომპანია, რომელიც ქვესადგურს აშენებს აჭარაში. მისი მთავარი დანიშნულება იქნება წარმოებული ელექტროენერგიის თურქეთში ექსპორტი.

მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება და ორ წელიწადში დასრულდება.

  
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმი–მურათლის ხაზის მშენებლობის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქართული და თურქული ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობას. 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: