სიახლეები

ფესტივალი „ბათუმური საღამოები“ გაიხსნა

12.02.2014
ფესტივალი „ბათუმური საღამოები“ გაიხსნა

 

ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. დღეს „ბათუმური საღამოები“ ალეკო აბაშიძის ფოტოგამოფენით – „ფესტივალიდან ფესტივალამდე“ გაიხსნა და ახალგაზრდა რეჟისორის ნინელი გოგიტიძის დუკუმენტური ფილმის, „ბათუმური შემოდგომის“ ჩვენებითა და კლასიკური მუსიკის კონცერტით გაგრძელდა.

 

 

ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო ალეკო აბაშიძის მიერ 2013 წლის განმავლობაში მუსიკალურ ცენტრში ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიების დროს გადაღებული ფოტოები. ნინელი გოგიტიძის ფილმი კი ფესტივალ „ბათუმურ შემოდგომას“ ასახავდა.   

 

 

ფესტივალი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით პირველად 2013 წლის შემოდგომაზე ჩატარდა – სახელწოდებით „ბათუმური შემოდგომა“. როგორც ბათუმის მუსიკალური ცენტრის პრესსპიკერი სალომე ცეცხლაძე განმარტავს, ფესტივალს სამომავლოდ ტრადიციული სახე მიეცემა და წელიწადში ოთხჯერ  ყოველ სეზონზე ჩატარდება.  

 

„ფესტივალის მიზანია ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში შემავალი ხუთი მუსიკალური კოლექტივისა და ბათუმში მოღვაწე იმ ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის, რომლებიც ახლა იკვლევენ გზას, საშუალების მიცემა, რომ უფრო ხშირად წარდგნენ მაყურებლის წინაშე“-აღნიშნა სალომე ცეცხლაძემ. 

 

დღევანდელი დღის გარდა ღონისძიებები  15, 18, 21, 23, 26, 27 თებერვალსა და 1 მარტს ჩატარდება. პირველ მარტს „ბათუმური საღამოები“ ანრი ჯოხაძის კონცერტით დასრულდება.

 

აბონემენტის საშუალებით ყველა კონცერტზე დასწრება 10 ლარადაა შესაძლებელი. აბონემენტის გარეშე კონცერტის ბილეთის ფასი 5 ლარია.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: