სიახლეები

საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით აჭარაში 67 ათასამდე ფერმერი ისარგებლებს

12.02.2014
საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით აჭარაში 67 ათასამდე ფერმერი ისარგებლებს

 

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის პროგრამების პრეზენტაცია.

 

 

მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25  ჰექტარის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის იყენებენ.

 

 

2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით აჭარაში  დაახლოებით 67 ათასამდე ფერმერი ისარგებლებს.

 

 

 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარს შეადგენს. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დააფინანსებს, ხოლო პროექტს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.

 

 

 2014 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს „ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამას რომელიც  6 ქვეპროგრამას მოიცავს და მისი საერთო ბიუჯეტი 3 030 000 ლარია. 

 

 

აღნიშნული ქვეპროგრამების ფარგლებში ფერმერები თანადაფინანსების პრინციპით შეიძენენ მრავალფუნქციურ მოტობლოკებს, სასათბურე კონსტრუქციებსა და მრავალწლიან ხეხილოვან კულტურებს, რომელთა საერთო ღირებულების 30% გადაიხდის ფერმერი.

 

რაც შეეხება ფუტკრის თანამედროვე ტიპის სკების, თაფლის საწურ მოწყობილობების და ნიადაგის ნაყოფიერების დონის ამაღლების მიზნით ქიმიური მელიორაციისათვის დეფეკატს – ფერმერებს მათი შეძენა შეეძლებათ საერთო ღირებულების 40%- იანი თანაგადახდით.  

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: