სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, მოქალაქეთა შენიშვნების გამო, ახალი ცხელი ხაზი – 27-70-10 ამოქმედდა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
ქალაქის მერიამ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის 4 რეანომობილი შეიძინა. ზამთარსა და ზაფხულში, გაზრდილი მოთხოვნის გამო, ცენტრს ექიმთა 2-2 ბრიგადა ემატება. ამ პერიოდისთვის მედპერსონალის სახელფასო ხარჯებსაც, დანამატის სახით, მერია შეავსებს.
მიმდინარე წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის სპეციალური, ბავშვთა რეანომობილის შეძენა იგეგმება, რომელიც ერთ თვემდე ჩვილების ტრანსპორტირებისათვის საჭირო ტექნიკით იქნება აღჭურვილი.
სასწრაფო სამედიცინო ცენტრის დახმარების პროგრამისთვის წელს 727 440 ლარია გათვალისწინებული.