სიახლეები

გაზიფიცირება 20 დღეში, განვადებით

12.02.2014
გაზიფიცირება 20 დღეში, განვადებით

 

 

„ბოდიშს ვუხდით ჩვენს აბონენტებს, რომლებსაც დღემდე არსებული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, გასულ პერიოდში გაზიფიცირების პროცესებთან დაკავშირებით დისკომფორტი შეექმნათ, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში – „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა“ სრულ პასუხისმგებლობას იღებს დადგენილი წესით მოქალაქის მიერ განცხადების შემოტანიდან კანონმდებლობით დადგენილი 30 სამუშაო დღის ნაცვლად არაუმეტეს 20 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს გაზმომარაგების სრული ტექნოლოგიური პროცესების ჩატარება“.

 

 

„მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც ამ ეტაპისათვის არ აქვთ ერთიანი ფინანსური სახსრები და სურთ საკუთარი საცხოვრებელი ბინის ერთ წერტილში (ერთ გაზის დანადგარზე) მოხდეს ბუნებრივი გაზის მიწოდება, მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი წესებით აქვთ შესაძლებლობა, რომ გაზიფიკაციის სამუშაოების საფასური გადაიხადონ ეტაპობრივად, განვადებით, თვეში მხოლოდ 25 ლარის გადახდის პირობით.

 

 

 

 საფასურის გადახდას აბონენტი მოახდენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის ბინაში ბუნებრივი გაზის მიწოდება მოხდება და რა გადასახადიც მას წარედგინა ქვითრით, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურთან ერთად 24 თვის განმავლობაში. მას ასევე აქვს უფლება ერთჯერადად გაზიფიცირების საფასური გადაიხადოს ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, არაუმეტეს 600 ლარისა, მიუხედავად იმისა თუ გაზიფიცირების ფაქტიური ღირებულება შეადგენს უფრო მეტს, ამ ვალდებულების შესრულება მხოლოდ გაზგანაწილების ლიცენზიის მქონე კომპანიას აკისრია, ესე იგი შპს „სოკარ ჯორჯია გაზ აჭარას“ და არა სხვა კერძო სამონტაჟო კომპანიას“, – აცხადებენ კომპანიაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: