ნეტგაზეთი • RU

ქედაში ტყეს ცეცხლი გაუჩნდა

 

რამდენიმე საათის წინ ცეცხლი გაუჩნდა ტყის მასივს ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ უჩხითთან, რამაც დაახლოებით 2 000 კვადრატი ფართი გაანადგურა.

 

 

ცეცხლის ლოკალიზება ქედის სახანძრო და სამაშველო ჯგუფმა ორი საათიანი მუშაობის შემდეგ შეძლო.

 

ქედის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის როლანდ ცინცაძის, თქმით ამ დროისთვის ხანძარი მთლიანად ლოკალიზებულია. ის ამბობს, რომ ხანძრის ჩაქრობაში სოფლის მოსახლეობაც დაეხმარა.

 

„ხანძარი ტყის მასივს მოედო, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ვცდილობდით ხანძრის ლოკალიზებას, ცეცხლის კერების ლოკალიზებაში სოფლის მოსახლეობა, 50-მდე ადამიანი დაგვეხმარა. ხანძრის მოსახლეობამდე გადასვლის საშიშროება არ იყო“ – ამბობს როლანდ ცინცაძე.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე