ნეტგაზეთი • RU

ტელევიზორები საბავშვო ბაღებს 40 ათას ლარად

 

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება ქალაქის ბაღებისთვის ტელევიზორების შეძენას აპირებს. გაერთიანებამ ტენდერი 11 აპრილს გამოაცხადა. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულს კი 17 აპრილს გამოავლენენ. ტელევიზორების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მთლიანობაში 40 ათასი ლარია. 

 

შემოთავაზებული ტელევიზორები უნდა იყოს მსოფლიო ბრენდის ორიგინალი, ორწლიანი გარანტიით, რომელიც მსოფლიო ბაზარზე იყიდება არანაკლებ 5 წელი.

 

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში.

 

სატენდერო პირობის თანახმად, ტელევიზორის მიწოდება უნდა მოხდეს შემსყიდველი ორგანიზაციის 27 ობიექტზე, საბავშვო ბაღების მისამართებზე. შესასყიდი ტელევიზორების რაოდენობა კი 30-ია.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბათუმელები