საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მიწვევით, უკრაინის საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ კიევში იმყოფება.
შეხვედრები კიევში გაიმართება, კონსტიტუციის ახალი პროექტის დახვეწასთან დაკავშირებით.
უკრაინის საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო შეხვედრის გარდა, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები უკრაინის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ვიზიტი უკრაინაში 14 – 17 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.