ამ მოთხოვნით დღეს ბრიფინგი ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გორგაძის ცოლმა, მადონა მურმანიძემ გამართა.
ბრიფინგზე ასევე იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, რომ ადვოკატირება გაუწიონ ოჯახს.
2006 წლის 12 იანვარს, სამი ახალგაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) თანამშრომლებმა თბილისში სპეცოპერაციის დროს მოკლეს. თითოეულ მათგანს რვა და მეტი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
პოლიციელების მიერ დამნაშავეთა შეპყრობისთვის აუცილებელი ზომების გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე ძიება თბილისის პროკურატურამ დაიწყო.
2007 წლის 25 ივნისს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა ჯ. მაჭარაშვილმა ძიება შეწყვიტა.
გამოძიება 2013 წლის ოქტომბრიდან განახლდა, რამდენიმე თვეში კი საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი დააკავა.