დღეს, ორ საათზე ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი ერთი წუთით გაჩერდა. მძღოლებმა რამდენიმე დღის წინ, თბილისში დაღუპული მძღოლის – ვალერი ესვანჯიას ხსოვნას ერთწუთიანი დუმილით მიაგეს პატივი.
შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ბოდიშს უხდის მგზავრებს და კომპანიის სახელით უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს.