„ამ ოჯახების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თაღლითობის მუხლით. სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, ამიტომ მოსახლეობა აპირებს დაიცვას თავიანთი უფლებები“- ამბობს აქციის ორგანიზატორი, თამაზ ბაკურიძე.
მისივე განცხადებით, მოსახლეობას მიწის ნაკვეთების დოკუმენტაცია კანონიერად აქვს გაკეთებული: „მათ მოპოვებული აქვთ ნახაზები არქივიდან, რეესტრიდან, ასევე სოფლის გამგებლიდან, რომ ეს მიწები ნამდვილად მათია და ამ მიწებით სარგებლობდნენ მათი წინაპრებიც. ამიტომ, გაუგებარია რატომ გახდა ეს საკითხი სადაო“.
თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ გლეხებისთვის აღნიშნული მიწები ერთადერთი საარსებო წყაროა: „ თუ ხელისუფლება გლეხებს მიწებს ჩამოართმევს, გამოდის რომ მათ საარსებო წყარო აღარ დარჩებათ. გლეხები თოხებით და ბარებით აპირებენ სასამართლოსთან მისვლას, რადგამ თუ მიწა აღარ ექნებათ, თოხი და ბარიც ფუნქციას დაკარგავს“.