ბათუმის ”დინამოს” პირველი მოგება სეზონში

 

 

 

ბათუმის „დინამომ“ მეორე ტურში ფოთის „კოლხეთს“ 1:0 მოუგო, რაც წლევანდელ სეზონში „დინამოს“ პირველი  მოგებაა. გოლო 32-ე წუთზე ბადრი ტეტუნაშვილმა გაიტანა და კლუბს სამი ქულა შესძინა. 

ხოფის ბაზრობის მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

 

დღეს, ხოფის ბაზრობის მე-12 რიგთან, მოვაჭრეები შეიკრიბნენ და ელექტრო ენერგიის პრობლემა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით ხოფის ბაზრობის ადმინისტრაცია, მათ ელექტრო ენერგიით მუდმივად არ ამარაგებს, როს გამოც ისინი ვერ ამუშავებენ საკასო აპარატებს და ჯარიმდებიან, ზოგიერთ მათგანს კი პროდუქცია უფუჭდება. აქციის მონაწილეები ადმინისტრაციისგან შეპირებული ტრანსფორმატორის დროულად დადგმას მოითხოვდნენ.

”ევროპის ეკონომიკური სენატის კონგრესი” ბათუმში

 

 

დღეს 10 საათზე, სასტუმრო “შერატონში” ევროპის ეკონომიკური სენატის ინიციატივით საერტაშორისო ფორუმი “ევროპის ეკონომიკური სენატის კონგრესი” გაიხსნა.

ბათუმში ჩასარიცხი აპარატი გაქურდეს

 

ბათუმში, ბარათაშვილისა და გორგილაძის ქუჩის კვეთაში ჩასარიცხი აპარატი გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს. 

საკრუიზო ხომალდები ბათუმის პორტში

 

დღეს ბათუმის პორტს ერთდროულად ორი საკრუიზო ხომალდი ესტუმრა. მსხვილი ამერიკული საკრუიზო ხომალდი “Seven Seas Mariner” 1200-მდე მგზავრს, ხოლო შედარებით პატარა საკრუიზო გემი “Harmony G” 60-მდე მგზავრს ითვლის.

2018 წელს ბათუმი საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს

 

44-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას 2018 წელს ბათუმი უმასპინძლებს. გადაწყვეტილება გუშინ ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში მიმდინარე ფიდე-ს გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს. ბათუმის კონკურენტი სამხრეთ აფრიკის ქალაქი კეიპტაუნი იყო. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი ესწრებოდნენ.

სემინარი ბათუმის ალტერნატიული სახელმძღვანელოს შესაქმნელად

 

 

ბათუმში „ბათუმის ალტერნატიული სახელმძღვანელოს“ შესაქმნელად სემინარი იმართება. 4 დღიანი სემინარის მიზანი ქალაქის ალტერნატიული რუკის შექმნაა. ტურისტს, რომელიც მომავალში ბათუმს ეწვევა, სახელმძღვანელოთი სარგებლობის საშუალება ექნება. ეს იქნება ერთგვარი საინფორმაციო გიდი, ტრადიციული მუზეუმების, პარკების, კულტურული დაწესებულებების ირგვლივ ალტერნატიული სივრცეების აღმოსაჩენად. 

არ დაყარო ნაგავი

 

ბათუმის ბულვარი ნაგვის დაყრასთან ბრძოლას სოციალური კლიპის საშუალებით აპირებს. „არ დაყაროთ ნაგავი ბულვარში“ – ეს იქნება ვიდეორგოლის მთავარი მესიჯი, რომელმაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე უნდა იმუშაოს. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ქალაქის ქუჩებში, პლაჟზე, პარკებსა თუ ველურ ბუნებაში ადამიანებმა ნაგავი არ დაყარონ? – სოციალური კამპანია, ჯარიმები, დასუფთავების აქციები, საგანმანათლებლო მუშაობა და ყველაფერი კომპლექსურად – ამბობენ „ბათუმელების“ რესპონდენტები.  

გადაყრილი ვიტამინი

 

90-იანი წლების დასაწყისში უნგრეთში გახლდით სამოგზაუროდ. როგორც პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, ასევე ყოფილ სოციალისტურ რესპუბლიკებში, ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა. 

20 წლის მსოფლიო ჩემპიონი ხულოდან

 

 

 

20 წლის შმაგი ბოლქვაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ხულოს მუნიციპალიტეტს ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. 5-6 აგვისტოს ზაგრებში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ კიდევ სამი საპრიზო ადგილი და გუნდურ ასპარეზობაში აზერბაიჯანის შემდეგ მეორე ადგილი მოიპოვა, რაც შმაგი ბოლქვაძის, გელა ბოლქვაძის, ლაშა გობაძისა და გიზო მელაძისა დამსახურებაა. ოთხივე მოჭიდავე ხულოდანაა.

ბათუმი თუ სამხრეთ აფრიკა – დღეს გადაწყდება სად გაიმართება მსოფლიო ოლმპიადა ჭადრაკში

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ნორვეგიაში, ქალაქ ტრომსოში, სადაც 41-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა იმართება, ფიდეს კონგრესზე წარსდგება, რომელზეც 2018 წლისათვის ოლიმპიადის ბათუმში ჩატარების საკითხი გადაწყდება. 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ორი ქვეყანა იბრძვის – საქართველო და სამხრეთ აფრიკა. სწორედ 13 აგვისტოს საბოლოოდ გადაწყდება, თუ რომელ ქვეყანას მიენიჭება უპირატესობა. საქართველოს არჩევის შემთხვევაში ოლიმპიადა ქალაქ ბათუმში გაიმართება.

ნაგავი ყველგან

 

ბოლო რამდენიმე წელია ზღვაზე არ ვყოფილვარ. სამი დღის წინ, ღამის 11 საათზე გავედი სანაპიროზე. ისიც იძულებული გავხდი და იმიტომ. დაჯდომა არ შემეძლო, ირგვლივ ანტისანიტარია იყო. არ მინდოდა ჩემი განწყობა თანმხლებთ გადადებოდა, ამიტომ ვითომ შემთხვევით ზღვიდან გამორიყული ჩხირი ავიღე ხელში და ასევე შემთხვევით ირგვლივ მოფენილი პოლიეთილენის პარკების შეგროვება დავიწყე. 

ნათია აფხაზავა ბათუმის ლოგოს შესახებ

 

„ეს არის პიცერიის ლოგო“, „დაგვიბრუნეთ ქოლგიანი დელფინი“ –  მსგავსი და კიდევ უფრო მკაცრი კრიტიკით შეხვდნენ ბათუმელები ქალაქის ახალ ლოგოს, რომელიც მერიის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მოამზადა ქალაქის ლოგოს კიდევ ორ ვარიანტთან ერთად. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ინტერნეტით, ქალაქის მერიის ვებგვერდზე მიმდინარეობდა, ბათუმის ლოგოს შერჩევაში სულ 2429 -მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 1243-მა (51.17%) ლოგოს მესამე ვარიანტს მისცა ხმა. გამოკითხვის პარალელურად სოციალურ ქსელებში დიზაინერთა ერთმა ჯგუფმა პეტიცია შექმნა და ქალაქის მერიას ბათუმის ლოგოსთან დაკავშირებით კონკურსის ხელახლა გამოცხადება სთხოვა. რამდენად სწორად მიმდინარეობდა ბათუმის ახალი ლოგოს შერჩევის პროცესი, ამ საკითხის შეფასება „ბათუმელებმა“ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელს, ნათია აფხაზავას სთხოვა.  

ქირავდება ბინა სამოთახიანი დამსვენებლებზე გოგებაშვილის ქუჩაზე

 

ქირავდება სამოთახიანი ბინა დღიურად გოგებაშვილის ქუჩაზე, # 74, ბინა 48, მეშვიდე სართული. 

ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების დაჯავშნა წინასწარ

 

ახალი დიზაინის სანომრე ნიშნის მსურველ ყველა მოქალაქეს 2014 წლის 14 აგვისტოდან შესაძლებლობა ექნება სასურველი სერია და ციფრები წინასწარ დაჯავშნოს. თავისუფალი სანომრე ნიშნის მოძიება და დაჯავშნა შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს ყველა რეგიონულ განყოფილებაში და სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის (www.sagency.ge) საშუალებით.

ორსული საავადმყოფოში საპატრულო მანქანით გადაიყვანეს

 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, თამაზ ლაგვილავამ და მისმა მეწყვილემ 6 თვის ორსული გოგონა სამშობიარო სახლში პატრულის მანქანით გადაიყვანეს. მათ დახმარების თხოვნით ფეხმძიმე ქალის მეუღლემ მიმართა.

‘შიმშილის, ტკივილისა და ტანჯვის შეგრძნება დღემდე მომყვება’

 

ალექსანდრე თედორაძე ხუთი წლის იყო, როცა მისი ცხრასულიანი ოჯახი ახალსოფლიდან გადაასახლეს. მრავალსულიანი ოჯახი გზადაგზა მცირდებოდა. პატარა მერი ვაგონში გაჩენილმა გაურკვეველმა დაავადებამ იმსხვერპლა. 

ფორმალური ჯარიმები და ევროპა, როგორც გამოსასვლელი პიჯაკი

 

ჩვენ ძალიან მოგვწონს ევროპული ცხოვრების წესი, უფრო სწორედ ევროპულად ცხოვრება. თუმცა ეგეც ისე გვაქვს, აი, გამოსასვლელი პიჯაკი რომ გვიკიდია კარადაში, იშვიათ მომენტებში რომ ვირგებთ და თავი მოგვწონს ბრენდით. ვინმე თუ გვკითხავს, ამაყად ვუპასუხებთ: “როგორ არაა?! მააქვს!” გვაქვს, მაგრამ მისი ტარება ცოტა არ იყოს გვეუხერხულება, მოსაფრთხილებელია და შეუჩვეველი. ვერიდებით, რამეს არ გამოვდოთ, არ დავსვაროთ, არ გავაფუჭოთ და ისევ ვაბრუნებთ კარადაში. ხოდა, ჩვენი ევროპული ცხოვრების წესიც ხშირად კარადაში, წვეულებებზე ჩასაცმელი პიჯაკის უკან ჰკიდია. 

ბათუმი და შარმ-ელ შეიხი მეგობრდებიან

ბათუმი ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ შეიხს უმეგობრდება. ორ ქალაქს შორის დამეგობრების მემორანდუმს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სამხრეთ სინას გუბერნატორი გენერალი ხალედ ფოდა სიდიკი ხელს დღეს მოაწერენ.

აქცია ახალგაზრდებისთვის

 

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს აჭარის მთავრობისა და კერძო სექტორის მხარდაჭერით ქართველი ახალგაზრდებისთვის 12 აგვისტოს მთელი დღის მანძილზე  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონახულება უფასოდაა შესაძლებელი. 

როგორ მოვუაროთ ორქიდეასა და დრაცენას

 

ამ ორ მცენარეს განსაკუთრებით ბევრი მოყვარული ჰყავს, ორქიდეა თავისი განუმეორებელი სილამაზის ყვავილის გამო მოსწონთ, ხოლო დრაცენა, იგივე ბამბუკი, ოჯახში ხვავისა და ბაქარის სიმბოლოდ მიიჩნევა და ყველა ცდილობს ჰქონდეს იგი სახლში. როგორ მოვუაროთ ორქიდეას ან დრაცენას, რა პირობები უნდა შევუქმნათ თითოეულ მათგანს, რათა დიდხანს იცოცხლონ, ამის შესახებ გვესაუბრა თინათინ ხალვაში, კონსულტანტი ყვავილების მაღაზია `ევრო ეზოდან”.

პროკურატურას სასამართლოში უჩივიან

 

„ეს არის შემთხვევა, როცა სასამართლომ ადამიანი გაამართლა და მისი უფლებების რეაბილიტაცია არ მოხდა“, – ამბობენ საიაში ამ ორგანიზაციის იურისტის დაცვის ქვეშ მყოფზე. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს გამამართლებელ განაჩენს გამოუტანენ, მას ამის გასაჩივრების უფლება არ აქვს. საქართველოს უზენაესი სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში ცვლილებების შეტანას სთხოვს.

ქობულეთში 7000 ძირამდე ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში პირველი მოსავალი დაკრიფეს

 

ქობულეთში, გვარა-ხუცუბანში, ორგანიზაცია აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის საკოლექციო-სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობა ერთი წელია რაც არსებობს. აქ შვიდ ჰექტარზე ვაზისა და ხეხილის სხვადასხვა ჯიშის 7000 ძირამდე ნერგია გაშენებული. სანერგე აკლიმატიზაციას გადის 25-მდე ქართული და უცხოური ვაზის სასუფრე და საღვინე ჯიშები. ასევე, ვაშლის, მსხლის, ბლის, ატმის, მოცვის, ხურმის, აკტინიდის, (კივის), ფეიხოას, ქლიავის, ზეთისხილის და კაკლის ნერგები.  

პროკურატურას სასამართლოში უჩივიან

 

„ეს არის შემთხვევა, როცა სასამართლომ ადამიანი გაამართლა და მისი უფლებების რეაბილიტაცია არ მოხდა“, – ამბობენ საიაში ამ ორგანიზაციის იურისტის დაცვის ქვეშ მყოფზე. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს გამამართლებელ განაჩენს გამოუტანენ, მას ამის გასაჩივრების უფლება არ აქვს. საქართველოს უზენაესი სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში ცვლილებების შეტანას სთხოვს. 

როგორ მუშაობს ბათუმის სასწრაფო დახმარების სადგური ზაფხულში

 

სასწრაფო დახმარების სადგურში გამოძახების რაოდენობა ზაფხულობით იზრდება. თუ აქამდე სასწრაფო დახმარების სადგურში დღეში საშუალოდ 240 ზარი ფიქსირდებოდა, სეზონზე ეს მაჩვენებელი 300-მდეა გაზრდილი. ამის გამო ბათუმის მერიამ სასწრაფო დახმარების 13 ძირითად ბრიგადას სექტემბრამდე კიდევ სამი ბრიგადა დაუმატა. რა სახის ძირითადი და სეზონური შემთხვევების გამო იძახებენ სასწრაფო დახმარებას და რამდენი ბრიგადა ემსახურება ქალაქს, ამ და სხვა კითხვებს ბათუმის სასწრაფო დახმარების სადგურის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ უპასუხა.

ზაფხულში საკითხავი

 

რას ურჩევდით მკითხველს საზაფხულო საკითხავად? – ამ კითხვით  “ბათუმელებმა” ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს და პოეტებს – ლია ლიქოკელსა და რატი ამაღლობელს მიმართა. 

ხელოვნური კბილი, ანუ დენტალური იმპლანტაცია

 

დენტალური იმპლანტაცია ორთოპედიული სტომატოლოგიის განშტოებაა, რომელიც ედენტულიზმის, ანუ უკბილობის მკურნალობას ემსახურება. თუ ტრადიციული ორთოპედიული კონსტრუქციების გამოყენებისას (ფიქსირებული ან მოსახსნელი პროთეზი) შესაძლებელია კბილის მხოლოდ იმ ნაწილის აღდგენა, რაც ჩანს, ანუ მხოლოდ გვირგვინის, იმპლანტაციის დროს ხდება კბილის შეძლებისდაგვარად სრულიად აღდგენა, ანუ იმპლანტი არის კბილის ფესვის ანალოგი, ხოლო მასზე კი კბილის გვირგვინი (კბილი) მაგრდება.

ობსერვატორია ახლო ხედით

 

აბასთუმანში,  ყანობილის მთაზე საღამოს საათებში უცნაური გრუხუნი ამინდის შეცვლის მომასწავებელი არ არის.  ამ დროს ასტროლოგი ვაჟა ობსერვატორიის მოძრავი გუმბათის ღია ნაწილს მიმართულებას უცვლის. ტელესკოპის ჩართვას დამთვალიერებელი მოთმინებით ელოდება. ობსერვატორიაში ექსკურსიის ფასი 5 ლარია. ამ თანხაში  შედის მუზეუმის დათვალიერებისა და ლექციაზე დასწრების ღირებულებაც.

რატომ აპატია აჭარის ფინანსთა სამინისტრომ კომპანიებს 89 მილიონი ლარი

 

 

საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მოტივით აჭარის მთავრობამ შარშან ზოგიერთ ინვესტორს ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის დაკისრებული დავალიანება ჩამოაწერა. 2014 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით პირგასამტეხლოს სახით დარიცხულმა გადაუხდელმა თანხამ 89 მილიონზე მეტი ლარი და მილიონ-ნახევარზე მეტი აშშ დოლარი შეადგინა. აუდიტორი არაერთგვაროვან მიდგომაზე საუბრობს, სხვა მოსაზრებები აქვთ აჭარის მთავრობაში. 

ლუდის ფესტივალი ბათუმში კომპანია ”ნატახტარისგან”

 

აგვისტო, ხორბლისფერი მზე, მუსიკა, მეგობრები და ოქროსფერი ლუდი – ეს ლუდის ფესტივალია. ლუდის ფესტივალს ამერიკასა და ევროპაში  განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ფესტივალი წელს საქართველოში მეხუთედ, ხოლო აჭარაში მეორედ ჩატარდა.

ხორუმი ყანაში

 

ხორუმი და განდაგანა სოფელ ფურტიოში, შუახევის ანსამბლის წევრების შესრულებით. ვიდეოები გადაღებულია 2011 წელს, შუახევში, სოფელ ფურტიოში. ავტორი ინეგოლელი ქართველი ნურულლაჰ ილდირიმია, რომლის წინაპრები ბათუმიდან 130 წლის წინ წავიდნენ თურქეთში საცხოვრებლად. 

პირველი სასწავლო გემი საზღვაო სასწავლებელს

 

ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ ახალი სასწავლო გემი ჰყავს. მშრალი ტვირთმზიდი „პერა“ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში გუშინ შემოვიდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი სასწავლო გემია რომელიც ქართულ საზღვაო სასწავლებლებს ჰყოლიათ. 

იპოთეკით დაზარალებულთა აქცია ბათუმში

 

დღეს ბათუმში აჭარის მთავრობის სახლის წინ იპოთეკით დაზარალებულთა აქცია გაიმართა.

 

“არჩევნებამდე გვეუბნებოდნენ გამოსახლებები შეჩერებულიაო. არჩევნები დასრულდა თუ არა აღსრულების ფურცლები ყველას დაგვირიგეს ოჯახებში. ვითხოვთ გაჩერდესგამოსახლების პროცესი,” – ამბობს იპოთეკით დაზარალებული ნანი აბაშიძე. 

პატრულის თანამშრომელი დააპატიმრეს

 

“ბათუმელების” ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ბათუმში, პატრულის თანამშრომელი მინდია ჯაბნიძე დააკავეს.

”შუქურამ” ”ზუგდიდი”ერთი გოლის სხვაობით დაამარცხა [ფოტორეპორტაჟი]

 

 

ფეხბურთის კლუბებმა საქართველოს უმაღლეს ლიგის პირველობისთვის ბრძოლა დაიწყეს. 9 აგვისტოს საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნის შესრულებითა და მოედანზე საქართველოს დროშის აწევით გაიხსნა. პირველი მატჩი ქობულეთის “შუქურასა” და ზუგდიდის “ზუგდიდს” შორის გაიმართა და ანგარიში 2:1 დასრულდა “შუქურას” სასარგებლოდ.

Exit mobile version