დღეს ბათუმში ლუდის ფესტივალი დაიწყო. ლუდის ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია “ნატახტარია”. ფესტივალი 9 აგვისტოს “შავფაროსნებმა” გახსნეს. კომპანიამ უყურადღებოდ არც პატარები დატოვა. ფესტივალზე “ნატახტარის ლიმონათს” ცაკლე კუთხე ჰქონდა დათმობილი.
ბათუმელები
დღეს ბათუმში ლუდის ფესტივალი დაიწყო. ლუდის ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია “ნატახტარია”. ფესტივალი 9 აგვისტოს “შავფაროსნებმა” გახსნეს. კომპანიამ უყურადღებოდ არც პატარები დატოვა. ფესტივალზე “ნატახტარის ლიმონათს” ცაკლე კუთხე ჰქონდა დათმობილი.
ონლაინ კინოფილმების საიტი www.imoves.ge 16-30 აგვისტოს ბათუმში ღია ცის ქვეშ კინოსეანსებს მოაწყობს. კინომოყვარულებს ფილმების ნახვა 6 მაისის პარკში, დიდ ეკრანზე შეეძლებათ.
სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით, შუახევის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში წყლის საძიებო ჰიდროგეოლოგიური ჭაბურღილი კეთდება. სოფლებში: ჭალაში, გორში, ბუთურაულსა და ფურტიოში 100-მეტრიანი ჭაბურღილების მოწყობისთვის წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყო. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ტერმინალი“ ასრულებს. აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება 96 877 ლარზე 27 მაისს გაფორმდა. ხელშეკრულების შესაბამისად კომპანიამ სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს.
ლეგენდარული ქართველი ველომოგზაური და მსოფლიო რეკორდსმენი ჯუმბერ ლეჟავა „ბათუმელებმა“ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 2014 წლის 11 ივნისს, ბათუმში, #10 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის დროს ჩაწერა. პროფესიით ინჟინერ-ელექტრიკოსი ჯუმბერ ლეჟავა 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან 1993 წლიდან 2002 წლის ჩათვლით მსოფლიოს შვიდივე კონტინენტის 240 ქვეყანაში ველოსიპედით იმოგზაურა და გახდა პირველი ადამიანი, ვინც ეს მოახერხა.
ღორჯომს ბათუმთან ზუსტად ასი კილომეტრი აშორებს; სამარშრუტო ტაქსი სადგურიდან ღორჯომში 12 საათზე გადის, მაგრამ დილის ათი საათიდან უკვე ემზადებიან – ტომრებს “მარშუტკის” თავზე დილიდანვე ამაგრებენ; ადგილები წინა სავარძლებზე დაკავებულია, ამიტომაც უკან ვთავსდებით. ღორჯომელები პირველად იმას კითხულებენ, ვის ოჯახში მივდივართ.
საფეხბურთო კლუბი „ბათუმის დინამო“ დღეს, საღამოს რუსთავში გაემგზარა. რუსთავის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის პირველ ტურში „ბათუმის დინამო“ რუსთავის „მეტალურგს“ შეხვდება. მატჩი 9 აგვისტოს 17:30 საათზე დაიწყება.
დღეს, აგვისტოს ომში დაღუპულთა სკვერში ბათუმელებმა და მთავრობის წევრებმა აჭარიდან წასული მეომრები გაიხსენეს და სკვერში შეკრებილ დაღუპულთა ახლო ნათესავებსა და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
14-21 აგვისტოს, ბათუმი საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის “შავი ზღვის დელფინი-2014-ს” უმასპინძლებს.
Kobuleti Summer Fest – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თავისუფალი პროექტების კონკურსის, კიდევ ერთი გამარჯვებულია.
პროექტი სახელწოდებით „ახალი თეატრალური სივრცე + სპექტაკლი ლედი მაკბეტი“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თავისუფალი პროექტების კონკურსის ერთ–ერთი გამარჯვებულია.
დღეს 18 საათიდან, საზღვაო ჰოსპიტალისა და მისი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის “Welfarefoundation”–ს ორგანიზებით ბათუმის ბულვარში, სასტუმრო ინტურისტის მოპირდაპირე მხარეს, მოეწყობა სკრინინგ-კამპანია და ენდოკრინოლოგების უფასო კონსულტაციები ღია ცის ქვეშ.
დღეს ბათუმში უკრაინელმა გიტარისტმა ენვერ იზმაილოვმა ძუძუს კიბოს წინააღმდეგ საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა.
ქ. ბათუმში, გუმბათის ახალაშენებულ კორპუსში, მეშვიდე სართულზე, მაკდონალდსისა და ეზოს ხედით იყიდება 100კვ.მ ფართობი ბინის შავი კარკასი.
ფასი 75 ათასი დოლარი.
ფასის დაკლება შესაძლებელია.
574 24 01 01
568 10 90 80
ქ. ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსში, ბაგრატიონის ქუჩაზე იყიდება 61 კვ.მ მეტრი ფართობის ბინა, თეთრი კარკასი.
ფასი 35 ათასი დოლარი.
574 24 01 01
568 10 90 80
ქ. ბათუმში ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი სახლის მეშვიდე სართულზე იყიდება 80 კვ.მ ფართობის გარემონტებული ბინა.
ფასი: 55 ათასი დოლარი.
574 24 01 01
568 10 90 80
”იალქანის კორპუსში”, ახალაშენებულ სახლში, მერვესართულზე, იყიდება 45კვ.მფართობის ბინის თეთრი კარკასი.
ფასი: 1-კვ.მ _ 700 დოლარი.
577252585
597019963
ქ. ბათუმში ახალაშენებულ კორპუსში კლდიაშვილის ქუჩაზე, შერატონთან ახლოს, იყიდება სამოთახიანი 68კვ.მ ფართობის გარემონტებული ბინა ავეჯით.
ფასი: 120 ათასი დოლარი
574 24 01 01
568 10 90 80
9 აგვისტოს ბათუმში ფესტივალი “ბათუმური ზაფხული” დაიწყება. ფესტივალი 22 აგვისტომდე გასტანს.
სარფის საბაჟო გამსვლელი პუნქტი დღეს.
ბათუმში, ვაჟა-ფშავალას ქუჩაზე (თიბისი ბანკთან, ძველი რკინგზის სადგურთან) ქირავდება სამოთახიანი იზოლირებული ბინა, ცივი და ცხელი წყლით, ინტერნეტით, კონდიციონერით, სარეცხი მანქანით. ბინაში განთავსდება ოთხი-ხუთი ადამიანი.
დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საზაფხულო სკოლა დაიხურა. სკოლის დამთავრების აღსანიშნავად სერტიფიკატები სტუდენტებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა გადასცა. კონკურსის წესით შერჩეული 25 სტუდენტი ლექციებს 10 დღის განმავლობაში ისმენდა.
8 აგვისტოს შუახევში „ლიტერატურული დღეები“ დაიწყება. პროქტში მონაწილეობისთვის მუნიციპალიტეტს ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვა თაობის 40-მე მწერალი, პოეტი და ისტოროკოსი ეწვევა.
20 წლის შმაგი ბოლქვაძე ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან ფინალურ შეხვედრაში აზერბაიჯანელი რუჰინ მიკაილოვი 3:0 დაამარცხა და მსოფლიოში 66 კილოგრამი წონით მოჭიდავე ახალაგაზრდებს შორის პირველობა მოიპოვა.
როგორ უნდა გინდოდეს ტკივილის და კოშმარის გახსენება, მაგრამ მაინც გადავწყვიტე დამეწერა აგვისტოს ომზე. 2008 წელს „მასკის“ პროგრამაში გავიმარჯვე და ამერიკაში მაგისტრატურაზე სასწავლებლად გავემგზავრე. 4 აგვისტოს ვაშინგტონში ჩავფრინდით, 6-ში ორლანდოში, ფლორიდის შტატში, სადაც ჩემი უნივერსიტეტი იყო განთავსებული. 2-3 დღეში მუდმივი საცხოვრებელი უნდა მომეძებნა და დილიდან გვიანობამდე სახლების სანახავად დავდიოდით მე და ჩემი ორი „მასკელი“ მეგობარი. 8-ში საღამოს გზაში გაგვიწვიმდა და ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელს შევაფარეთ თავი. კომპიუტერულ ცენტრში დავჯექი და სხვადასხვა საიტზე საქართველოს ამბების კითხვა დავიწყე. ქართულ საიტებს არ ხსნიდა, ამიტომ CNN-ზე შევედი…
<!** Image 1 align="left" alt="ნათია სირაბიძე" sub="ნათია სირაბიძე" width="300" height="960" >
დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და აჭარის დასაქმების სააგენტოს 2014 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილეს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, დღეს გახსნილი სისხლის ბანკი იმუშავებს ამერიკული სისხლის ბანკების პრინციპით და მოემსახურება მხოლოდ უანგარო დონორებს, ადამიანებს, რომლებიც უსასყიდლოდ ჩააბარებენ სისხლს.
აჭარის განათლების სამინისტრო სტუდენტთა დაფინანსების მიზნით კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც 2011, 2012 და 2013 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო პროგრამებზე.
ბათუმის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე დასრულდა ქალაქ ბათუმის ახალი სიმბოლოს შერჩევის ხმის მიცემის პროცესი. ხმათა უმრავლესობით საზოგადოებამ ბათუმის ლოგოს მესამე ვარიანტი შეარჩია.
ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი დღეს ახალდანიშნულ ვიცე-მერებს შეხვდა და მათი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი სფეროები გააცნო.
9-10 აგვისტოს ბათუმში, ბულვარში, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან, ლუდის ფესტივალი გაიმართება.
ბათუმი დღეს.
ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში არასწორი პარკირების შემთხვევებმა ტურისტულ სეზონზე იმატა. მძღოლები მანქანებს ტროტუარებსა და ველობილიკებზე აჩერებენ, რითაც პრობლემებს უქმნიან ფეხით მოსიარულეებს, ველოსიპედისტებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან. არასწორი პარკირების ამსახველი 15-მდე ფოტო „ბათუმელებმა“ დაახლოებით ერთი საათის მანძილზე გადაიღო.
საქართველოს არტ-დირექტორთა და დიზაინერთა ჯგუფი პეტიციას აქვეყნებს და ასახელებს მიზეზებს, რის გამოც www.batumi.ge-ზე მოცემული ლოგოს ვერსიები ბათუმის ოფიციალურ სახედ არ გამოდგება. ბათუმის ლოგოს სამი ვარიანტი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მერიის ვებგვერდზე და საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ბათუმში „რეაბილიტირებული“ გზები იმდენად დისკომფორტულია მათთვის, ვინც ავტომობილს მართავს, რომ მძღოლების უმრავლესობა დადებით მახასიათებლებს ვეღარც კი ამჩნევს. „ვინც დააგო“, პირდაპირ იმის ლანძღვას იწყებს.
იყიდება 3 ოთახიანი ბინა მე 2 სართულზე, 70 ბინიან საცხოვრებელ სახლში , 80 კვადრატული მეტრი.
მიშენების ნებართვით, ოპერის სახლის უკან ბნზ, 3 წუთის სავალი ზღვამდე, იატაკი დეკორატიული მაკაგონის და კოპიტის პარკეტისაგან, გერმანული ფარნჯრებით, ჩაცმული კოპიტის კარადებით, და კოპიტის კარებით, შემოსასლები რკინის კარით, და რამოდენიმე სათავსოებით. რუმუნული ავეჯი, სტენკა, 200 ტომეული მსოფლიო ლიტერატურა რუსულ ენაზე, თავისი კარადებით. ფასი შეთანხმებით.
ტელეფონი: 593138623 სერგო.
<!** Image 1 align="left" width="300" height="1440" >