“ბათუმელების” ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ბათუმში, პატრულის თანამშრომელი მინდია ჯაბნიძე დააკავეს.
გამოძიება სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით მიმდინარეობს.
ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა დამატებით კითხვებს არ პასუხობენ.