აჭარის მთავრობის პროექტი აზერბაიჯანელი ბავშვებისთვის

 

აჭარის მთავრობის ინიციატივით  15 აზერბაიჯანელი შშმ ბავშვი ბათუმში რეაბილიტაციის კურსს გაივლის.  აჭარის მთავრობის ინიციატივით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 15 ბავშვი 22 აგვისტოდან ააიპ სამედიცინო ასოციაცია „თანა“–ს სარეაბილიტაციო ცენტრში სარეაბილიტაციო და სამკურნალო კურსს გაივლის. 

ლეიბორიტული პარტია რეცეპტთან დაკავშირებულ რეფორმას აპროტესტებს

 

დღეს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წამლების რეცეპტით გაცემასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა.  

ვაკანსია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:

რესპუბლიკური ბიუჯეტი 118,2 % -ით შესრულდა

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 5 მილიონ 244,4 ათასი ლარით  გაიზარდა.  გეგმა  – 71 მლნ 163 ათას ლარს შეადგენდა. 

აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრი ტელევიზიის ჟურნალისტზე

 

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ნატა იმედაიშვილი გადაცემის – „ერთი დღე სოფელში“ წამყვანის ნათია თავდგირიძის მიერ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისადმი მიმართვას აფასებს. ნათია თავდგირიძე გუშინ მუმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მადლობა გადაუხადა სამსახურის შენარჩუნებაში დახმარებისათვის. 

თვითმხილველის მიერ გადაღებული ხანძარი ბათუმში [ვიდეო]

 

ბათუმში წუხელ გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. გორგასლის ქუჩაზე ცეცხლი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა. 

ჟურნალისტის მადლობა სამსახურის შენარჩუნებისთვის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს

 

აჭარის  ტელევიზიის გადაცემის – „ერთი დღე სოფელში“ – ავტორი, ნათია თავდგირიძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მადლობას უხდის იმისთვის, რომ მისი გადაცემა აჭარის ტელევიზიაში ისევ გაგრძელდება. გადაცემა მას შემდეგ აღარ გასულა ეთერში, რაც წამყვანმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გადაწყვიტა მონაწილეობა. ტელევიზიის დირექტორი ამბობს, რომ გადაცემა არ დაუხურავს. ჟურნალისტი თვითმმართველობის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. ჟურნალისტის თქმით, უმაღლესი საბჭოს დეპუტატების დახმარებით მისი  გადაცემა აღარ დაიხურება. 

ურბანული ხელოვნების ფესტივალი ბათუმში

 

ბათუმის სამხატვრო სკოლის კედელს პოლონელი ხელოვანი კამილ კუზკო რამდენიმე დღეა ხატავს. კედლის მოხატვაში ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივესიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობენ. კამილ კუზკო სტუდენტებისათვის ვორქშოფის ჩატარებასაც გეგმავს. 

საკადრო ცვლილებები აჭარის პროკურატურაში

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს შოთა ტყეშელაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს.  ახალი ხელმძღვანელი ჰყავს ბათუმის რაიონულ პროკურატურასაც.   ეს პოსტი გიორგი მოსაშვილს ჩააბარეს. 

აჭარაში სახანძრო სამსახურებს ახალი მანქანები გადაეცათ

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ერთად რეგიონის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს სახანძრო მანქანები გადასცა.

მემთეური ქალები ვერხვნალიდან

 

ბეშუმის ერთ-ერთ გორაკზე გვერდიგვერდ დროებითი საცხოვრებელი სახლები და ბოსლებია ჩამწკრივებული. სახლებთან მდებარე ორღობეებში თითქმის ყველგან კარტოფილი, მწვანილი და მარწყვია გაშენებული. ამ ადგილს „ვერხვნალს“ უწოდებენ, აქ ძირითადად ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოდან, ძირკვაძეებიდან და ქედლებიდან ამოსული დიასახლისები ეწევიან მემთეურობას. მემთეური – ასე უწოდებენ მსხვილფეხა რქოსანის გამოსაკვებად მთაში დროებით საცხოვრებლად წასულ ადამიანს, რომელიც თითქმის ნახევარი წელი პირუტყვის გამოკვებასთან ერთად ზამთრისთვის საჭირო რძის ნაწარმს აგროვებს. 

აჭარის მთავრობა წაბლანას 200-მდე ოჯახს ბათუმში ბინებს გადასცემს

 

სოფელ წაბლანას 200-მდე ოჯახს ბათუმში საცხოვრებელ ბინას მისცემენ. გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ მიიღო. ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი წაბლანა  შუახევი ჰესის მშენებლობის არეალში ხვდება. ჰესისთვის საჭირო გვირაბი იმ ადგილთან ახლოს შენდება, სადაც1989 წელს მეწყრის ჩამოწოლის შედეგად სოფლის მცხოვრებნი დაიღუპნენ. 

დღეს ბათუმში რობი კუხიანიძის კონცერტი გაიმართება

 

დღეს, საღამოს 20:00 საათზე ბათუმის ბულვარში რობი კუხიანიძის, ჯგუფ „ყველას” და დიჯეი გაბუნიას მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.  კონცერტი  გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროექტის „ მწვანე არდადგები“-ს ფარგლებში იმართება.

 

რატომ გაძვირდა ხორცი ბათუმში

 

ახალი ცვლილების მიხედვით, ბათუმის ბაზარში ხორცის შესატანად სპეციალური დოკუმენტი,  “ფორმა #2“ -ია საჭირო, რომლის მიღებასაც პირუტყვის მეპატრონე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ საქონელი სპეციალურ სასაკლაოზე დააკვლევინა. ეს დოკუმენტი იმის გარანტიაცაა, რომ პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღია. ახალი წესის ამოქმედებამ ბაზარში ხორცის დეფიციტი და, შესაბამისად, მისი გაძვირება გამოიწვია. მაგალითად, თუ ერთი კილოგრამი რბილი ხორცი ერთი კვირის წინ 10-12 ლარი ღირდა, ახლა უკვე 14-16 ლარი ღირს. პრობლემის მიზეზებზე „ბათუმელებს“ ბონის აგრარული ბაზრის ლაბორატორიის ვეტექიმი რეზო  გორგაძე  ესაუბრა.

ბათუმში ზღვამ მამაკაცის გვამი გამორიყა

 

აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსის, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, ამ წუთებში გვამს ექსპერტიზას უტარებენ.

ბათუმში დიდი ოდენობით “სუბოტექსი” ამოიღეს

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. 

კახა კალაძემ და არჩილ ხაბაძემ „შუახევიჰესის“ მშენებლობა მოინახულეს

 

 დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მშენებარე ,,შუახევიჰესზე“მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. სტუმრების შეფასებით სამუშაოების მიმდინარეობა ნორმალურია. ინფორმაციას ამის შესახებ, აჭარის მთავრობის პრესსამსახური  ავრცელებს.

აშშ-ს სამხედრო კრეისერი “ველა გალფი” ბათუმის პორტში დგას

 

დღეს დილით ბათუმის პორტში აშშ-ის მე-6 ფლოტის კრეისერი „ველა გალფი“ შემოვიდა. „ველა გალფი“ მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ტაიკონდეროგას კლასის ხომალდია.

 

კონკურსში გამარჯვებული დირექტორები აჭარიდან

 

2014 წლის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი წარმატებით გაიარეს და დირექტორობის უფლება მოიპოვეს შემდეგმა პირებმა: 

 

 

ანაზღაურებადი სტაჟირება გაზეთ ბათუმელებში



,,გაზეთი ბათუმელები“ აცხადებს  ერთთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე. შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. სამუშაო ადგილი – ბათუმი და აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი [ხულო,შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი]

ბათუმის მერიასა და საკრებულოში 165 შტატი გაუქმდება

 

ბათუმის მერიის თანამშრომელები მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გააფრთხილეს. მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნუკრი დეკანაძის ინფორმაციით გაფრთხილება თვითმმართველობის შესახებ ახალი კოდექსით გათვალისწინებულ რეორგანიზაციას უკავშირდება. 

<!** Image 1 align="" alt="ბათუმის მერია" sub="ბათუმის მერია" width="400" height="500" >

გენდერული სტატისტიკა აჭარის მთავრობაში

 

აჭარის მთავრობის აპარატი თერთმეტ დეპარტამენტს აერთიანებს, აქედან ცხრა დეპარტამენტს მამაკაცი სამ დეპარტამენტს კი ქალი ხელმძღვანელობს. მამაკაცებს აბარიათ თავმჯდომარის კაბინეტის ხელმძღვანელის და სამდივნოს უფროსის თანამდებობებიც. საერთო ჯამში კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის აპარატში  72 მამაკაცი და  45 ქალია დასაქმებული.

სახელმძღვანელო ალტერნატიული ბათუმის შესაქმნელად

 

ოთხდღიანი ვორქშოფი  ალტერნატიული ბათუმის სახელმძღვანელოს შესაქმნელად დასრულდა. პროექტის ათმა მონაწილემ ტრენერებთან ერთად ის სავარაუდო ადგილები, ისტორიები მოინიშნეს, რომელიც სახელმძღვანელოში შევა. 

როგორ გავირუჯოთ სწორად


როგორ გავირუჯოთ სწორად, რამდენი ხანი შეიძლება დავყოთ მზის სხივების ქვეშ და რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს მზის სხივების უკონტროლოდ მიღებამ, ამის შესახებ გვესაუბრა დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ნატალია შავდია.

რა უნდა ვიცოდეთ მზის დაკვრის შემთხვევაში


რა უნდა ვიცოდეთ მზის დაკვრის შემთხვევაში  როგორ ავირიდოთ მზის დაკვრა, რა გართულებები ახასიათებს ჰიპერთერმიას და რა უნდა გავაკეთოთ მზის დამწვრობის მიღების დროს პირველ რიგში, ამის შესახებ გვესაუბრა თამარ ლომთაძე, ოჯახის ექიმი.

მეტყველების დარღვევათა უფასო დიაგნოსტიკა აჭარაში

 

მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრი „ლოგომედი“ 20 აგვისტოდან 23 აგვისტომდე აჭარაში მცხოვრები ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის უფასო გასინჯვებსა და მეტყველების დარღვევათა დიაგნოსტიკას განახორციელებს. სპეციალისტები შეხვედრებს ბათუმის ჩართულობის ცენტრში გამართავენ.

 

მთავრობა ტემპერატურის მატების შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს

 

გამოცხადდება თუ არა სამუშაო დღეები უქმედ ტემპერატურის მატების გამო ? – კითხვაზე პასუხი ამ დროისთვის სამთავრობო სტრუქტურებს არ აქვთ. შესაბამისი ნორმა არც შრომის კოდექსშია შეტანილი. 

 

 

კლიმატოლოგი : „ დღის საათებში ზღვის სანაპიროზე არ გახვიდეთ“

 

კლიმატოლოგი გიორგი მეტრეველი მოსახლეობას ურჩევს „საღამოს შვიდ საათამდე არათუ ზღვაზე არ იბანავონ , არამედ სანაპიროზეც კი არ გავიდნენ.“

 

„ ამ დროს პლიაჟი ძალიან ხურდება, წყლის ტემპერეტურა უფრო კი  უფრო იმატებს და მდგომარეობა გაუსაძლისი ხდება. თანაც ამ ეტაპზე დიდი რაოდენობითაა აორთქლებული ტენი. კარგია ასევე დილის საათები, შვიდი საათიდან 10 საათამდე შეიძლება ზღვაზე გასვლა “

ბათუმის მერიის 2013 წლის ხარჯები

 

ოფიციალური ინფორმაციით ბათუმის მერიის მიერ  2013 წელს განხორციელებულ საერთაშორისო და ადგილობრივ სატელეფონო საუბრებზე გაწეულმა სატელეკომუნიკაციო ხარჯმა  45 935 ლარი შეადგინა. 

ბათუმი ამ საღამოს

 

 

<!** Image 5 align="middle" sub="ბათუმი" width="650" height="1504" >

 

 

 

<!** Image 3 align="middle" sub="ფერიის მთაზე საბაგიროთი ასული დამსვენებლები მზის ჩასვლას უყურებენ" width="700" height="1504" >

 

 

<!** Image 4 align="middle" sub="რესტორანი ''არგო'' ფერიის მთაზე. შენობის მინის საფარი მზეს ირეკლავს." width="650" height="1504" >

 

 

<!** Image 2 align="middle" sub="ბათუმის პორტი" width="700" height="1504" >

 

 

<!** Image 1 align="middle" sub="ფერიის მთაზე მოხვედრა საბაგირო ''არგოთია'' შესაძლებელი, რომელიც ბათუმის პორტთან მდებარეობს. მთას ქალაქთან საავტომობილო გზაც აკავშირებს" width="700" height="1504" >

 

 

ვის და როგორ აჯარიმებენ მდინარეში ავტომანქანის გარეცხვისთვის

 

სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში ან ზედაპირული წყლის სხვა ობიექტში, ანდა მის ნაპირთან წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, 50 ლარით  ჯარიმდება.  ცვლილებები ძალაში 2014 წლის 1 მარტიდან შევიდა. 

მშვიდობის კორპუსის მოხალისე ხელვაჩაურში

 

სექტემბრიდან ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრს კიდევ ერთი ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი შეემატება, როგორც დამწყებთათვის ასევე მათთვის ვინც საშუალო დონეზე ფლობენ ინგლისურ ენას. კლუბის მუშაობას ამერიკელი მოხალისე სარა შოლცი გაუძღვება. 

უბედური შემთხვევა ქობულეთში

 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქობულეთში სამი ადამიანი დაიღუპა. ფიჭვნარის დასახლებაში ავტომობილს მოტოციკლი  შეეჯახა. ავარიის შედეგად მოტოციკლზე მჯდომი ორი პირი ადგილზე გარდაიცვალა.

სტრუტურული ცვლილებები და უსამსახუროდ დარჩენილები მუნიციპალიტეტებში

 

მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტში შემავალი ტერიტორიული ორგანოების გაუქმების შესახებ, რის შედეგადაც სოფლების თემებისა და უბნების რწმუნებულები თანამდებობიდან გათავისუფლდებიან. გადაწყვეტილების მიზეზად ახალი კოდექსით გათვალისწინებული  სტრუქტურული მოწყობა დასახელდა.

„Kobuleti Summer Fest” – აგვისტოს ბოლო დღეს გაიმართება

 

აგვისტოს ბოლოს კომპანია  „EREDELI’s Art”, აჭარის  განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იწყებს ყოველწლიურ ფესტივალს „Kobuleti Summer Fest”.  ფესტივალის მიზანია ზაფხული აჭარაში კიდევ უფრო აქტიური და მიმზიდველი გახადეს ტურისტებისათვის და ადგილობრივებისათვის.

 

ნათესავები საკრებულოებში


ძმა, ბიძა, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, მეჯვარე, თანაკურსელი –  „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების ნათესავებმა საკრებულოებში თანამდებობები გაინაწილეს. მათგან   თითქმის ყველა უარყოფს, რომ ჯერ კოალიცია  „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში და შემდეგ საკრებულოს მაღალ თანამდებობაზე ნათესავის ჩარევით მოხვდა

Exit mobile version