ნეტგაზეთი • RU

საკრუიზო ხომალდები ბათუმის პორტში

 

დღეს ბათუმის პორტს ერთდროულად ორი საკრუიზო ხომალდი ესტუმრა. მსხვილი ამერიკული საკრუიზო ხომალდი “Seven Seas Mariner” 1200-მდე მგზავრს, ხოლო შედარებით პატარა საკრუიზო გემი “Harmony G” 60-მდე მგზავრს ითვლის.

 

საკრუიზო ხომალდებს მომსახურებას  ტურისტული კომპანია აჭარა ტური უწევს. დღის მანძილზე უცხოელი ტურისტები ბათუმის მთავარ ღირშესანიშნაობებს მოინახულებენ, გაეცნობიან ქართულ სამზარეულოს და ფოლკლორს.

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით 2014 წლის იანვრიდან დღემდე 13 გემია შემოსული, რის შედეგადაც რეგიონს 5700-მდე უცხოელი ესტუმრა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში(იანვრიდან 14 აგვისტომდე) აჭარაში 5 გემი იყო შემუსული 828 მგზავრით. დღევანდელი მონაცემებით 2013 წელთან შედარებით საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკა 69%-ითაა გაზრდილი.

 

აღსანიშნავია, რომ საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკის მიმართულებით დადებითი ტენდენცია შეინიშნება. თუკი 2012 წელს 10-მდე საკრუიზო ხომალდის სტუმრობდა რეგიონს, 2013 წელს მისი რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 2014 წელს კი 28 საკრუიზო გემის შემოსვლაა დაგეგმილი.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"