ქალაქ ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, სასწრაფოდ იყიდება ახალაშენებულ სახლში ორ ოთახიანი ბინა, ევრორემონთით.
ფასი : 60 ათასი აშშ დოლარი.
მობ: 593 442 4 08
577 071 185
ბათუმელები
ქალაქ ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, სასწრაფოდ იყიდება ახალაშენებულ სახლში ორ ოთახიანი ბინა, ევრორემონთით.
ფასი : 60 ათასი აშშ დოლარი.
მობ: 593 442 4 08
577 071 185
,,ბათუმობის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, სადაც ქალაქის მერი მიიღებს მონაწილეობას:
11:30 სთ – დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების მიღება ბათუმის მერიაში;
„ჩამოყალიბდეს აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის პედკაბინეტი, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნოს ნაიმე კაკაბაძე და თვიური ხელფასი მიეცეს 300/სამასი/ მანეთი“, – 1937 წლის 2 ოქტომბრით დათარიღებულ ამ დოკუმენტს თემურ კაკაბაძე მისი მშობლების ფოტოებთან ერთად უკვე წლებია ინახავს. ნაიმი თემურის დედაა, რომლის ინიციატივითაც ბათუმში აზერბაიჯანული სკოლა გაიხსნა. თემურ კაკაბაძეს გადასახლებაში მშობლები, ბიძა და ბებია დაეღუპა.
დღეს, ქედის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან მხოლოდ 17 წევრი ესწრებოდა და კამათის ფონზე წარიმართა. დღის წესრიგის მიხედვით დეპუტატებს ორ ძირითად საკითხზე – ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცებასა და სპორტული ღონისძიებების მიზნობრივი პროგრამაში (2014 წლის 28 იანვარს მიღებულ განკარგულება) ცვლილების შეტანაზე უნდა ემსჯელათ.
სასწრაფოდ იყიდება 70-კვ.მ ფართობის ბინა გორგასალისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში ზღვაზე ხედით.
„არ მისცა ხელისუფლებას ბევრი ძეგლის დანგრევის უფლება. ამიტომ მოხსნეს ის თანამდებობიდან“, – ეს არის ერთ-ერთი ვერსია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსის მოხსნის შესახებ. ამას დაემთხვა ისიც, რომ გასულ კვირასვე ბათუმის მთავარი არქიტექტორის შტატი გააუქმა საკრებულომ: არქიტექტურის სამსახური დატოვა, მაგრამ სხვა სამსახურს დაუქვემდებარა. შესაბამისად, სტრუქტურას ჩამოშორდა გია რამიშვილი, რომელიც, როგორც ამბობენ, მეტ-ნაკლებად ახერხებდა წინააღმდეგობა გაეწია მთავრობის სურვილისთვის – ინვესტორს უნდა დავუთმოთ ყველაფერი ძველ ბათუმში. რა ელოდება ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს? – ამ საკითხით დაინტერესებული არასამთავრობოები აჭარის მთავრობას მიმართვის ტექსტს უგზავნიან და მოუწოდებენ, სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშნოს დარგის სპეციალისტი. რა წერია მიმართვის ტექსტში? – „ბათუმელების“ კითხვებს მიმართვის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, საზოგადოება „ბათომის“ ხელმძღვანელმა ნინო ინაიშვილმა უპასუხა.
დღეს, პირველ სექტემბერს, ბათუმში მელიქიშვილის ქუჩაზე, დილის ოთხ საათზე, ნაყინის მაცივარი გატეხეს. საპატრულო პოლიციამ ეჭვმიტანილი ადგილზევე დააკავა.
ბათუმში ბათუმობა აღინიშნება. დილიდან გადაკეტილია მემედ აბაშიძის გამზირი, სადაც სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს. ამ წუთებში 6 მაისის პარკის შესასვლელთან მწნილისა და მურაბის ფესტივალი იმართება.
1 სექტემბერს მემედ აბაშიძის გამზირზე დაგეგმილი ღონისძიებები, რომელიც 12:10 სთ-დან დაიწყება:
დღეს ბათუმობისთვის სამზადისი მემედ აბაშიძის გამზირზე დილიდან დაიწყო.
ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, რომ დღესასწაულის ეპიცენტრში, ბათუმში – მემედ აბაშიძის გამზირზე, მოქალაქეებს ბათუმის ყველა უბნიდან ელიან. სწორედ ამ ქუჩაზე, თითქმის ყოველ კვარტალში, ისხდებიან მუსიკოსები, რომლებიც სასეირნოდ გამოსული ადამიანების განწყობის შექმნაზე იზრუნებენ.
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე არსებული ავტომობილი MITSUBISHI L200, სახელმწიფო ნომრით VJV 848 ბათუმში, „ხოფის ბაზრობაზე“ დგას წარწერით – იყიდება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სახელმწიფოს კუთვნილ ავტომობილს ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე 10 000 დოლარად ყიდის. აღნიშნულ ფაქტს უარყოფს საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე. ის აცხადებს, რომ ავტომობილი ბათუმში შესაკეთებლად არის.
ბათუმში სასტუმრო „კემპინსკისა“ და საცხოვრებელი კომპლექსის „პალმ აპარტამენტის“ მშენებლობა 2016 წელს დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიამ გაავრცელა.
დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე აჭარის მთავრობის მიმართ უკვე დაანონსებული იმპიჩმენტის პროცედურაზეც ისაუბრეს.
ერთ კუბურ/მეტრში არსებული ტენის რაოდენობას ვუწოდებთ ტენიანობას. ჩვეულებრივ ტენიანობა ყველაზე მაღალია მაშინ, როცა ჰაერის ტემპერატურა ეცემა. ტენის ცვალებადობა დამახასიათებელია სეზონის ცვალებადობისას. რამდენადაც მაღალია ტენიანობა, მით უფრო დაბალია გარემოს კომფორტული მდგომარეობა – განმარტავს კლიმატოლოგი გიორგი მეტრეველი.
მიმდინარე წლის 7 თვეში პირველი ინსტანციის სასამართლოებში განხილულია 8 838 სისხლის სამართლის საქმე 9 979 პირის მიმართ. განაჩენი გამოუტანეს 9709 ადამიანს, საპროცესო შეთანხმება კი 6826 ბრალდებულს გაუფორმეს. ძიება შეწყდა 58 სისხლის სამართლის საქმეზე, დამატებით ძიებაში კი 137 საქმე დაბრუნდა. 9615 პირი სარგებლობს ამ პერიოდში მსჯავრდებულის სტატუსით, მათ შორის პატიმრობა შეეფარდა 3617 ადამიანს, 4260 ადამიანი პირობითი მსჯავრით გაათავისუფლეს, ჯარიმა 1493 ადამიანს შეუფარდეს, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა კი 240 ადამიანს დააკისრეს.
რატომ მიმართავენ ყურის ტკივილის გამო პაციენტები ზაფხულში უფრო ხშირად ექიმს სხვა სეზონთან შედარებით, რატომ არის საშიში ყურის ჩხირების გამოყენება და რა დაავადებებთან შეიძლება იყოს კავშირში ყურის მწვავე ტკივილი, ამის შესახებ ოტორინოლარინგოლოგი ბესიკ კოკობინაძე გვესაუბრა.
დიდი საკადრო გადაადგილებების შემდეგ ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფრიოსის თანამდებობა ბათუმის ახალარჩეულმა მერმა გიორგი ერმაკოვმა ირაკლი ახალაძეს ჩააბარა. მერიის ახალი საშტატო განრიგის მიხედვით მას დაექვემდებარება ბათუმის მთავარი არქიტექტორიც. ვინ არის ირაკლი ახალაძე, რა გამოცდილება აქვს და როგორ ხედავს ბათუმის არქიტექტურულ განვითარებას მომავალში? – მან „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.
2014 წლის 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს ბათუმში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს/USAID პროექტი „დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება/სუფთა ენერგიის პროგრამა“ (EC-LEDS-Clean Energy Program) ჩაატარებს ორდღიან ცნობიერების ამაღლების კამპანიას „ენერგოეფექტურობა გონივრული არჩევანია“.
კამპანიის ფარგლებში ჩატარდება ვიქტორინა/კონკურსი 31 აგვისტოს 20:00 საათზე ქ. ბათუმის ბულვარში. 1 სექტემბერს პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ქუჩის მხატვრობა.
დღეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოს მოსახლეობამ სოფელში მშენებარე გვირაბთან აქცია გამართა. მოსახლეობა სოფელში გააქტიურებულ მეწყერულ მოვლენებს ჰეასის მსენებლობას უკავშირებს.
1-2 სექტემბერს ბათუმში მემედ აბაშიძის ქუჩაზე „ბათუმობა 2014“ გაიმართება. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ოცდაათამდე ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორისაა შოთა გუჯაბიძის ნამუშევრების ფოტო-გამოფენაც.
ყველაზე ხშირად მისი ნახვა ბულვარში შეგიძლიათ. დილა-საღამოს ტყუპ შვილიშვილს ეტლით ასეირნებს, გზადაგზა კი ნაცნობ-მეგობრების ნახვასა და ამბების გამოკითხვასაც ასწრებს. შუადღით ბათუმში, გამსახურდიასა და აბაშიძის ქუჩის კვეთაში მდგარი ძველი სახლის კედელს საგამოფენო სივრცედ აქცევს და საკუთარ ფოტო ნამუშევრებს გამოფენს. ორი წელია ასე გრძელდება. 63 წლის ბათუმელი ფოტოგრაფი გიზო ჩიგოგიძე ფოტოებს აღარ იღებს. მისი ნამუშევრები დროში გაჩერებული ბათუმია, სხვა ქალაქი, სხვა სივრცე, სხვა სახეები, განუმეორებელი.
ახალ ფრაქციას გიორგი ცინცქილაძე უხელმძღვანელებს, ის ბათუმის საკრებულოში „ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცისს“ კვოტით შევიდა. მასთან ერთად ფრაქციაში გაწევრიანდნენ რამაზ სურმანიძე „ერთიანობის დარბაზიდან“ და გიორგი კაკაბაძე სალომე ზურაბიშვილის პარტიიდან „საქართველოს გზა.“
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს კომპიუტერული პროგრამების ქორელისა და ფოტოშოფის სწავლების უფასო კურსებს სთავაზობს.
ქალთა საინფორმაციო ცენტრმა სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ჩაქვში საზაფხულო სამშვიდობო ბანაკი მოაწყო. სამშვიდობო ბანაკი პროექტის ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის” ფარგლებში იმართება.
ბანაკის მონაწილეები სოფლად მცხოვრები ქალები არიან პროექტის სამიზნე რეგიონებიდან.
პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავთან დაკავშირებით წელს ნოემბერში დაგეგმილია ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც „ლონდონი–ბათუმი“–ს კვირეული გაიმართება. ბათუმში ბარბარეს ეკლესიასთან „ლონდონის სკვერში“ მონუმეტის გახსნა გახსნა იგეგმება, ხოლო ფერიის სასაფლაოზე მემორიალურ დაფას განთავსებენ.
დღეს ბათუმის ეზოს ამბები დაიწყო. 12 არტისტი ორი კვირის მანძილზე ქმნიდა ნამუშევრებს, რომლის ნახვაც დღეს, ქუთაისისა და საიათნოვას ქუჩებზე მისულ დამთვალიერებელს შეეძლო.
ეზოს ამბები კიდებ ორ დღეს გაგრძელდება. ყველა მსურველს, ვინც დღეს ვერ მოახერხა მისვლა 30 და 31 აგვისტოს შეეძლება მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრები იხილოს.
„კეთილი საქმეები“ – ასე ქვია იმ უკრაინულ ორგანიზაციას, რომელიც ხვალ ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილის ათი საათიდან საღამოს 20:00 საათამდე სხვადასხვა ღონისძიებებს ჩაატარებს. მათი ბათუმში ყოფნის მიზანი ქველმოქმედებაა.
სტრუქტურული ცვლილების თანახმად, რომელიც ბათუმის საკრებულომ დღეს დაამტკიცა ბათუმის მთავრი აქტიტექტორი მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე იქნება და მას ფუნქციები შეუნარჩუნდება.
ერთი წლის შემდეგ საფეხბურთო კლუბი ბათუმის „დინამო“ ისევ დაუბრუნდა საქართველოს უმაღლეს ლიგას. ერთი მეკარით, ორი მცველით, ორი ნახევარმცველითა და სამი თავდამსხმელით კლუბმა 2014-2015 წლის სეზონის შემადგენლობა გაიძლიერა. ბათუმის „დინამომ“ რვა ახალ ფეხბურთელთან გააფორმა კონტრაქტი. კლუბი ახალი შემადგენლობით თამაშს 2014 წლის დეკემბრამდე გააგრძელებს. 2015 წლიდან კი, სავარაუდოდ, ცვლილებები კვლავ იქნება, რადგან ზოგიერთ ფეხბურთელს ბათუმის „დინამოსთან“ სწორედ ამ დრომდე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული.
დღეს აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, ნათია სირაბიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის განცხადების თაობაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის პოზიცია გააცნო.
ზაფხულის ბოლო კვირას ძველი ბათუმის ეზოები ახალ ცხოვრებას დაიწყებენ. ბათუმში „ბათუმის ეზოს ამბებისათვის“ მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. წელს ეზოს ამბებს ქართველი, პოლონელი, იაპონელი და უკრაინელი არტისტები შექმნიან. 12 არტისტი პროექტზე 10 დღის მანძილზე იმუშავებს, ზაფხულის ბოლო სამ დღეს, 29, 30 და 31 აგვისტოს კი „ბათუმის ეზოს ამბები“ გაიმართება.
სხვადასხვა მონაცემით მსოფლიოში ყოველწლიურად 3 მილიარდი გამოყენებული საბურავი გროვდება. რიცხვი ყოველ წელს იზრდება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ერთჯერადი პოლიეთილენის პარკების გამოყენებასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით ორჯერ მეტ ერთჯერად პოლიეთილენის პარკს იყენებს. ნარჩენების მართვა ხუთი ძირითადი კომპონენტისგან შედგება – ნარჩენების შემცირება, მეორადი გამოყენება, გადამუშავება, ენერგიად გარდაქმნა და ნაგავსაყარზე განთავსება.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, სულხან ღლონტი თავისი კოლეგის – ალექსანდრე ჩიტიშვილის განცხადებას აფასებს, რომელიც მან დღეს საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერა და არჩილ ხაბაძის მიმართ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მხრიდან შესაძლო უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებას უკავშირდებოდა. სულხან ლონტი თავისი კოლეგის მოსაზრებას არ იზიარებს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიმართ შესაძლო უნდობლობის გამოცხადების საკითხზე დღეს გააკეთა განცხადება. აჭარის კონსტიტუცია ადგენს ნორმებს, რის შესაბამისადაც შეუძლია უმაღლეს საბჭოს ამ პროცედურის დაწყება.
თვითმმართველ ორგანოებში მაღალი თანამდებობები უკვე გადაინაწილეს. ახალი პოლიტიკური სურათის მიხედვით, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება მეტწილად პარტია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მიიღო. რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მიმდინარე პროცესებს ყოველდღიურად აკვირდებიან, მიიჩნევენ, რომ „აჭარაში მმართველობა ერთპოლუსიანი აღარ არის.“