Batumelebi | ბათუმში ლონდონის კვირეული გაიმართება ბათუმში ლონდონის კვირეული გაიმართება – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში ლონდონის კვირეული გაიმართება

 

 პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავთან დაკავშირებით წელს ნოემბერში დაგეგმილია  ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც „ლონდონი–ბათუმი“–ს კვირეული გაიმართება.  ბათუმში  ბარბარეს ეკლესიასთან  „ლონდონის სკვერში“ მონუმეტის გახსნა გახსნა იგეგმება, ხოლო  ფერიის სასაფლაოზე მემორიალურ დაფას განთავსებენ.

 

 

დღეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი ბრიტანეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლს და სამხედრო ატაშეს  მოადგილეს სკოტ მაინარდს შეხვდა.

 

 შეხვდრა გაცნობითი ხასიათის იყო,  საკრებულოს თავმჯდომარე ბრიტანეთის ელჩს ფერიის სასაფალოზე პირველ და მეორე მსოფლიო ომების დროს დაღუპული ინგლისელი ჯარისკაცების საფლავების მოწესრიგებისა და შესაბამისი მემორიალის განთავსებასთან დაკავშირებით საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაზე ესაუბრა.

 

როგორც თვითონ განაცხადა მემრიალურ დაფას საკრებულოს თავმჯდომარე, საკუთარი სახსრებით გააკეთებს, საელჩოსთან მხოლოდ ესკიზის დეტალები იქნება შესათანხმებელი.

 

 „დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს 153 ქვეყანაში მეთვალყურეობს ინგლისელი ჯარისკაცების საფლავებს და მათ შორის საქართველოშიც, ბრიტანეთის საელჩო  ქალაქის თვითმმართველობასთან ერთად საკუთარი სახსრებით მოაწესრიგებს არსებულ 68 საფლავს, რათა სათანადო პატივი მიეგოს ომში დაღუპულ გმირებს, სავარაუდოდ აღნიშნული  ღონისძიებები ტელეკომპანია BBC–ეთერით გადაიცემა“– განაცხადა ბრიატენთის ელჩმა.

 

წელს, 9 ნოემბერს ბათუმში ბრიტანეთის პირველი საკონსულოს შენობაზე, ნ.დუმბაძის ქუჩის N4-ში მემორიალური დაფა განთავსდება.

 

  შეხვედრის ბოლოს საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრა ჰოლ ჰოლს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე