Batumelebi | „კემპინსკის“ მშენებლობა 2016 წელს დასრულდება „კემპინსკის“ მშენებლობა 2016 წელს დასრულდება – Batumelebi
RU | GE  

„კემპინსკის“ მშენებლობა 2016 წელს დასრულდება

 

ბათუმში  სასტუმრო „კემპინსკისა“ და საცხოვრებელი კომპლექსის „პალმ აპარტამენტის“ მშენებლობა 2016 წელს დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიამ  გაავრცელა.

 

 

პროექტის მიხედვით, მშენებლობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს და ბიზნესკლასის საცხოვრებელ აპარტამენტებს, ბარ-რესტორნებს, ფიტნესცენტრებს, საცურაო აუზსა და ათასადგილიან საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს.

საცურაო აუზი მაისში ამოქმედდება, მთლიანი კომპლექსის მშენებლობა კი 2016 წელს დასრულდება. 94 ათას კვმ-ზე განთავსებულ კომპლექსში 120 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ბათუმში შპს ,,GIMG” ახორციელებს.

 

მშენებლობის პროცესი დღეს ბათუმის მერიმა გიორგი ერმაკოვმა დაათვალიერა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"