1-2 სექტემბერს ბათუმში მემედ აბაშიძის ქუჩაზე „ბათუმობა 2014“ გაიმართება. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ოცდაათამდე ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორისაა შოთა გუჯაბიძის ნამუშევრების ფოტო-გამოფენაც.

ბანერი გამოკრულია მემედ აბაშიძის 42 ნომერთან და ასახავს 1920 წლის 7 ივლისს ქართული ჯარის ბათუმში შემოსვლას.