სიახლეები

გამამართლებელი განაჩენი 91 ადამიანს 7 თვეში

31.08.2014
გამამართლებელი განაჩენი 91 ადამიანს 7  თვეში

 

გამამართლებელი განაჩენი გამოვიდა 52 საქმეზე, 91 ადამიანის მიმართ. ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დადგა 49 საქმეზე, ხოლო გამოძიება შეწყდა 58 სისხლის სამართლის საქმეზე.

 

ამავე პერიოდში სააპელაციო სასამართლოებმა გააუქმეს გამამტყუნებელი განაჩენი და გამართლდა 14 პირი 11 სისხლის სამართლის საქმეზე. შეწყდა დევნა სამ საქმეზე. შეუმსუბუქდა სასჯელი 143 პირს, სულ გაუქმდა და შეიცვალა 194 სისხლის სამართლის საქმე.

 

რაც შეეხება საკასაციო ინსტანციის მოსამართლეებს – 7 თვის განმავლობაში მათ 2 სისხლის სამართლის საქმე გააუქმეს და გამოიტანეს გამამართლებელი განაჩენი.  საკასაციო სასამართლოში არც ერთ საქმეზე არ შეწყვეტილა დევნა. შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი 9 პირის მიმართ ექვს სისხლის სამართლის საქმეზე. სულ გაუქმდა და შეიცვალა გადაწყვეტილება 22 სისხლის სამართლის საქმეზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.