სიახლეები

საზაფხულო ბანაკი სოფლად მცხოვრები ქალებისთვის

30.08.2014
საზაფხულო ბანაკი სოფლად მცხოვრები ქალებისთვის

 

ბანაკის მონაწილე ქალები

 

როგორც ორგანიზატორები ამბობენ საზაფხულო ბანაკის მთავარი მიზანი სოფლად მცხოვრები ლიდერი ქალების გაძლიერება და მათი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობაა.

 

მონაწილეებს 5 დღის განმავლობაში  ჩაუტარდებათ ტრენინგები, გაიმართება ფილმების ჩვენება და დისკუსიები. ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან გენდერისა და ქალთა უფლებების საფუძვლებს, არსებულ საკანონმდებლო ბაზასა და სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს, გაიღრმავებენ ცოდნას და შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ლიდერობის, გუნდური მუშაობის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის მიმართულებით.

 

ტრენინგებს გაუძღვებიან როგორც ქალთა საინფორმაციო ცენტრის ტრენერები, ასევე მოწვეული ექსპერტები.

 

პროექტი „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის“  ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს – USAID-ის მხარდაჭერით, ფონდ „ტასოსთან“, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტსა და გალის რაიონში მოქმედ ორგანიზაციასთან პარტნიორობით თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის და გალის მასშტაბით. პროექტის მიზანია სამიზნე რეგიონებში ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება თემის მობილიზების გზით და ადგილობრივი საჭიროების კვლევის საფუძველზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.