სიახლეები

როდის იმატებს ტენიანობა ატმოსფეროში

31.08.2014
როდის იმატებს ტენიანობა ატმოსფეროში

 

ჰაერში ტენის შემცველობა რაც უფრო მაღალია, შესაბამისად ტენიანობაც უფრო მაღალია. ტენიანობა დამახასიათებელია ბათუმში ან ფოთში ზღვის პირას. კოლხეთის დაბლობის გასწვრივ ყველაზე დაბალია ტენიანობა. ყველაზა დაბალია ასევე მშრალ ადგილებში, შირაქისა და ელდარის დაბლობებზე.

 

გარდა კლიმატური მდგომარეობისა, ტენიანობა დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე.

 

აგვისტოში ბათუმში, შუადღისას როცა ტემპერატურა მაღალია, ტენიანობა შესაბამისად დაბალია. ყველაზე უკეთესი, კომფორტული პირობები არის დილას  და გვიან საღამოს. საუკეთესო კლიმატური პირობებია გამოქვაბულებში გულით დაავადებულებისთვის და მათთვის, ვისთვისაც ტენიანობა და წნევის ცვალებადობა საშიშია. ზოგიერთი ყარსული გამოქვაბული საგანგებოდ არის მოწყობილი დაავადებული ადამიანებისათვის. 

 

საქართველოში ასეთი გამოქვაბულები არის ტყიბულისა და აფხაზეთის მიდამოებში. არის ასევე სათაფლიის გამოქვაბულები.

 

მაღალი ტემპერატურის დროს ტენიანობა მაღალია, თუ ტემპერატურა იწევს ისეტ ადგილებში, სადაც არის ჭაობი, საიდანაც ტენი დიდი რაოდენობით შედის ჰაერში.

როდესაც აჭარას დაემატება წყალსაცავები, რომლებიც ჰიდროპროექტების ფარგლებშია გათვალისწინებული, ეს კიდევ დაამძიმებს მდგომარეობას ტენიანობის თვალსაზრისით.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.