ნეტგაზეთი • RU

გრაფიკული დიზაინის უფასო კურსი ახალგაზრდულ ცენტრში

 

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს  კომპიუტერული პროგრამების ქორელისა და ფოტოშოფის სწავლების უფასო კურსებს სთავაზობს. 

 

ტრენინგები ჩატარდება ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების არაფორმალური განათლების ფარგლებში. კურსის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები შეძლებენ შექმნან სხვადსხვა დიზაინის ფლაერები, მოსაწვევები, პოსტერები თუ ბანერების ესკიზები.

 

მსმენელთა რაოდენობა არა უნდა აღემატებოდეს 10 ახალგაზრდას. რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 3 სექტემბერი. სულ ჩატარდება 16 გაკვეთილი. გრაფიკული დიზაინიშესწავლა  6 სექტემბრიდან დაიწყება.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"