აჭარის მთავრობას მხარდაჭერას უცხადებენ

 

ორგანიზაცია “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის” აჭარის მთავრობას მხარდაჭერას უცხადებს.

როგორ დამილეწეს და გამიყიდეს მანქანა

 

 

 მე ჟურნალისტი ვარ. წესით, სხვის უფლებებსაც უნდა ვიცავდე, მაგრამ რა გითხრათ, საკუთარი უფლების დაცვას ვცდილობ აგერ უკვე მეექვსე თვეა. 

23 აპრილს, ალბათ ღამის ორი საათი იყო, როცა ხმაურმა გამაღვიძა. ფანჯრიდან რომ გადავიხედე, დალეწილი ავტომანქანა დავინახე. რ.ვ. ავტომობილით, მთელი სიჩქარით, სადგომზე გაჩერებულ ჩემს მანქანას დაეჯახა, დალეწა და ადგილის დატოვებას სწრაფად შეეცადა. საპატრულო ეკიპაჟმა დაახლოებით ორ წუთში ჩამოიარა და როგორც წესია, აქტი შედგა. გაქცეული ქალი მოაბრუნეს, რომელიც თურმე ნათხოვარ მანქანაზე იჯდა, მანქანები საჯარიმო სადგომზე გადაიტანეს.

ბათუმში ხელოვნების თავისუფალი სივრცე გაიხსნა

 

 

 

მემედ აბაშიძის #3-ში ხელოვნების ახალი ცენტრი „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ გაიხსნა. ორგანიზატორებმა როგორც გახნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აღნიშნეს ცენტრი თავისუფალი იქნება  ყველა ახალგაზრდა ხელოვანისა და დაინტერესებული პირისათვის.

უმაღლესი საბჭოს წევრები თბილისში პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაიბარეს

 

 უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნებას“ დღევანდელ გადაწყვეტილებას, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“  გამოეხმაურა და დეპუტატების მხრიდან აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას თვითნებური უწოდა.  ამ ფაქტთან დაკავშირებით, 14 სექტემბერს 12 საათზე თბილისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქციის  მიერ მიღებული გადაწყვეტილება განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აკაკი ძნელაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომის თაობაზე მისთვის ახლა გახდა ცნობილი:  

დაიწყება თუ არა აჭარაში სახელისუფლებო კრიზისი

 

უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნებამ“ დღეს აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყო. შეიქმნება თუ არა აჭარაში სახელისუფლებო კრიზისი და ვინ რა პოლიტიკურ დივიდენდებს ელოდება კრიზისისგან? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ იურისტმა გენო გელაძემ ისაუბრა. 

ბათუმში გერმანულ-კავკასიური საზაფხულო სკოლა გაიხსნა

 

„ევტოპული სისხლის სამართალი“ ასე ქვია გერმანულ-კავკასიურ საზაფხულო სკოლას, რომელიც დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში გაიხსნა.  გერმანული საზაფხულო სკოლის მიზანია, გერმანული სისხლის სამართლის მეცნიერებების მიერ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სტუდენტებისა და სამართალ პრაქტიკოსებისთვის სემინარების შეთავაზება. 

ბათუმის მერიის სამსახურებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ

 

ბათუმის მერიაში ახალი სამსახურის უფროსები დაინიშნენ.  რამდენიმე უფროსმა თანამდებობა შეინარჩუნა. ახალი უფროსების დიდი ნაწილი კი ყოფილი მოადგილეები არიან. 

აჭარის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს

 

დღეს, რვა სექტემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნებამ“ აჭარის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. უმაღლესი საბჭო მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

არჩილ ხაბაძის შანსი

 

„უმაღლესი საბჭოს წევრები კანონმდებლები არიან და წესით, უნდა სცოდნოდათ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის იმპიჩმენტს აჭარის კონსტიტუცია არ იცნობს“-  აცხადებს „ბათუმელებთან“  საუბარში კონსტიტუციონალისტი მალხაზ ნაკაშიძე. იმპიჩმენტით თანამდებობის პირის გადაყენება იმ შემთხვევაში  ხდება, თუ ის არღვევს კონსტიტუციას, ან სჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს და ეს ნორმა მხოლოდ პრეზიდენტის მისამართით გამოიყენება, ავტონომიების შემთხვევაში კი, როგორც მალხაზ ნაკაშიძე ამბობს, არსებობს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი. ვის და რა შემთხვევაში შეუძლია არჩილ ხაბაძის თანამდებობიდან გადაყენება? ამ საკითხზე „ბათუმელების“ კითხვებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარემ, იურისტმა ასლან ჭანიძემ უპასუხა. 

გადამზადების პროგრამა სოციალურად დაუცველი და შშმ პირებისთვის

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და დასაქმების სააგენტო მომავალი 2015 წლიდან ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებენ. პროგრამის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან მათი მეურვეები გადამზადდებიან.  სულ 130 ბენეფიციარის გადამზადებაა გათვალისწინებული. უპირატესობა მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლებლობის მქონე პირებს.

იტალიური, თურქული თუ ჩინური? – სამშენებლო მასალები ხარისხის კონტროლის გარეშე

 

„ეს ესპანური კაფელია და იმიტომ ღირს 60 ლარი; ეს იტალიური გამათბობელი ქვაბია და იმიტომ ღირს 1300 ლარი, თუ თურქული გინდა – 1000 ლარად მოგცემ“. –  ცოტა ხანს თუ გაჩერდები ნებისმიერ სავაჭრო ცენტრში ან უფრო პატარა ზომის მაღაზიაში, მსგავს განმარტებას აუცილებლად მოისმენ. ამ ეტაპზე საქართველოში შემოსული ამ ტიპის პროდუქციის ხარისხს პრაქტიკულად არავინ აკონტროლებს, შესაბამისად, მომხმარებლის უფლებების დაცვა, გარდა მეწარმის კეთილი ნებისა, თითქმის შეუძლებელია.

რა უნდა ვიცოდეთ ჰერპესზე

 

სტატისტიკის მიხედვით, დედამიწის მოსახლეობის 90% ჰერპესვირუსის უბრალო ფორმით არის ინფიცირებული. დერმატოლოგ ნატალია შავდიას თქმით, ჰერპესვირუსი ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ სამუდამოდ რჩება იქ და მისგან დამცველი ძალების შესუსტებისთანავე ბუშტუკოვანი გამონაყრით ვლინდება. 

„საქართველოს საკუთარი ფლოტი უნდა ჰყავდეს“

 

 

დღეს ბათუმის საზღვაო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. აკადემიამ სხვადასხვა მიმართულებებზე 500 ახალი სტუდენტი მიიღო. 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ობიექტი დახურა

 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კრიტიკული შეუსაბამობების აღმოჩენის გამო ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე შპს “რეზო და კომპანიას” საწარმოო პროცესი შეუჩერა.

ბათუმში ”ლეიდის ოუფენი” დაიწყო

 

 

ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ქალთა საჩოგბურთო ტურნირი „ბათუმის ნავთობტერმინალის ღია პირველობა“, იგივე „ლეიდის ოუფენი“ მიმდინარეობს. ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპით 6 სექტემბერს დაიწყო და 13 სექტემბერს ფინალური შეხვედრებით დასრულდება.

შსს-მ ბათუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

 

შს სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, 30 წლის გიორგი ბ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, ერთი მჭიდითა და 8 ვაზნით ამოიღეს.

ბათუმი-ახალციხის გზის რეაბილიტირებული მონაკვეთი გაიხსნა

 

აჭარის რეგიონში, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე ახალ რეაბილიტირებული 8 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა. 

ბათუმში ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

 

დღეს, ბათუმში, ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას ჩაეყარა საძირკველი. კომპანია „Atlas Georgia“-ის ახალი პროქტის პრეზენტაციას საქართველოსა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დაესწრნენ, რომლებმაც კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩააგდეს.

რა შედეგი მოიტანა ტყეებში მწერდამჭერი ხაფანგების დამონტაჟებამ

 

მიმდინარე წლის გაზაფხულზე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ქობულეთში, ხულოსა და შუახევში მწერდამჭერი ხაფანგები დაამონტაჟა. ხაფანგების შეძენა გარემოს დაცვის სამმართველოს ტყის მავნებლების გასანადგურებლად დასჭირდა. აჭარაში, წიწვოვან მცენარეებში, ორი სახის მავნებელია გავრცელებული – მბეჭდავი ქერქიჭამია და კენწეროს ქერქიჭამია. 

არჩილ ხაბაძის ნათესავები

 

აჭარის მთავრობის მეთაურის ახლობლების საჯარო სამსახურებში დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც არჩილ ხაბაძემ „მურმან დუმბაძის გუნდის“ წევრები გაათავისუფლა თანამდებობებიდან. გადამოწმების შემდეგ „ბათუმელებმა“ დაადასტურა არჩილ ხაბაძის ნათესავების დანიშვნის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტში. 

მთავრობაში დაპირისპირების შედეგები

 

ცვლილებები უმაღლეს საბჭოში “მურმან დუმბაძის გუნდზე თავდასხმად” შეაფასეს და მთავრობის მიმართ უნდობლობის პროცედურის წამოწყების შესახებ დაანონსეს. თუმცა პროცესმა ცხადყო, რომ ჯერჯერობით მურმან დუმბაძემ უკან დაიხია. ასევე გამოჩნდა, რომ არჩილ ხაბაძე ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს, ანუ ის ჯერ გამარჯვებულია. მურმან დუმბაძე, როგორც მას ს ჩვევია, სავარაუდოდ, თავის დროს დაელოდება. რა დაანახა ამ მოვლენებმა საზოგადოებას? – “ბათუმელები” ფაქტების ანალიზს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთან ერთად შეეცადა.

პოლიციის უფროსი ‘შაკო კასპიდან’ სამსახურიდან გაათავისუფლეს

 

ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეოთხე განყოფილების უფროსი, შალვა (შაკო) ჯანიყაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ. პრესსამსახურის განმარტებით „მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა სამსახურეობრივი მოკვლევა, რისი დასკვნის საფუძველზეც შალვა ჯანიყაშვილი გადაყვანილია კადრების განკარგულებაში“.

ჩოგბურთი – ჩემი ცხოვრება

 

 

ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე პირველად 16 წლის ასაკში გახდა მამაკაცთა შორის საქართველოს ჩემპიონი. იგი 17 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია, რომელთან ერთადაც მონაწილეობს „დევისის თასის“ გათამაშებებში. ახლა 21 წლისაა და კვლავ ინარჩუნებს საქართველოს ჩემპიონის ტიტულს.


გიორგი ცივაძე 1993 წლის 2 იანვარს დაიბადა ბათუმში. ჩოგბურთში ვარჯიში ხუთი წლის ასაკში დაიწყო. 6 წლისამ პირველი გამარჯვება ბათუმში გამართულ ბავშვთა საერთაშორისო ტურნირში მოიპოვა. მას შემდეგაც მრავალ ტურნირში მიაღწია წარმატებას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ რუსეთში (ადლერი, სოჭი, მოსკოვი), საფრანგეთში (პარიზი). ხშირად იმარჯვებდა მასზე რამდენიმე წლით უფროსი ასაკის ბავშვებთან. 2004 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატად მიჩნეულ 12 წლამდელთა ტურნირ „Orange Bowl“-ში, გიორგი ცივაძე 128 მონაწილედან რვა საუკეთესო ჩოგბურთელს შორის მოხვდა. 14, 16 და 18 წლის ასაკში ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გიორგი მიწვეული იყო ევროპის იუნიორ ჩოგბურთელთა ნაკრები გუნდის შემადგენლობაში. 16 წლის ასაკში გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გაიმარჯვა მერსედესის თასისგათამაშებაში, ხოლო იტალიაში ქალაქ ნეაპოლში ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურნირზე მე-3 ადგილი დაიკავა. საბოლოოდ 2009 წელს გიორგი ცივაძე თანატოლთა შორის ევროპაში მე-4 ჩოგბურთელი გახდა.


გიორგი ცივაძე პროფესიონალი ჩოგბურთელია. გასულ წლებთან შედარებით გაიუმჯობესა შედეგი მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგში და 1000-ზე მეტი ადგილით დაწინაურდა. დღესდღეობით მსოფლიოში 883- ადგილზე იმყოფება. ის გასულ კვირას დაბრუნდა ტურნირებიდან და ბათუმში აგრძელებს ვარჯიშს მამისდავით ცივაძის ხელმძღვანელობით.

სექსუალური შევიწროება ქუჩაში

 

თამამად ჩაცმულ ქალებს ხშირად უამრავი უხამსი კომენტარის მოსმენა უწევთ ქუჩაში, რაც ზოგიერთი მამაკაცის აზრით, ქალისთვის სასიამოვნო კომპლიმენტია. კაცებს ხშირად უკვირთ კიდეც, თუ რატომ არ უღიმიან საპასუხოდ ქალები და არ უტოვებენ ტელეფონის ნომერს. ამას ემატება საზოგადოების განწყობაც, რომელიც ასეთ დროს ისევ ქალს ადანაშაულებს იმის მიხედვით, თუ რა ეცვა მას, სად იმყოფებოდა ამ დროს და დღის რომელ მონაკვეთში გაიარა ქუჩაში.

სექსუალური შევიწროება ქუჩაში

 

თამამად ჩაცმულ ქალებს ხშირად უამრავი უხამსი კომენტარის მოსმენა უწევთ ქუჩაში, რაც ზოგიერთი მამაკაცის აზრით, ქალისთვის სასიამოვნო კომპლიმენტია. კაცებს ხშირად უკვირთ კიდეც, თუ რატომ არ უღიმიან საპასუხოდ ქალები და არ უტოვებენ ტელეფონის ნომერს. ამას ემატება საზოგადოების განწყობაც, რომელიც ასეთ დროს ისევ ქალს ადანაშაულებს იმის მიხედვით, თუ რა ეცვა მას, სად იმყოფებოდა ამ დროს და დღის რომელ მონაკვეთში გაიარა ქუჩაში.

119 გათავისუფლებული თანამშრომელი და პარტიები დანომრილ რიგებში


კამათისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა გუშინ საკრებულოს სხდომა ხულოში. დეპუტატებს შორის უთანხმოება დღის წესრიგით გათვალისწინებულ განსახილველ საკითხს, მუნიციპალიტეტის საშტატო ნუსხის დამტკიცებას მოჰყვა. ოპოზიციის წინაღმდეგობისა და არგუმენტების მიუხედავად, საკითხი უმრავლესობამ მოიწონა და ახალი საშტატო ნუსხა – 109 შტატით დამტკიცდა, მუნიციპალიტეტში დასაქმებული 119 ადამიანი კი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

აჭარაში თემის სამედიცინო პუნქტებში დასაქმებული 228 მედდა გადამზადდება

 

აჭარაში, ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის – „თემის სამედიცინო პუნქტებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის გადამზადება“ განხორციელება დაიწყო. 

აქცია ნარკოტიკების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული მძღოლის მხარდასაჭერად

 

დღეს, აჭარის პროკურატურასთან პატიმრობაში მყოფი გურამ ცეცხლაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

 

საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივის შესახებ

 

„EducationUSA“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამაა, რომლის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.educationusa.info  – განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოს 170 ქვეყანაში ხორციელდება. პროგრამა თანამშრომლობს საერთაშორისო განათლების ცენტრთან, რომელსაც საქართველოში, თბილისის გარდა ოთხი რეგიონალური ოფისი აქვს, მათ შორის ერთი – ბათუმში (1998 წლიდან). საერთაშორისო განათლების ცენტრი თავის მხრივ დახმარებას სთავაზობს ქართველ  სტუდენტებს, პროფესორებსა და პროფესიონალებს, მიიღონ ინფორმაცია უცხოეთში სწავლისა და სტაჟირების  შესაძლებლობების შესახებ. საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით წელს პირველად „EducationUSA“-ს საზაფხულო ბანაკი მოეწყო. მასში საქართველოს რეგიონებიდან 35 სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა, მათ შორის  7 ბათუმიდან. რა უნდა იცოდეს საზღვარგარეთ სწავლის მსურველმა სკოლის მოსწავლემ და რა მოეთხოვება საერთაშორისო პროგრამის მონაწილეს – ამაზე „EducationUSA“-ს საზაფხულო ბანაკში მონაწილე მოსწავლეები გვესაუბრნენ.   

თაკო მექვაბიძე ზაფხულის მოდასა და კარიერაზე

 

 

„ჩვენ დიზაინერები კი ვქმნით ახალს, თუმცა სინამდვილეში მოდა უკვე არის შექმნილი, ჩვენ უბრალოდ ვაკეთებთ ინტერპრეტაციას, რაღაცას ვცვლით, რაღაცას ვახამებთ, ხან 60-იანი წლების ინსპირაციას ვიყენებთ, ხანაც – 80-იანების. დღეს საინტერესო სწორედ ის არის, თუ ვინ როგორ აკეთებს ამას” – ამბობს თაკო მექვაბიძე, ბათუმელი დიზაინერი, რომელიც „ბათუმელებს” საზაფხულო მოდის ტენდენციაზე ესაუბრა.

„დღესაც მეშინია იმ დღეების გახსენების“

 

„ეს ამბავი 1951 წელს მოხდა. მეოთხე კლასში ვიყავი, გაკვეთილზე ვიჯექი, როცა პოლიციელები თავზე დამადგნენ და წამომიყვანეს. ჩემს და-ძმებსაც ასე მოექცნენ. სახლში მოსულს კიდევ შვიდი სალდათი დაგვხვდა, უნდა წაგიყვანოთო – გვითხრეს. საშინელ მდგომარეობაში ჩავარდით, ბათუმშიც კი არ ვიყავით ჩამოსული, რომ გავიგეთ გადასახლებას გვიპირებდნენ, ერთი წივილ-კივილი ატყდა სახლში. ჩემი 28 წლის ძმა დაოჯახებული იყო და ცალკე ცხოვრობდა. როცა ჩვენი ამბავი გაიგო, თავს იკლავდა, მეც წამიყვანეთო, მაგრამ დატოვეს. ჩვენ ის უკანასკნელად იმ დღეს ვნახეთ, რადგან დარდისაგან ერთ წელიწადში გარდაიცვალა“.

შსს: ქალი რომელიც პლაჟზე სცემეს, პასპორტის ჩამორთმევის ფაქტს უარყოფს

 

გუშინ ბათუმში თურქმენეთის მოქალაქის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ინფორმაციას ავრცელებს, განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

ნარკოტიკული ნივთიერებების სამართალდარღვევის ფაქტები საბაჟო გამშვებ პუნქტებზე

 

ბოლო, რამდენიმე დღის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ ნარკოტიკული და ფსიქტოტროპული ნივთიერებების კანონდარღვევით შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.

ბათუმის პორტში ორი საკრუიზო გემი შემოვიდა

 

დღეს ბათუმის პორტში ერთდროულად ორი საკრუიზო ხომალდი შემოვიდა. მსხვილი საკრუიზო ხომალდი “Azamara Quest” 1000-ამდე მგზავრს, ხოლო საკრუიზო გემი “Aegean Odyssey” 550-მდე მგზავრს ითვლის. 

ბათუმის აეროპორტში მგზავრებს ერთი საათის მანძილზე თვითმფრინავის დატოვების უფლება არ მისცეს

 

 

კომპანია “ფლაივისტას” თვითმფრინავი, რომელიც ავიარეისს კიევიდან თბილისის მიმართულებით ასრულებდა, უამინდობის გამო ბათუმის აეროპორტში დაეშვა. დაახლოებით ერთი საათის მანძილზე მგზავრებს თვითმფრინავიდან ჩამოსვლის ნებას არ რთავდნენ. 

Exit mobile version