ნეტგაზეთი • RU

“იკომოს საქართველო“ ბათუმში – შეხვედრა კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის შესახებ

 

2 ოქტომბერს, 16 საათზე, ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტში „ICOMOS საქართველო“ აწყობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პირველ წარდგენასა და განხილვას. 

 

შეხვედრის მიზანია მემკვიდრეობის პოლიტიკის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებების გაცნობა რეგიონის პროფესიონალთა, სამთავრობო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის.

 

შეხვედრა გამართება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის” ფარგლებში. 

 

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
„ბათუმელები"