“ანბანის კოშკი” 1 ლარად

 

 ბათუმის მერია მზადაა “ანბანის კოშკი” აჭარის მთავრობას საკუთრებაში გადასცეს, შემდგომ მისი 1 ლარად გასხვისების მიზნით.

რატომ იწყებდნენ აჭარაში სახლის აშენებას კვირას – აჭარული სახლების არქიტექტურა

თუ გზას აჭარის მაღალმთიანეთისკენ შეუყვებით, შეუძლებელია თვალში არ მოგხვდეთ ულამაზესი, ხით ნაშენი სახლები. ეს სახლები ხალხური არქიტექტურის ნიმუშებია, რომლებმაც დროს გაუძლო. სანამ აჭარელი სახლს ააშენებდა, პირველ რიგში სამოსახლო ადგილს ირჩევდა. შერჩევის დროს ბევრი ფაქტორის გათვალისწინება იყო საჭირო. ლეგენდის თანახმად, როცა სამოსახლო ადგილს მონიშნავდნენ, იქ ქვას დადებდნენ და რამდენიმე დღის შემდეგ შეამოწმებდნენ. თუ ქვის ქვეშ ჭიანჭველა …

ჰოკეის გუნდის შექმნის მორიგი მცდელობა ბათუმში

 

„ყველაზე სწრაფი თამაში დედამიწაზე“ – ასე უწოდებენ ყინულის ჰოკეის მსოფლიოში, რომლის სპორტულ სახეობად განვითარება მსოფლიოში მეცხრამეტე საუკუნის მიწურულიდან იწყება. ყინულის ჰოკეი გუნდური სპორტის სახეობაა. მის სამშობლოდ კანადა მიიჩნევა. პირველი ორგანიზებული თამაში სწორედ კანადაში 1875 წელს ჩატარებულა. ყინულის ჰოკეის აღჭურვილობაა მყარი რეზინის შაიბა, ყვანჭი და ციგურები. გუნდში მეკარე და ექვსი მოთამაშეა. მოწინააღმდეგე გუნდების მიზანია ყვანჭით მეტოქის კარში გაიტანოს შაიბა. ბათუმში 2015 წლის დასაწყისში კიდევ ერთხელ შეიქმნა სექცია სპორტის ამ სახეობის მიმართულებით. 

როგორ ხდება ხელოვნური განაყოფიერება

 

საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერებით 11 წლის განმავლობაში 3 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა.  ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა „ინ ვიტროს“ დირექტორი, მედიცინის დოქტორი, მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი ნატალია ხონელიძე ამბობს, რომ უშვილობის მკურნალობის ეს მეთოდები დღითი დღე პოპულარული ხდება საქართველოში. „ბათუმელები“ შეეცადა გაეგო, რა ჩვენებებია საჭირო ხელოვნური განაყოფიერების თითოეული მეთოდისთვის და რამდენად ეფექტურია ეს მეთოდები. 

ოჯახში ძალადობაში ბრალდებულის განაჩენი

 

ოჯახში ძალადობა – ამ ბრალდებით მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გასულ კვირას ორი სისხლის სამართლის საქმე განიხილა. ერთ შემთხვევაში ბრალდებული სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, მეორე ბრალდებულს კი სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. ცოლის ცემასა და შეურაცხყოფაში ბრალდებულის საქმის განხილვას მოსამართლემ დაახლოებით 40 წუთი მოანდომა. წარმოუდგენლად მოკლე დროში მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა უფლებები, ბრალდება გააცნო, მოისმინა პროკურორისა და ბრალდებულის შესავალი და შემაჯამებელი გამოსვლები. 

ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი ხუთ თვეში გამოცხადდება

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი, სტადიონის პროექტის საბოლოო დამუშავების შემდეგ, 5 თვეში გამოცხადდება.  31 მარტს კი სამინისტროსა და ესპანურ კომპანია “Iberproex Engineering & Project Management” -ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. სტადიონი ბათუმში სწორედ ამ კომპანიის პროექტით აშენდება. სტადიონის მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს და 2017 წელს უნდა დასრულდეს.

„ბათუმის წყალი“ 16 ტონა თხევად ქლორს შეიძენს

 

16 ტონა თხევად (აირად) ქლორს შეიძენს შპს „ბათუმის წყალი“, რისთვისაც კომპანიამ 43 390 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ბათუმში მომხმარებელი გაზქლორით დამუშავებულ წყალს მოიხმარდა, კომპანია წყლის გაწმენდის მეთოდის ცვლის და გაზქლორის ნაცვლად წყალი ჰიპოქლორიდით ანუ თხევადი ქლორით გაიწმინდება.

ყველაფერი დაუბეგრავ მინიმუმზე

 

ვის შეუძლია ისარგებლოს დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების უფლებით? როგორ დავიბრუნოთ საარსებო მინიმუმი? ვის უნდა მიმართოთ, როცა დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებაზე უარს გეუბნებიან და როგორ იანგარიშება დასაბრუნებელი თანხა? ამ დროისთვის დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრირებული დეკლარაციების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა. დეკლარაციების შევსება 1 აპრილს დაიწყო და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ხმების დათვლის შედეგად უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში გახდა

 

ბათუმის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების პირველადი შედეგები უკვე ცნობილია. შედეგების მიხედვით, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში გახდა.

სხალთის თემში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

 

ხვალ,  4 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის თემში შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“-ს ექიმები უფასო სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.

უნივერსიტეტში ხმის დათვლის პროცედურა დაიწყო

 

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებზე ხმის მიცემა შეწყდა. არჩევნებზე 312-დან 299 ამომრჩეველი გამოცხადდა. ამ წუთებში კომისიის წევრები ხმის დათვლას იწყებენ.

ქედის საკრებულომ სხდომა ‘ბათუმელების’ ჟურნალისტისთვის დახურა

 

დღეს, 3 აპრილს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა დახურულ ფორმატში ისე ჩაატარა, რომ ამის თაობაზე არც ბიუროს უმსჯელია და არც სხდომის დაწყებამდე გამოუქვეყნებია საკრებულოს სხდომის დახურულად ჩატარების გადაწყვეტილება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სხდომა ერთადერთი მიზეზით დახურეს – საკრებულოს უმრავლესობას არ სურდა სხდომას დასწრებოდა „ბათუმელების“ ჟურნალისტი. საკრებულოს წევრების გაღიზიანება უკავშირდება გასულ კვირას „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალას, სადაც დეპუტატების დაპირისპირებაა ასახული.

სახალხო დამცველის აპარატის შეხვედრა ქედაში ქალთა მიმართ ძალადობის და ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის საკითხებზე

 

დღეს, 3 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ქედაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.

ივა კუზანოვი 16 წლის ქეთას უფასო კონსულტაციას ჩაუტარებს

 

ხვალ, 4 აპრილს 15:00 საათზე „საზღვაო ჰოსპიტალის“ ინიციატივით და „კუზანოვის კლინიკის“ მხარდაჭერით პროფესორი ივა კუზანოვი ხულოში მცხოვრებ 16 წლის ქეთა ხოზრევანიძეს ჩაუტარებს უფასო კონსულტაციას.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ახალი შენობა ბათუმში

 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ბათუმში ახალ ადმინისტრაციულ შენობას ააშენებს. შენობის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადებულია და სავარაუდო თანხა 1,2 მილიონ ლარზე მეტია. 

 

წინასაარჩევნო დაპირებები ბათუმში


„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისეები შეეცადნენ გაერკვიათ როგორია ხალხის ჩართულობა თვითმართველობის საქმიანობაში, რას დაპირდნენ წინასაარჩევნოდ ბათუმის მერი და საკრებულოს დეპუტატები მოსახლეობას და რა შესრულდა მათი დანაპირებიდან. თვითმართველობის თითქმის ერთწლიანი საქმიანობა კი სტუდიაში ასოციაცია „თავისუფლება და დემოკრატიის“გამგეობის წევრმა ნინო ჩხეტიამ შეაფასა

ბსუ-ს საარჩევნო კომისია: არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს


14 საათის მონაცემებით, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში ხმა მისცა ორასზე მეტმა ამომრჩეეველმა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის თქმით ამ დრომდე დარღვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა იყო ორი შემთხვევა, როცა ორი ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება, გამოცხადდა ხმის მისაცემად. 

ტორესა მოსი: შენი ქალაქიდან უნდა წახვიდე

 

30 წლის ასაკში ორი წიგნის ავტორია. მისმა სადებიუტო წიგნმა – „სიბრძნე სიცრუისა“ გასულ წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო. სულ ახლახან ახალი წიგნი „მე/შენ ქრისტე ხარ“ გამოსცა. მის კიდევ ერთ წიგნს მკითხველი უახლოეს პერიოდში იხილავს. „ბათუმელები“ ტორესა მოსს წარმოგიდგენთ, იურისტს, მწერალსა და მუსიკოსს. 

არჩევნები უნივერსიტეტში – კანდიდატების კომენტარები


დღეს, 3 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს: ირაკლი ბარამიძე, რამაზ ხალვაში, მერაბ ხალვაში, მალხაზ ნაკაშიძე და ვლადიმერ ბალაძე. დღის პირველი საათისათვის მერაბ ხალვაშის გარდა, ყველა კანდიდატმა დააფიქსირა თავისი არჩევანი. 

ყოფილი მოსამართლე პარლამენტის წინააღმდეგ

 

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 3 აპრილს, განმწესრიგებელი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სასამართლო მსჯელობს იმაზე პარლამენტის წინააღმდეგ ყოფილი მოსამართლის ლალი ლაზარაშვილის სარჩელი მიიღოს თუ არა წარმოებაში.  

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობა დღესვე გახდება ცნობილი

 

დღეს, 3 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს: ირაკლი ბარამიძე, რამაზ ხალვაში, მერაბ ხალვაში, მალხაზ ნაკაშიძე და ვლადიმერ ბალაძე.

“ხოზრევანიძის კლინიკა” – თანამედროვე და პაციენტზე მორგებული სერვისი [ფოტო]

 

2015  წლის იანვარში ქალაქ ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩის 68 ნომერში გაიხსნა “ხოზრევანიძის კლინიკა”. კლინიკა ახორციელებს სტაციონარის პირობებში დაავადებათა დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასა და რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ სამედიცინო მომსახურებას. კლინიკის ძირითადი მიმართულებაა ოტორინოლარინგოლოგია. აღნიშნული სპეციალიზაციით ხორციელდება ბავშვთა და მოზრდილთა კვალიფიციური  დიაგნოსტირება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აპრობირებული ენდოსკოპიური მეთოდით. 

ბათუმის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს

 

დღს, 3 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები დილის  ათი საათიდან დაიწყო. პირველმა ხმა ერთ-ერთმა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატმა, რამაზ ხალვაშმა მისცა. 

ხანძარმა ქობულეთში სოციალურად დაუცველების სახლი გაანადგურა

 

სოციალურად დაუცველ სამშვილიან ოჯახს 27 მარტს ღამის 11 საათზე სახლი დაეწვა. ხანძარი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გელაურში მაშინ გაჩნდა, როდესაც შაინიძეების ოჯახს ეძინა. მამამ სამივე მცირეწლოვანი შვილის გამოყვანა მოახერხა, მაგრამ სახლი მთლიანად გადაიწვა.

ბათუმში 15 წლის გოგონას ნათესავის ღვიძლი გადაუნერგეს

 

ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ღვიძლის გადანერგვის მესამე წარმატებული ოპერაცია ჩატარდა.  

ბსუ: რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ხვალ ჩატარდება

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს უნივერსიტეტში ხვალ აირჩევენ. არჩევნებში ხუთი კანდიდატია დარეგისტრირებული. მოვალეობის შემსრულებელს 312 ადამიანი – უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი აირჩევს. 


არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინსტიტუტი” ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების შესაბამისი პროცედურების განსაზღვრის შემდეგ ჩატარებას ითხოვს. უნივერსიტეტი კი არჩევნების გადადებას არ აპირებს, ამის შესახებ „ბათუმელებს“  ბათუმის უნივერსიტეტის იურისტი გიორგი დიასამიძე ესაუბრა.

აუტიზმის საერთაშორისო დღე – საზოგადოების ინფორმირებულობა უნდა გაიზარდოს

 

 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღეა. ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ არასამთავრობო ორგანიზაცია  „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ მიერ ორგანიზებული საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.  დისკუსიაში მონაწილეობდნენ ფსიქოლოგი შორენა მამულაძე და აუტიზმის სპეციალისტი ქეთი გოგიტიძე, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების,  მედიის წარმომადგენლები და სტუდენტები.  

10 შვილის დედა ჟუჟუნა: ერთჯერად დახმარებას მე რატომ არ მაძლევენ

 

ჟუჟუნა საითაძე 10 შვილის დედაა. მისი შვილები უკვე გაიზარდნენ, მხოლოდ სამი მათგანიღაა არასრულწლოვანი. ჟუჟუნა ამბობს, რომ ძალიან გულდაწყვეტილია – ის 3 მარტს, ანუ დედის დღეს ელოდა, რომ საჩუქარს მიიღებდა. ვარაუდობდა, რომ მას გაიხსენებდა სახელმწიფო, ან სულაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი – ხელვაჩაური იმიტომ, რომ სოფელ ახალშენში ცხოვრობს.

დემოკრატიის ინსტიტუტი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების გადადებას ითხოვს

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინსტიტუტი” ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების შესაბამისი პროცედურების განსაზღვრის შემდეგ ჩატარებას ითხოვს. ორგანიზაციამ ამის შესახებ განცხადება გაავრცელა. 

სკოლა მორყეული იატაკით და მინების გარეშე [ფოტო]

 

ხულოს მუნციპალიტეტის სოფელ თხილვანას საჯარო სკოლაში მორყეულია იატაკი, მოშლილია საკლასო ოთახის კარები და დაბზარულია კედლები. 

აჭარის მთავრობა ფეისბუქში

 

„ფეისბუქში“ მიმოწერის გასაჯაროებასა და „სტატუსების“ კომპრომატად გამოყენებასაც კი ჰქონდა ადგილი ბოლო დროს პოლიტიკოსების, ამა თუ იმ საჯარო მოხელის მიერ. ზოგიერთი საჯარო მოხელე სოციალურ ქსელში უფრო კონტაქტურია, ზოგიერთი – პირიქით. როგორც თავად ამბობენ, მათგან ზოგიერთი „ფეისბუქს“ როგორც საკომუნიკაციო საშუალებას ან საზოგადოების განწყობის გასაცნობად იყენებს, ზოგიერთი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებასაც არ ერიდება. თანამდებობის პირები „ფეისბუქს“ სადისკუსიო სივრცედ არ  იყენებენ. 

დაუბეგრავი მინიმუმის დეკლარირება 13:00 სთ-დან განახლდება

 

დაუბეგრავი მინიმუმის დეკლარაციების შევსება, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, 13 საათიდან განახლდება.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის [2015 წლის 2 აპრილი, 11:54 სთ] დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრირებული დეკლარაციების რაოდენობამ 143 142 შეადგინა [აქედან  დღეს 2 603-მა ადამიანმა წარადგინა დეკლარაცია].

დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მოთხოვნით დეკლარაციების წარდგენა 1 აპრილს დაიწყო და 2015 წლის 30 სექტემბრამდე გასტანს.

სამედიცინო გამოკვლევები ბათუმის ბავშვთა ბაღებში

 

დღეს, 2 აპრილს,12:00 საათიდან ბათუმის საბავშვო ბაღების 6705 აღსაზრდელს სამედიცინო-პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდება.

 

შსს: სარფში ამოღებულია დიდი ოდენობით ჰეროინი

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა საქმინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, აჭარაში, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში 1973 წელს დაბადებული თეა ვ. დააკავეს.

პატიმრების წამებაში ბრალდებულები

 

ბათუმის მე-3 საპყრობილის ყოფილი დირექტორის – გიორგი ვეკუასა და მისი მოადგილის, ზაზა ჯიქიას სისხლის სამართლის საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი ოც თვეზე მეტია განიხილავს. სასამართლო ჯერ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა. პროკურორმა თქვა, რომ თუ ამ გრაფიკით გაგრძელდა საქმის განხილვა, ის კიდევ 22 წელი გაგრძელდება. საქმეში ასზე მეტი დაზარალებულია, რომლებიც ამბობენ, რომ ბრალდებულები პატიმრებს სცემდნენ, აწამებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. ბრალდებულები პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

Exit mobile version