სიახლეები

“ანბანის კოშკი” 1 ლარად

04.04.2015 • 3076
“ანბანის კოშკი” 1 ლარად

 

ანბანის კოშკი
ანბანის კოშკი

შენობა, სავარაუდოდ, 20 წლით გასხვისდება. შესაბამის მემორანდუმს [მხარეთა განზრახულობის შესახებ] აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა და ესპანური კომპანიის boost spain L.S-ის წარმომადგენელმა ხელი უკვე მოაწერეს.


როგორც ბათუმის მერიაში და აჭარის მთავრობაში განაცხადეს, კომპანია ორი თვის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას – ან აიღებს ობიექტს სარგებლობაში ან არა. კომპანიის თანხმობის შემთხვევაში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება და დეტალებიც, რა ფუნქცია ექნება ობიექტს და რა იქნება საინვესტიციო პირობები – შემდეგ დაკონკრეტდება.

 

 „ბათუმელების“ ინფორმაციით „ანბანის კოშკი“, სავარაუდოდ, ძირითადად გასართობი ცენტრი იქნება და კომპანიას უფლება ექნება გახსნას კაფე-ბარი, რესტორანი, კაზინო.

 

ამ ეტაპზე კი საუბარია „ანბანის კოშკის“  საიჯარო თანხა განისაზღვროს სიმბოლურად – 1 ლარი, თუმცა მოსარგებლე ვალდებული იქნება უზრუნველყოს შენობის რეაბილიტაცია, მოვლა შენახვა, განათება, მოაწყოს ადგილი, საიდანაც ადამიანებს საშუალება ექნებათ გადმოხედონ ქალაქს და ა. შ.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ვიზუალური დათვალიერებით, შენობის რეაბილიტაციას 2 მილიონი დოლარი უკვე სჭირდება [გასამაგრებელია ანბანის ასოები,  ლიფტის შეკეთებას 900 ათასი ევრო სჭირდება და სხვ.]

 

ბათუმში მდებარე „ანბანის კოშკის“ მშენებლობისათვის თავის დროზე 64 მილიონი ლარი დაიხარჯა. ესპანელი არქიტექტორის ალბერტო დომინგო კაბოს მიერ დაპროექტებული შენობა ბათუმში 2011 წელს აიგო. კოშკი დღემდე უფუნქციოდაა.

გადაბეჭდვის წესი