ბავშვი მშობლისთვის თუ მშობელი ბავშვისთვის? – ვუთხრა თუ არ ვუთხრა?

 

განვითარებულ კულტურებში შვილად აყვანა ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს და არ ითვლება ოჯახური ცხოვრების არასრულფასოვან წესად. ამ კულტურებში აზრს მოკლებულია მტკიცებულება, რომ ასეთი ბავშვი ნაკლები ან უარესია ბიოლოგიურ შვილზე. მიუხედავად გენეტიკური კავშირის არ არსებობისა, აყვანილი ბავშვები იღებენ უფროსებისგან სიყვარულს და მზრუნველობას.  ამერიკიის შეერთებულ შტატებში აღინიშნება შვილად აყვანის ნაციონალური დღე. ჰოლივუდის ვარსკვლავები თამამად აქვეყნებენ შვილად აყვანილ ბავშვებთან ერთად გადაღებულ ფოტოსურათებს.

იყიდება მანსარდა იაფად

 

ქალაქ ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, იყიდება მზა მანსარდა – 67-კვ.მ (ორი ოთახი), უზრუნველყოფილი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებითა და რკინის კარით, გამყოფი კედლებით.


ფასი: 19 ათასი დოლარი.


მობ: 555 12 69 12; 571 12 69 12.

შემოსავლების სამსახური: დღეიდან დაუბეგრავი მინიმუმის ჩარიცხვა იწყება

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, დღეიდან, 7 აპრილიდან, იწყება დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისთვის კუთვნილი თანხების ჩარიცხვის პროცესი.

იყიდება ახალგარემონტებული ბინა სასწრაფოდ

 

ქალაქ ბათუმში  26 მაისისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაში, ახალაშენებულ სახლში, მეხუთე სართულზე იყიდება  42-კვ.მ ახალგარემონტებული ბინა.

ფასი: 30 ათასი აშშ დოლარი.

 

მობ.: 577 25 25 85; 597 01 99 63;

ტელ.: (0422) 24 85 85


აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ბიუჯეტი ხარჯვით ნაწილში 93%-ით შესრულდა

 

დღეს, 7 აპრილს, უმაღლეს საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე აჭარის ბიუჯეტის სამი თვის შესრულებას განიხილავენ.  წარსული ფაქტების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და უმაღლეს საბჭოს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა არსებობს. შესაბამისად, „ბათუმელები“ დაინტერესდა არის თუ არა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იმისთვის განწყობილი, რომ უმაღლეს საბჭოს ანგარიში ჩააბაროს. ამ საკითხზე „ბათუმელების“ კითხვებს მინისტრის მოადგილეს რამაზ ბოლქვაძე პასუხობს: 

ბათუმში ბარაკებისა და უსახური შენობების ლიკვიდაციის პროგრამაში ცვლილებები შევიდა

 

ბათუმში ბარაკებისა და უსახური შენობების ლიკვიდაციის პროგრამაში, რომელში ჩართვის სურვილიც 12 კომპანიას უკვე გამოთქმული აქვს, საქართველოს მთავრობამ პირობები შეცვალა. ცვლილება, საფინანსო ორგანიზაციებსა და დეველოპერებს შეეხოთ.

თუ კომპანიას პროგრამაში ჩართვისთვის უნდა დაედასტურებინა, რომ  პროექტის დასრულებისათვის საკმარისი იყო არა უმეტეს 3 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი; ახალი ვარიანტით, კომპანიამ უნდა დაადასტუროს, რომ პროექტის დასრულებას  უზრუნველყოფს,  პროგრამის შესაბამისად გაცემული,  არა უმეტეს 3,5 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ან/და დამატებით სხვა ფინანსური წყაროებით.

იყიდება მიწის ნაკვეთი ორთაბათუმში

 

ქალაქ ბათუმში, ორთაბათუმში, საქორ წინო დარბაზ  ,,სამოთხესთან” იყიდება 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ფასი: 10 ათასი აშშ დოლარი. ID 8261

 

<!** Image 1 align="left" width="400" height="611" >


მობ : 

593 44 24 08 

577 07 11 85 

დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს სახელმწიფომ კომპენსაცია შეუწყვიტა

 

ზაზა იაკობაძე ცხინვალთან დაჭრეს 2004 წელს. მისმა მშობლებმა დაჭრის ზუსტი თარიღი არ იციან. თავდაცვის მინისტრის ხელმწერილ ბრძანებაში წერია, რომ ის 23 აგვისტოს, ანუ მისივე დაბადების დღეს, 23 წლის ასაკში დაიღუპა, მშობლებს უთხრეს, რომ ჭრილობების გამო. ზაზას მშობლებს სახელმწიფომ 2014 წლიდან ყოველთვიურად 500-ლარიანი კომპენსაცია დაუნიშნა, მაგრამ გასული წლის 12 დეკემბერს მათ აცნობეს, რომ თანხა, რომელიც მათ მიღებული აქვთ კომპენსაციის სახით, სახელმწიფოს უკან უნდა დაუბრუნონ.

უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი პლასტიკური ქირურგი კლინიკა ,,Salve”-ში


ბათუმში, კლინიკა ,,salve”-ში, 13-დან 18 აპრილის ჩათვლით, კონსულტაციებსა და ოპერაციებს ჩაატარებს უცხოეთში მოღვაწე,  ცნობილი ქართველი  პლასტიკური ქირურგი თემურ ქობულაშვილი

სახალისო გაკვეთილები მოსწავლეებისთვის

„7-8 აპრილს, 12:30  საათზე,  ქობულეთში  აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში მოსწავლეებისთვის პრაქტიკული გაკვეთილი ჩატარდება. ერთსაათიან გაკვეთილზე  სპეციალისტები მოსწავლეებს პრაქტიკულად აჩვენებენ და აუხსნიან თუ როგორ ხდება ვაზის მყნობა და რა ბიოლოგიური პროცესები მიმდინარეობს ამ დროს“, – ამ ინფორმაციას დაინტერესებული მოსწავლეებისთვის აგროსერვისცენტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

რას „ემასხარავება“ აჭარის მთავრობა გონიოს მოსახლეობას

 

დღეს, 7 აპრილს, დილის 10 საათიდან გონიოს მოსახელობის ერთმა ჯგუფმა საპროტესტო აქცია გაანახლა. აქციის მონაწილეები ამობობენ, რომ აჭარის მთავრობა მათ უკვე „ემასხარავება“, რადგან კიდევ ერთხელ არ შეასრულა თავისი დანაპირები – იანვრის ბოლოსთვის მიწების დაკანონების პროცედურის დაწყება. აქციის მონაწილეების თქმით მათ თანხა შეაგროვეს და თბილისში მიდიან აქციის გასამართად.

საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარე: მართლმსაჯულების დამდგენი კომისიის შექმნა აუცილებელია

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალის თავმჯდომარე აჭარაში, გიორგი ხიმშიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელი ბინის გამო დღეს გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.   

ქობულეთის გამგებელი სამსახურების გაერთიანებას აპირებს

 

ქობულეთის გამგეობამ  შესაძლოა  ერთი სამსახური და ერთი აიპი გააუქმოს. საუბარია გამწავნების სამსახურისა და აიპი „ქობულეთის პარკების გაერთიანებაზე“.  მუნიციპალიტეტის გამგებელის სულხან ევგენიძის თქმით, საკითხი განხილვის ეპატზეა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გამგებელი ამბობს, რომ სამსახურების გაერთიანება მისი მობილობის გაზრდას ემსახურება. „ნაციონალური მოძრაობს“ წევრის რეზო ხარაზის თქმით, გამგებელი ახალი აიპის ხელმძღვანელად მეგობრის დანიშვნას აპირებს.  

დეპუტატის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გამოძიება არ დაწყებულა

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, პეტრე ზამბახიძისთვის კვერცხების დაშენისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ძიება ჯერ არ დაწყებულა. მიმდინარეობს მოკვლევა – განუცხადეს “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში. დეპუტატს კვერცხები ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დაუშინეს 

“Soundspring 2015” ბათუმში მაისში გაიმართება

 

8 – 9 -10 მაისს ბათუმში ელექტრონული, ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი “Soundspring” გაიმართება.  მასში მონაწილეობას მუსიკოსები საქართველოდან, სომხეთიდან და პოლონეთიდან მიიღებენ.  

ქედის „ბეთლემის“ ფეხბურთელს ვარჯიშის დროს გული გაუჩერდა

 

ინფორმაციას ქედის ბეთლემის კაპიტნისა და თავდამსხმელის, 28 წლის არჩილ ფარტენაძის სტადიონზე გარდაცვალების შესახებ ადასტურებს გუნდის მთავარი მწვრთნელი. წინასწარი ინფორმაციით, ფეხბურთელს ვარჯიშის დროს გული გაუჩერდა.

პატიმრები ზეწოლის ფაქტებზე მიუთითებენ და შესაბამის პირთა დასჯას მოითხოვენ

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პატიმრების წამებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია: „ბოლო პერიოდში, ბათუმის #3 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან პატიმართა მიერ გამოგზავნილი 11 წერილი შემოვიდა. წერილების შინაარსი თითქმის იდენტურია და დაწესებულებაში არსებულ ყოფით პირობებს აღწერს. პატიმრები სხვადასხვა პრობლემებთან ერთად, დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ფიზიკური ზეწოლის ფაქტებზეც საუბრობენ და აღნიშნული წერილების გასაჯაროებას ითხოვენ.

სკოლა ელექტრონული ჟურნალისა და ტექნიკის გარეშე

 

 

საჯარო სკოლების მართვის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლაზე საუბარი ჯერ კიდევ 2011-2012 წლებში დაიწყო, რაც ასევე გულისხმობდა სკოლებში ელექტრონული ჟურნალების დანერგვასაც. სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და ელექტრონული ჟურნალების დანერგვის შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლების სამინისტრომ 2013 წელსაც გაავრცელა, თუმცა ბათუმის საჯარო სკოლები ისევ ელექტრონული ჟურნალების გარეშე მუშაობენ. ცალკეულ სკოლებში კი აცხადებენ, რომ ელექტრონული ჟურნალის ამოქმედებისთვის მზად არიან. არის ისეთი სკოლებიც, სადაც, პედაგოგების აზრით, ახალ სისტემაზე გადასვლა მასწავლებელთა შრომას გააორმაგებს და დამატებით პრობლემებს შექმნის. პედაგოგები არასაკმარის ტექნიკურ აღჭურვილობაზეც საუბრობენ, რის გამოც საგნობრივი პრეზენტაციების ელექტრონულად ჩატარება გაკვეთილზე ვერ ხერხდება და მოსწავლეებს საპრეზენტაციო მასალების ფურცლებზე ამობეჭდვა უწევთ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ანგარიშსწორებით ემუქრებიან

 

საქართველოს საკონსტიტუციო  სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს, როლანდ ბლადაძის ოჯახი ანგარიშსწორებით ემუქრება. მუქარის მიზეზი საცხოვრებელი ბინაა, რომელიც ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მდებარეობს. ბინა როლანდ ბლადაძეს წინა ხელისუფლებამ როგორც უკანონო ქონება ისე ჩამოართვა. ბინაში ბოლო რამდენიმე წელია, გიორგი პაპუაშვილის ოჯახი ცხოვრობს.

შს სამინისტრო ძებნილის ფოტოს ავრცელებს

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო  შალვა აბულაძის ფოტოს ავრცელებს და აფრთხილებს საზოგადოებას გამოიჩინოს სიფრთხილე, ვინაიდან შალვა აბულაძე შეიარაღებულია. შალვა აბულაძე პოლიციელის მკვლელობაშია ბრალდებული.  

 

 

12 მოხალისე აჭარიდან – კონკურსი

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალი“ აჭარაში ახალ პროგრამას, „საქართველოს მოხალისე“  გაუწევს კოოდინირებას. პროგრამა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ  ხორციელდება,   საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე.  

„აჭარისწყალი ჯორჯია“ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლდა

 

სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით და „შუახევი ჰესის“ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და მიეცა უფლება, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მოიპოვოს 83 360 კუბ/მ საშენი მასალა (ქვიშა-ხრეში).

17 ათასი ტონა ნარჩენის იმპორტი თურქეთიდან

 

შპს “ჭოროხი-2009”, თურქეთიდან საქართველოში, ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების მიერ წარმოქმნილი აქროლადი ნაცრის იმპორტს განახორციელებს. იმპორტი განკუთვნილია შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ისათვის, რომელიც მდინარე ჭოროხზე ჰიდროელექტროსადგურებს აშენებს.

სოფელ ნამლისევში ბაგა-ბაღი აშენდება

 

ქედის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. სოფელ ნამლისევში ბაგა-ბაღის მშენებლობისთვის ელექტრონული ტენდერი პირველ აპრილს 249 612 ლარზე გამოცხადდა. 

თორმეტი კომპანია ბათუმში მშენებლობის ნებართვას ითხოვს

 

ბათუმში ბარაკებისა და უსახური შენობების ლიკვიდაციის პროგრამა ამოქმედდება, რომელში ჩართვის სურვილიც ამ ეტაპზე 12-მა დეველოპერულმა კომპანიამ გამოთქვა. პროგრამა მათთვის შეღავათებს ითვალისწინებს, თუმცა ქალაქის მერიას მშენებლობის ნებართვა ჯერჯერობით არც ერთ მათგანზე არ გაუცია. აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ პროგრამის ფარგლებში პირველ ხელშეკრულებას რამდენიმე დღეში გააფორმებენ.

სანერგე მეურნეობის შექმნის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროექტის – „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის, ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროექტის მიზანია სასოფლო სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა –  მრავალწლოვანი ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობების მოწყობის გზით. 

ქართველი ქირურგი სტამბულში

 

ბათუმის ეკოლოგიური აკადემიის შემდეგ სწავლა უკრაინაში, ქალაქ ეკატერინობურსკში გააგრძელა და ხარისხის ამაღლებას გერმანიაში გეგმავდა. მანამდე სტამბოლში ჩავიდა და შემთხვევით გაიგო, რომ იქ არსებულ გერმანულ კლინიკა „ალმანასტანეს“ მთავარი ქირურგის ასისტენტი სჭირდებოდა. კასტინგის წარმატებულად გავლის შემდეგ ერთკვირიანი გამოსაცდელი ვადით აიყვანეს, რის შემდეგაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი უნდა გადაელახა. ახლა ის ამ კლინიკის ერთ-ერთი წამყვანი ექიმია. მანანა ნაგერვაძე 15 წელზე მეტია სტამბოლში მუშაობს ქირურგად. გასულ კვირას ის „ბათუმელებს“ ქართველ პაციენტებსა და მეზობელი ქვეყნის სამედიცინო სისტემაზე ესაუბრა.

აჭარაში 50 გოგო და 750 ბიჭი კარატეს სწავლობს

 

 

აჭარაში სამი წელია კარატეს უფასოდ ასწავლიან. კარატის შემსწავლელი უფასო ჯგუფები როგორც ბათუმში, ასევე, მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლებშიცაა გახსნილი.

მერია მუხრან ვახტანგაძის სახელობის ტურნირს შეისყიდის

 

 

1-3 მაისს ბათუმში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება.

გია სურამელაშვილის პროდიუსერი: გია ასეთ თანხაზე არადროს არ დათანხმებულა

 

გია სურამელაშვილის პროდიუსერი მარინა კაშია ამბობს, რომ მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის გადაწყვეტილება ბათუმში გია სურამელაშვილის სოლო კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით. პროდიუსერის თქმით, მუსიკალურ ცენტრთან ყველა დეტალზე იყვნენ შეთანხმებული და მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებას ელოდნენ. მარინა კაშია ამბობს, რომ გია სურამელაშვილი ბათუმში მიზერულ ჰონორარს დათანხმდა.   

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალი და კუზანოვის კლინიკა 16 წლის ქეთას უფასოდ უმკურნალებენ

 

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალი და ივა კუზანოვის კლინიკა მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ 16 წლის ქეთას, რომელმაც მძიმე დამწვრობები მიიღო ბავშობაში, უფასოდ უმკურნალებენ. დღეს ქეთამ ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში ჩამოსულ  პლასტიკურ ქირურგთან, ივა კუზანოვთან გაიარა კონსულტაცია. ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორი, თამარ ქაჩლიშვილი ამბობს, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო და ქეთას უკვე პრეპარატებით მკურნალობის კურსი დაენიშნა.  

ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გია სურამელაშვილის კონცერტი აღარ გაიმართება

 

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში,  „გაზაფხულის ფესტივალის“ ფარგლებში გია სურამელაშვილის კონცერტი არ გაიმართება – ამის შესახებ დღეს, 4 აპრილს, ბათუმის მუსიკალური ცენტრის დირექტორმა, გიორგი მიქელაძემ განაცხადა პრესკონფერენციაზე. 

 

 

კულტურული მემკვიდრეობა – ბათუმის ფოსტა

 

ბათუმის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული ნაგებობის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მემედ აბაშიძის კუთხეში მდებარე ძველი ფოსტის შენობისაგან 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში მხოლოდ დაბზარული და დაზიანებული ფასადები იყო შემორჩენილი. ქალაქის ისტორიული ნაწილის დაცვით ზონაში მდებარე ურბანული მემკვიდრეობის ამ ქრესტომათიული ძეგლის ნანგრევებად ქცევა არც ომს და არც სტიქიურ უბედურებას გამოუწვევია – იგი დაანგრიეს.

Exit mobile version